"ელიტ ელექტრონიქსი" საოჯახო ტექნიკაზე ფასს ამცირებს - კვირის პალიტრა

"ელიტ ელექტრონიქსი" საოჯახო ტექნიკაზე ფასს ამცირებს

2010 წელთან შედარებით "ელიტ ელექტრონიქსში" საოჯახო ტექნიკა 15-20%-ით უფრო დაბალ ფასად გაიყიდება.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტექნიკის სექტორში მოთხოვნა განსაკუთრებით მაცივრებზე იზრდება. შესაბამისად, მომხმარებლებს "ელიტ ელექტრონიქსი" ყველაზე ფართო არჩევანთან ერთად, მსოფლიოს წამყვან ბრენდებზე საუკეთესო ფასებსაც შესთავაზებს.

"მწარმოებლებთან საკმაოდ ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, "ელიტ ელექტრონიქსში" ექსკლუზიურად წარდგენილ ბრენდებზე ფასები დაახლოებით 20%-ით შემცირდა.

KvirisPalitra.Geჩვენს ქსელში გერმანული მწარმოებლის BOSCH-ისა და ევროპული ბრენდის GORENJE-ს მაცივრის შეძენის მსურველები საშუალოდ 200-ლარიან დანაზოგს გააკეთებენ.

თამამად შემიძლია ვთქვა,  რომ აღნიშნული ბრენდების ტექნიკაზე ასეთი დაბალი ფასები აქამდე არასდროს ყოფილა" - აცხადებს კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ია ნადირაშვილი.

აღსანიშნავია, რომ "ელიტ ელექტრონიქსი" BOSCH-ისა და GORENJE-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანიის მაღაზიათა ქსელში ამ ბრენდების მაცივრების ფასი 759 ლარიდან დაიწყება.

"ბაზარზე ყველაზე ფართო ასორტიმენტით ვართ წარმოდგენილები. ქსელში სხვადასხვა ბრენდის მაცივრის 80-ზე მეტი დასახელების მოდელი გვაქვს, რომელთა ფასიც ჩვენთან მართლაც უპრეცედენტოა. არჩევანის მრავალფეროვნება, ფასისა და ასორტიმენტის გარდა, ტექნიკის დიზაინშიც გვაქვს. მოხმარებელს სურვილის მიხედვით შეუძლია აარჩიოს ნებისმიერი ფერის პროდუქტი, მათ შორის შავი და წითელი ფერის უახლესი სამზარეულოს ტექნიკა" - აცხადებს ია ნადირაშვილი.

კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის თქმით, BOSCH-ისა და GORENJE-ს მაცივრებს გამოარჩევს ელექტროენერგიის მოხმარების ეკონომიურობა, რაც ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას ძალზე მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი პირობაა. სტანდარტულ მაცივართან შედარებით, ეს უახლესი მოდელები მინიმუმ ორჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას საჭიროებს და თვეში მხოლოდ 5 ლარის დენს მოიხმარს.

მსგავსი ტიპის მაცივრებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ევროპაში. ია ნადირაშვილის პროგნოზით, აღნიშნული ტექნიკა ქართველ მომხმარებლებშიც მალე მოიპოვებს პოპულარობას.

R