"საქართველოში 2022 წლიდან უმუშევრობის დონე შემცირდება"
"საქართველოში 2022 წლიდან უმუშევრობის დონე შემცირდება"
საქართველოში 2022 წლიდან უმუშევრობის დონე შემცირდება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პროგნოზების განახლებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბაზისო სცენარის მიხედვით 2022 წლიდან ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობები შემცირდება, რის შედეგადაც განახლდება ეკონომიკური აქტივობა. ეკონომიკური აქტივობის ზრდა კი უფრო მეტი საქონლისა და მომსახურების შექმნას გულისხმობს, რასაც, ცხადია მეტი სამუშაო ძალა დასჭირდება, ეს კი უმუშევრობის დონეს შეამცირებს. ეროვნული ბანკი იმასაც აღნიშნავს, რომ უმუშევრობის შემცირების ტემპი თავდაპირველად დაბალი იქნება, რადგან გაჯანსაღების ტენდენცია
სამუშაო ძალის მაღალი ინტენსივობის მქონე სექტორებში შედარებით ნელი იქნება. სავარაუდოა, რომ მოცემულ სექტორებში დიდწილად ტურიზმის სექტორი იყოს მოსაზრებული. განაგრძეთ კითხვა ბიზნესპრესნიუსზე
ალექს
30 აგვისტო 2021 05:18
ცხადი ის არის რომ სებ საბანკო კარტელის კანტორაა და მისაკეტია !

რუბრიკის სხვა სიახლეები