თბილისში ღარიბების რიცხვი 23,7%-ით, აჭარაში - 43%-ით გაიზარდა - სად რამდენი ადამიანი იღებს სახელმწიფო შემწეობას - კვირის პალიტრა

თბილისში ღარიბების რიცხვი 23,7%-ით, აჭარაში - 43%-ით გაიზარდა - სად რამდენი ადამიანი იღებს სახელმწიფო შემწეობას

თბილისში ღარიბების რიცხვი 23,7%-ით, აჭარაში - 43%-ით გაიზარდა - სად რამდენი ადამიანი იღებს სახელმწიფო შემწეობას

საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 66 609 ადამიანით გაიზარდა და 2021 წლის ივლისში 622 266 შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საარსებო შემწეობას 487 790 ადამიანი იღებდა. ზრდა 27,5%-ია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23,7%-ით გაიზარდა და 127 ათასს გადააჭარბა. ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა ქვეყნის ყველა რეგიონში.

"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ მონაცემებს რეგიონების მიხედვით:

2021 წლის ივლისში თბილისში საარსებო შემწეობას იღებდა 127 433 ადამიანი, ეს მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უკიდურესად გაჭირვებული 102 960 ადამიანი იყო რეგისტრირებული.

კახეთი - 2021 წლის ივლისში 64 556 ადამიანი. 2020 წლს ანალოგიურ პერიოდში კი, შემწეობას 50 419 ადამიანი იღებდა.

გურია - 2021 წლის ივლისში შემწეობას 26 906 ადამიანი იღებდა. გასული წლის ივლისში - 20 604 ათასი ადამიანი

რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2021 წლის ივლისში - 14 423 ადამიანი, გასული წლის ივლისში 13 365 ათასი ადამიანი.

იმერეთი - 2021 წლის ივლისში შემწეობის მიმღებთა სიაში 80 770 ადამიანი იყო. გასული წლის ივლისში - 63 722 ადამიანი.

მცხეთა-მთიანეთი - 2021 წლის ივლისში 18 191 ადამიანი იღებდა შემწეობას. გასული წლის ივლისში - 15 129 ადამიანი

განაგრძეთ კითხვა