პური, შესაძლოა, ისევ გაძვირდეს - ,,არჩევნების მერე ალბათ, ისევ მივმართავთ მთავრობას..." - კვირის პალიტრა

პური, შესაძლოა, ისევ გაძვირდეს - ,,არჩევნების მერე ალბათ, ისევ მივმართავთ მთავრობას..."

მსოფლიოში ხორბალი ისევ ძვირდება. თუმცა ეს ტენდენცია ქართულ ბაზარზე ჯერ არ ასახულა და შესაბამისად, ჯერჯერობით არც ფქვილი გაძვირებულა და არც პური.

თუმცა, როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე ამბობს, ფასის გადახედვა ოქტომბრამდე არ იგეგმება. შემდეგ კი შესაძლოა, ასოციაციამ ხელისუფულებას სუბსიდირებისთვის კვლავ მიმართოს.

,,ქართულ ბაზარზე ხორბალი შემოდის რუსეთიდან, ნაწილი ხვდება კახეთის წისქვილებში და იქედან წამოსული ფქვილი ღირს 55 ლარი და ბევრი წარმოება ამას ყიდულობს, რადგან კარგი ფქვილია, დიდ წისქვილებში დამზადებული ფქვილი კი 62 ლარი ღირს.

სუბსიდირების დასრულების შემდეგ 10 თეთრით რომ გაიზარდა პურის ფასი, მას შემდეგ ეს ღირებულება შენარჩუნებულია და ოქტომბრამდე არ იგეგმება გადახედვა. მერე ვნახოთ, რა მდგომარეობა იქნება. არჩევნების მერე ალბათ, ისევ მივმართავთ მთავრობას, რომ სუბსიდირების პროგრამა, ან რამე ასეთი ინექცია გამოიყენონ. ჯერ რომ გითხრათ, საქართველოში ბოლო გაძვირება არ ასახულა. გააგრძელეთ კითხვა