როგორ გვაღარიბებს ინფლაცია
როგორ გვაღარიბებს ინფლაცია
წლებია, რაც ქვეყანაში ფასების საერთო დონე სწრაფი ტემპით იზრდება.

ეროვნული ბანკი კი გვპირდებოდა, რომ მათი ამოცანა ინფლაციის მიზნობრივ დონეზე, ანუ 3%-ზე შეინარჩუნება იქნებოდა, თუმცა ეს დაპირება სამწუხაროდ, მხოლოდ დაპირებად დარჩა, ხოლო ფასები კატასტროფიულად იზრდება. ამას ადასტურებს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასების საერთო დონე საშუალოდ 11.9%-ით გაიზარდა. აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, რომ ინფლაციის დონე გასულ წლებშიც მაღალი იყო. კერძოდ, 2020 წლის ივლისში ინფლაციის
მაჩვენებელი 5.2% იყო, 2019 წელს იმავე პერიოდში - 4.6%.

არადა, საქართველოში ეროვნული ბანკის ფუნქციონირების მთავარი მიზანი ინფლაციის თარგეთირებაა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინფლაციის 3%-ის ფარგლებში შენარჩუნება.

იმის გასაგებად, თუ როგორ გვაღარიბებს ინფლაცია, შეგვიძლია მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ. მაგალითად, ყოველთვიურად ადამიანს ხორიცს საყიდლად გამოყოფილი აქვს 50
ლარი, ხოლო ერთი კილოგრამი ხორცი 5 ლარი ღირს. გამოდის, რომ ყოველ თვე ადამიანი ყიდულობს 10 კილოგრამ ხორცს. თუ ქვეყანაში ინფლაციის ტემპი მაღალია (როგორც ჩვენთან მაგალითად), მაშინ ერთი კილოგრამი ხორცის ფასი 5 ლარიდან 7 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, ადამიანი ვეღარ ყიდულობს თვეში 10 კილოგრამ ხორცს იმ თანხით რაც განსაზღვრული ჰქონდა, ან ყიდულობს და იძულებულია, სხვა პროდუქტებზე გასაწევი ხარჯები შეამციროს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მისი კეთილდღეობა მცირდება. ცხადია არის მეორე შემთხვევაც, როცა ფასების ზრდასთან ერთად, ადამიანს შემოსავლებიც გაეზარდა განაგრძეთ კითხვა bpn.ge-ზე
ავტორი: ნოდარ სირბილაძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები