"ალდაგი ბისიაი" აგროსექტორში არასტანდარტულ რისკებსაც აზღვევს - კვირის პალიტრა

"ალდაგი ბისიაი" აგროსექტორში არასტანდარტულ რისკებსაც აზღვევს

დაცვა და კონსულტაცია მოსავლის სრული ციკლის განმავლობაში

ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად არის აღიარებული. უკვე წლებია, ამ სექტორის განვითარებისთვის კერძო თუ სახელმწიფო სექტორი სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას მიმართავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აგრარულ სექტორში  ბოლო დროს გადაიდგა, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" მიერ შეთავაზებული, სპეციალურად სოფლის მეურნეობისთვის შექმნილი სადაზღვევო პაკეტებია. "ალდაგი ბისიაი" ამ სფეროში სხვა მიმართულებების ათვისებასაც იწყებს.

მაშინ, როდესაც ადგილობრივ სადაზღვევო ბაზარზე, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული რისკების დაზღვევას მზღვეველთა უმეტესობა თავს არიდებს, "ალდაგი ბისიაი" ამ მიმართულებით მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს თავის მომხმარებელს. კომპანიაში შესაძლებელია როგორც ხორბლის მოსავლის, სიმინდის, ასევე მეურნეობის სხვა კულტურების, შინაური ცხოველების, სათბურების დაზღვევა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ გადამზღვევ კომპანიებთან.

უდავოა, რომ აგროდაზღვევის განვითარება სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. სოფლის მეურნეობის დაზღვევის განვითარება ფერმერებისთვის საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, რითაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გაიზრდება სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის ეკონომიკაში.

კონკურენტებისგან განსხვავებით "ალდაგი ბისიაი" სოფლის მეურნეობის სექტორში არასტანდარტულ რისკებსაც ფარავს: გვალვა, ყინვა, ქარბორბალა, კოკისპირული წვიმა, ზვავი და სხვა. გარდა ამისა, აგროდაზღვევის პოლისის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს კვალიფიციური კადრის კონსულტაცია მისთვის საინტერესო საკითხთთან დაკავშირებით, მოსავლის მოყვანის სრული ციკლის განმავლობაში.

გიორგი ბარათაშვილი (კომპანია "ალდაგი ბისიაის" გენერალური დირექტორის მოადგილე) - სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე აგროდაზღვევის სრულფასოვანი პოლისი გასცა. სოფლის მეურნეობის დაზღვევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ჯერ კიდევ ორი წლის წინ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა ამ მიმართულებით. მოვიწვიეთ ექსპერტები საერთაშორისო საფინანსო კორპორაციიდან, რომლებიც გვაძლევდნენ ღირებულ კონსულტაციებს, თუ როგორ უნდა შევსულიყავით ამ სექტორში და მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი პროდუქტი, რომელიც საინტერესო იქნებოდა ფერმერებისთვის და მისცემდა შესაძლებლობას ბანკებს, საფინანსო ორგანიზაციებს, უფრო მარტივად გაეცათ სესხები სოფლის მეურნეობის სექტორში.

2010 წლიდან ჩვენ აქტიურად შევთავაზეთ მოსახლეობას ხორბლის დაზღვევა, რასაც ფერმერების მხრიდან დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა. ამ ეტაპზე 15-20 ერთეულ სავარგულზე გვაქვს გაცემული სადაზღვევო პაკეტი, რაც ასეულათასობით ჰექტარს მოიცავს. ვფიქრობთ, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ დაზღვეული სავარგულების მოცულობა 700000 ჰექტარს მიაღწევს. ათეულობით განაცხადი აგროდაზღვევის პოლისზე, ამჟამად დამუშავების პროცესშია.

- რა რისკებისგან აზღვევთ მოსავალს?

- ჩვენ ვართ პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელმაც მოსახლეობას შესთავაზა არა მარტო სტანდარტული რისკების: მიწისძვრა, ხანძარი და ა.შ., არამედ დამატებითი რისკების დაზღვევაც. მაგალითად, არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ყველაზე მაღალი რისკი გვალვაა. მსოფლიოს სხვა ბაზრებზეც, გვალვა რისკებს შორის ყველაზე დიდი ალბათობით გამოირჩევა. ჩვენ კი მოსახლეობას სრულფასოვან სადაზღვევო პოლისს ვთავაზობთ, სადაც იფარება: სეტყვა, გვალვა, უხვთოვლიანობა, მიწის ჩამოშლა, ყინვა, ძლიერი ქარი, მტვრის ქარბუქი, კორიანტელი, კოკისპირული წვიმა, ზვავი და სხვა. ეს კი ჩვენს პროდუქტსა და მომსახურებას ადგილობრივ ბაზარზე უნიკალურს ხდის.

