ევროპის ქვეყნებში ღვინის წარმოება მცირდება - როგორია პროგნოზი საქართველოში - კვირის პალიტრა

ევროპის ქვეყნებში ღვინის წარმოება მცირდება - როგორია პროგნოზი საქართველოში

ევროპის ქვეყნებში ღვინის წარმოება მცირდება - როგორია პროგნოზი საქართველოში

მაშინ, როდესაც ცუდი ამინდების გამო ევროპაში, კერძოდ საფრანგეთსა და შვეიცარიაში ყურძნის შემცირებულ მოსავალს და შესაბამისად, ღვინის წარმოების კლებას ელოდებიან, საქართველოში საპროგნოზი მაჩვენებელი გაზრდილია.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მუხუზლა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, წელს ყურძნის მოსავალი შარშანდელთან შედარებით მცირედით მეტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ შარშან "რთველი 2020"-ის ფარგლებში, საქართველოში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი იყო.

,,ამ მომენტში არსებული ინფორმაციით, დაახლოებით იგივე მოსავალს ველოდებით, რაც გასულ წელს იყო. შესაძლოა, იყოს მცირედ მატებაც კი. დაახლოებით, 310 000 ტონა ყურძნის მოსავალს ველოდებით, რომელიც გადამუშავდება კომერციული მიზნებისთვის.

საბედნიეროდ, 2020 წლის შემდეგ მოვახერხეთ და გვაქვს ზრდა ექსპორტში ყველა იმ ბაზარზე, სადაც ვმუშაობთ იქნება აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თუ სხვა, ყველა მიმართულებით მზარდია ექსპორტი. მზარდია ექსპორტი ჩვენს ტრადიციულ ბაზრებზე. ექსპორტში მათი წილი ისევ საკმაოდ მაღალია და მიზანი არის მეტი დივერსიფიცირება და გაყიდვების ზრდა, სტრატეგიული ბაზრების ხარჯზე", - განაცხადა მახუზლამ "ბიზნესპრესნიუსთან".

ინფორმაციისთვის, წელს ფრანგული ღვინის წარმოება 24-30%-ით შემცირდება და ისტორიულ მინიმუმამდე დაიწევს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ განცხადებას Lე Fიგარო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უამინდობა, კერძოდ, გაზაფხულის ყინვები და დაავადებები ფრანგულ მეღვინეობაზე უარყოფითად აისახა. წლევანდელ სეზონზე წარმოების დონე 32,6 მილიონიდან 35,6 მილიონ ჰექტროლიტრაზე მეტი არ იქნება.

მოსვლის შემცირებას შვეიცარიაში ვენახის სოკოს გამო ელოდებიან იტალიურ ენოვან რეგიონებში. მუდმივი ტენიანი ამინდის გამო, სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა, როგორიცაა ჭრაქი, მეტად გართულდა. ვაზებს პროფილაქტიკური დამუშავება პესტიციდებით სჭირდება, მაგრამ ფუნგიციდების შესხურება წვიმის დროს არ შეიძლება, რადგან ამისთვის კარგი ამინდების ციკლია საჭირო.

"ბიზნესპრესნიუსი"