კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას!!! - კვირის პალიტრა

კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას!!!

გამარჯვების დღესთან დაკავშირებით პრივატბანკი და Skype  დაეხმარებიან ვეტერანებს დაუკავშირდნენ თავიანთ მეგობრებსა და ახლობლებს

გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, პრივატბანკი თავის პარტნიორ-კომპანია Skype-სთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას უფასოდ ესაუბრონ ფრონტის მეგობრებსა და ახლობლებს, რომლებიც ბედმა სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში მიმოფანტა და ვისთვისაც ეს უდიდესი გამარჯვება მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოს სტრიქონი არ არის.

2011 წლის 3-დან 6 მაისის ჩათვლით უკრაინის, რუსეთისა და საქართველოს უმსხვილეს ქალაქებში პრივატბანკის ფილიალებსა და განყოფილებებში ორგანიზებულ იქნება ვიდეოხიდები ვეტერანებისთვის, რითაც ისინი შეძლებენ არა მარტო ესაუბრონ, არამედ იხილონ თავიანთი ვეტერანი მეგობრები ეკრანზე. აგრეთვე პატარა ქალაქებსა და დაბებში, სადაც ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობს ვიდეოკავშირი, ვეტერანები შეძლებენ სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით უფასოდ ესაუბრონ მეგობრებსა და ახლობლებს მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქალაქში ან ქვეყანაში ცხოვრობენ ისინი.

ახლობლებთან და ნათესავებთან დალაპარაკებას და  მათ ხილვას ეკრანზე შეძლებენ არა მარტო დიდი სამამულო ომის ვეტერანები, არამედ "ომის ბავშვებიც". ვეტერანების შეხვედრებისათვის შეირჩევა ბანკის ის განყოფილებები, რომლებში მისვლა ყველაზე მოსახერხებელი და ადვილია.  წერეთლის ¹116 (ცენტალური ფილიალი), ყაზბეგის გამზ. 4, ქეთევან დედოფლის 79 (სამგორი), პურის მოედანი, იერუსალიმის ქ. 2/5

შთამბეჭდავია ვეტერანების ვიდეოკავშირის შეკვეთების გეოგრაფია: ირკუტსკი, სახალინი, სანქტ-პეტერბურგი, ჩელიაბინსკი, იაროსლავლი, მურმანსკი და კიდევ ასობით ქალაქი და დაბა რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, მოლდოვაში, საქართველოში და კიდევ... ფლდერშტრასსე, ვენა, ავსტრია.

პრივატბანკი მიმართავს ყველა მომხმარებელს, პარტნიორს, საქართველოს მთელ მოსახლეობას: თუ თქვენ გყავთ ნაცნობი ვეტერანები გამოგზავნეთ SMS ტექსტით 1234 ნომერზე 3366. პრივატბანკი აუცილებლად დაუკავშირდება მათ და გაუგზავნის პერსონალურ მოსაწვევებს ბანკის განყოფილებებში ომის მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან სხვა ქვეყნებში დასაკავშირებლად. სიხარული, ღიმილი, სითბო, გულწრფელი ცრემლები და მოგონებების სიუხვე - ეს ის მცირედია, რითაც ჩვენ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავისი სისხლის ფასად დაიცვეს ჩვენი უფლება, ვიცხოვროთ, გვიყვარდეს და გვახსოვდეს მათი უდიდესი გმირობა.

R