- ახლა სოფლის მეურნეობის სექტორში ძალიან აქტუალურია ჰიბრიდული სიმინდის თესლის გავრცელება. სიმინდის მოსავლის დაზღვევა თუ შედის თქვენს სადაზღვევო მომსახურებაში?

- 2011 წლის დასაწყისში მოსახლეობას სიმინდის მოსავლის დაზღვევაც შევთავაზეთ, რაც ასევე დიდი მოთხოვნით სარგებლობს ბაზარზე და არაერთი პოლისი გაიცა სიმინდის მოსავლის დაზღვევისთვის. პარალელურ რეჟიმში, კომპანია "ალდაგი ბისიაიმ" მუდმივ შტატში აიყვანა აგროექსპერტი, რომელიც კონსულტაციებს უწევს ფერმერებს. მოგეხსენებათ, რომ კონსულტაცია და სწორი აგროკალენდრის შედგენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კარგი მოსავლის მოსაყვანად.

ფერმერისთვის აუცილებელია სწორად დაიცვას აგროკალენდარი: რა დროს რომელი ჰერბიციდი, სასუქი შეიტანოს ნათესში. აგროექსპერტის მომსახურება დამატებით ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. მოსახლეობას ასევე აქტიურად შევთავაზებთ მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, სათბურების დაზღვევას. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ პირველ ეტაპზე ეს არ იქნება ბიზნესი, რომელიც მოგებას მოუტანს კომპანიას და ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიციების დაბანდება მოგვიწევს, თუმცა მზად ვართ აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი ამ ბაზარზე და მაქსიმუმი გავაკეთოთ აგროსექტორის განვითარებისთვის.

- რამდენად ხელმისაწვდომია "ალდაგი ბისიაის" მომსახურება აგროდაზღვევის სექტორში საქართველოს ყველა რეგიონისთვის?

- სხვა კომპანიების მსგავსად ჩვენ არ ვახდენთ რეგიონების დიფერენცირებას რისკიანობის თვალსაზრისით და თანაბრად ვემსახურებით საქართველოს ყველა კუთხეს. ყველა რეგიონში გვყავს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც ფერმერებსა და გლეხებს კონსულტაციას უწევს. "ალდაგი ბისიაის" ცხელ ხაზზე ყოველდღიურად ათეულობით ზარი შედის სოფლის მეურნეობის დაზღვევასთან დაკავშირებით და ამ სამსახურის თანამშრომლები კონსულტაციას უწევენ დაინტერესებულ პირებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში კვალიფიციური კადრი ახორციელებს შეხვედრებს ფერმერებთან და ინდივიდუალურად ამუშავებს დაზღვევის კონკრეტულ პროექტს.

- სადაზღვევო პაკეტი სტანდარტულია, თუ შესაძლებელია კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინება?

- მანამ, სანამ აგროდაზღვევის პროექტი ამოქმედდებოდა, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ის მოთხოვნები, რომელიც შესაძლოა ფერმერებსა და გლეხებს ჰქონოდათ. ამ პროდუქტის შექმნაზე ჩვენთან ერთად არაერთი საერთაშორისო ექსპერტი მუშაობდა, მათ ამ სექტორში მსოფლიო გამოცდილება გაგვიზიარეს. ის რისკები, რომლებსაც ჩვენ დღეს აგროსექტორში დაზღვევისას ვფარავთ, იდენტურია იმ რისკებისა, რომლებიც საერთაშორისო სადაზღვევო ბაზარზე არსებობს. თუმცა, თუ ფერმერისგან იქნება მოთხოვნა, რომ სადაზღვევო პაკეტში, დამატებით კიდევ იყოს გათვალისწინებული რამე გარემოება, აუცილებლად განვიხილავთ გადამზღვეველ კომპანიასთან ერთად.

მოგეხსენებათ, რომ "ალდაგი ბისიაი" სოფლის მეურნეობის დაზღვევის პროექტს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ დაზღვეული რისკები მათ მიერ კიდევ ერთხელ არის დაზღვეული.

R