7 თვეში მთავრობამ 3,308 მლრდ ლარის სესხი აიღო - კვირის პალიტრა

7 თვეში მთავრობამ 3,308 მლრდ ლარის სესხი აიღო

როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, 2021 წლის 7 თვეში ქვეყნის მთავარი ხაზინის შემოსულობებმა ჯამში 10,273 მლრდ ლარი შეადგინა. მოცემული შემოსულობების 66.1%% შემოსავლებზე მოდის, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში შემოსავლების სახით ბიუჯეტში 6,791 მლრდ ლარი შევიდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთლიან შემოსულობებში შემოსავლების წილი 2020 წელთან შედარებით გაზრდილია, რაც ეკონომიკის შედარებით გამოცოცხლებაზე მიანიშნებს, თუმცა 2019 წელთან შედარებით შემოსავლების პროცენტული წილი მაინც შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 59.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს - 89.4%-ს. გაგრძელება იხილეთ "ბიზნესპრესნიუსზე"