განახლებული "პოპული" საგამოფენო ცენტრში - კვირის პალიტრა

განახლებული "პოპული" საგამოფენო ცენტრში

მექსიკური სამზარეულო, ხორცის ფართო ასორტიმენტი და საუკეთესო ქართული პროდუქცია - სიახლე, რომელსაც "პოპული" გთავაზობთ

სააღდგომოდ, 23 აპრილს "პოპულმა" თავის მომხმარებელს კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა. წერეთლის გამზირზე, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე მდებარე "პოპული XL"-ში მისულ სტუმრებს მაღაზიაში ბევრი ნოვაცია დახვდათ. "პოპულის" გუნდმა რამდენიმე სიახლე სპეციალურად ამ მაღაზიისათვის დანერგა, ეს ერთგვარი საპილოტე პროექტია, რომელსაც მომხმარებელი თავად შეაფასებს და შემდეგ მისი განხორციელება "პოპულის" სხვა მაღაზიებშიც მოხდება.

პირველი სიახლე, რომელიც ამიერიდან საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე "პოპულში" მისულ მომხმარებელს დახვდება, მექსიკური სამზარეულოს კუთხეა. შესაბამისად, ამიერიდან ძირითადი მზა ცივი თუ ცხელი საკვების გარდა, "პოპული" თავის მომხმარებელს შესთავაზებს მსოფლიოში აღიარებულ მექსიკურ კერძებს, რომელსაც ყოველდღიურად მომხმარებლის თვალწინ "პოპულის" გამოცდილი მზარეულები მოამზადებენ.

კიდევ ერთი სიახლე - "პოპულის" მაღაზიაში ახალი ხორცის ფართო არჩევანია, რომელსაც გამოცდილი ყასაბი შემოგთავაზებთ და რაც მთავარია, საუკეთესო ფასად. ახალი ხორცი "პოპულში" ფართო ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი: ხორცი ძვლიანი, ფილე, ფარში, დამუშავებული თუ ასაწონი ხორცი, და ეს ყველაფერი ქალაქში ყველაზე მისაღებ ფასად.

"პოპულის" კიდევ ერთი სიახლე ქართველი მწარმოებლების მიმართ სოლიდარობაში ვლინდება და ადგილობრივი წარმოების იმ პროდუქტებს, რომელიც დასავლური ტექნოლოგიების სრული დაცვით მზადდება და მაღალი ხარისხით გამოირჩევა, "პოპული" თავისი მაღაზიის დახლზე განსაკუთრებულ ადგილს დაუთმობს.

ლიკა მიქაუტაძე (კომპანია "პოპულის" მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი): "ჩვენ გადავწყვიტეთ ბევრი სიახლე დაგვენერგა "პოპულის" მაღაზიაში, რომელიც წერეთლის #119-ში მდებარეობს, რათა ამ მაღაზიით ისარგებლონ არა მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობამ, არამედ მისი უნიკალური შეთავაზებების გამო, მაღაზიაში მომხმარებელი თბილისის სხვა უბნებიდანაც მოვიდეს. რა თქმა უნდა, სიახლეების დანერგვამდე ვაწარმოეთ შესაბამისი კვლევა და სწორედ ამ კვლევის შედეგების საფუძველზე შეირჩა ის სერვისი და მომსახურება, რაც ყველაზე მეტად სჭირდება მომხმარებელს.

"პოპულში", რომელიც საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს, სხვა ჩვენი მაღაზიებისგან განსხვავებით, გვექნება მექსიკური სამზარეულო. ანუ ძირითად მენიუსთან ერთად, რომელიც შედგება როგორც სალათების, ასევე ცხელი და ცივი კულინარიისგან, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზებთ მექსიკური სამზარეულოს კუთხეს. ჩვენი მზარეულები იქვე, მომხმარებლის თვალწინ, გრილზე მოამზადებენ მექსიკური კულინარიის შედევრებს. კერძების მომზადების პროცესიც ერთი სანახაობაა მომხმარებლისთვის, რომელსაც სიამოვნებით ადევნებს თვალს. რა თქმა უნდა, მომხმარებელს პირველ რიგში მექსიკური კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ექნება, რადგან მანამ, სანამ არჩევანს გააკეთებს, სწორად განსაზღვროს, რომელი კერძი პასუხობს მის გემოვნებას.

კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც მომხმარებელს "პოპულის" ამ მაღაზიაში შევთავაზებთ, იქნება ხორცის ფართო ასორტიმენტი, რომელსაც გამოცდილი ყასაბი წარუდგენს მომხმარებელს, და რაც მთავარია, თბილისში ყველაზე ხელსაყრელ ფასად.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ განსაკუთრებულად მექსიკური სამზარეულო წარმოგეჩინათ განახლებულ "პოპულში"?

- მოგეხსენებათ, რომ ქართველ გურმანებს ძალიან მოსწონთ მექსიკური სამზარეულო. ქართველებს გვიყვარს და ხშირად მოვიხმართ ქათმის პროდუქტებს, ლობიოს, კარტოფილს, სიმინდს. ეს ინგრედიენტები კი ძალიან პოპულარულია მექსიკურ სამზარეულოში. ამ პროდუქტების სინთეზი მექსიკურ კერძებში ისე საინტერესოდ არის წარმოდგენილი, რომ აუცილებლად ჩაეწერება ქართულ გემოვნებაში და რაც ყველაზე მთავარია, მექსიკური კერძები ძალიან ნოყიერი, გემრიელი და ეგზოტიკურია. მანამ, სანამ ამ სიახლეს დავნერგავდით, მომხმარებლის ტესტირება ვაწარმოეთ და აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყნების კერძებს შორის ყველაზე დიდი მოთხოვნით მექსიკური სამზარეულო სარგებლობს. სხვათა შორის, მექსიკური ფახიტასი, რომელიც ქათმის ფილესა და სიმინდის მარცვლებისაგან მზადდება, ქართველ გურმანებში ისეთი პოპულარულია, რომ "პოპულის" ცხელი კერძების ძირითად მენიუში გვაქვს შეტანილი.

- რაც შეეხება ხორცის ფართო ასორტიმენტს, ყასაბი მომხმარებელს დაეხმარება შესაბამისი კერძისთვის საუკეთესო ნაჭრების შერჩევაში?

- ადამიანი, რომელიც ხორცპროდუქტების დახლთან იდგება, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალია და აუცილებლად გაუწევს რეკომენდაციას მომხმარებელს, რომელი კერძისთვის ხორცის რა ნაჭერი შეიძინოს. იქვე მოახდენს თქვენთვის სასურველი ხორცის დანაწევრებას.

გარდა ამისა, გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ერთნაირად გაახარებს როგორც პატარებს, რომლებსაც ხშირად ასეირნებენ მშობლები საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე "პოპულში" ბავშვებით მოსულ მომხმარებელს. ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ მოვაწყობთ ბავშვებისთვის სპეციალურ გასართობ პროგრამებს: ხატვის კონკურსებს, მოვიწვევთ სხვადასხვა მულტფილმის გმირებს. ასე რომ, ჩვენთან საყიდლებზე მოსული მომხმარებელი მშვიდად მიაბარებს ბავშვს გასართობი პროგრამის ლიდერს და მანამ, სანამ მისი შვილი ერთობა, მშვიდად "იშოპინგებს" "პოპულში".

R