სესხის სიკეთე - კვირის პალიტრა

სესხის სიკეთე

"საქართველოს ბანკმა" მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი სასესხო პროდუქტი შესთავაზა. სესხის პირობები იმდენად ხელსაყრელი იყო, რომ კრედიტის აღების მსურველები მალევე გამოჩნდნენ. "საქართველოს ბანკის" მიერ შეთავაზებული ბენეფიტების თანახმად, ვინც 31 აგვისტოს ჩათვლით, "საქართველოს ბანკში" 500.000 ამერიკულ დოლარამდე ოდენობის ბიზნესსესხით ისარგებლებს, 3 თვემდე საპროცენტო დანამატისგან გათავისუფლდება.

მსგავსი სახის შეღავათი შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს მეტი თავისუფლებით განკარგოს მისი ფინანსური სახსრები და თანხა, რომელიც ბანკისთვის საპროცენტო სარგებლის სახით უნდა გადაეხადა, ბიზნესის გაფართოებას მოახმაროს. მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ამ ყველაფრის რეალიზება ხდება და სესხის და მისი პირობების შეფასების შესაძლებლობა თავად ბიზნესს ეძლევა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ბანკის ახალი შეთავაზებით დაინტერესდა, საქართველოს დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრი იყო. კლინიკა ე.წ. რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მდებარეობს და ფაქტობრივად თანამედროვე ოაზისია გასული საუკუნის ნაგებობაში.

რამაზ ყურაშვილი (დიაბეტის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი): "ზოგადად ჯანდაცვის სისტემა ქვეყნის განვითარების სახეა. ამ თვალსაზრისით, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში და წინ წავედით. გარდა იმისა, რომ ჯანდაცვა ზოგადად სახელმწიფოს განვითარებას ასახავს, ასევე ქვეყნის ღირსებაზეც მეტყველებს. რამდენადაც განვითარებულია ჯანდაცვა, მით უფრო ნათლად ჩანს, რამდენად ღირსეულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ჩვენი კლინიკის განვითარება უკვე დიდი ხანია დგას დღის წესრიგში. ბოლო ორი წელია, შეიქმნა დაწესებულებების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც საავადმყოფოების რეკონსტრუქციას გულისხმობს. რკინიგზის საავადმყოფო, სადაც ჩვენი ცენტრი მდებარეობს, გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და მას შემდეგ ამ შენობაში კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა.

როგორც დიაბეტისა და დიაგნოსტიკის დაწესებულება, დიდი ხანია ვარსებობთ. გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ყოფილ საბჭოთა კავშირში ამ მიმართულების კლინიკების საუკეთესო ხუთეულში შევდიოდით. 2008 წელს კი მსგავსი კვლევა მსოფლიოს 500 ცენტრში ჩატარდა და საერთო მონაცემების მიხედვით, ჩვენი ცენტრი მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა. როგორც ხედავთ, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით, მაგრამ ასეთი კარგი შესაძლებლობა, გარდავქმნილიყავით კერძო დაწესებულებად, პირველად მოგვეცა.

ალბათ მკითხავთ, რატომ ავირჩიე "საქართველოს ბანკი"? ამ ბანკთან ურთიერთობის პირადი გამოცდილება მაქვს. უკვე დიდი ხანია "საქართველოს ბანკის" კლიენტი ვარ, ვსარგებლობდი სხვადასხვა კრედიტით და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ კარგი კრედიტორი ვარ. სწორედ საქართველოს ბანკის ამ ბოლო შემოთავაზებამ მომცა შესაძლებლობა კლინიკაში ახალი აპარატურა შეგვეძინა. თავად ბანკის მომსახურე პერსონალიც თანამედროვე ხალხია და სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა. არ არიან განსაკუთრებულად დატვირთულები სხვა ინფორმაციით და არასდროს დააყენებენ თავიანთ პრეტენზიებს კლიენტის თხოვნაზე წინ.

თან ახლა ახალი პირობებია კრედიტით სარგებლობისთვის. მაგალითად, პირველი სამი თვის განმავლობაში კლიენტი ბანკს საპროცენტო სარგებელს არ უხდის, გარდა ამისა, გაქვს მორიგე კრედიტი საკმაოდ სოლიდური მოცულობის. თუ დამუხრუჭდა ძირითადი კრედიტის გადახდის ვადები, შემოსავალი არ გაქვს იმდენი, რამდენსაც ვარაუდობდი, ან ტექნიკური აღჭურვილობა გაფუჭდა, ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას, სესხი იქნება ეს თუ სხვა ხარჯი, ახალი კრედიტით დაფაროთ. დასავლეთში რომ ვუყურებ ჩემს კოლეგებს, ყველა კედიტით აფინანსებს როგორც პირად მოთხოვნილებებს, ისე ბიზნესს. მაგალითად, სამედიცინო სფეროში, ახალი ტექნოლოგიების შეძენა მათი ფასის გამო საკუთარი ფულით ფაქტობრივად შეუძლებელია.

ბანკისა და კლიენტის ურთიერთობა ურთიერთსასარგებლო უნდა იყოს. სწორედ ამ პრინციპით მუშაობს "საქართველოს ბანკი". გარდა იმისა, რომ კლინიკა თანამედროვე სტანდარტებს მივუსადაგე, შევუნარჩუნე სამუშაო ადგილები მომსახურე პერსონალს, ასევე შევქმენით დამატებით სამუშაო ადგილები, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენი განყოფილება ზოგადად მოიცავს დიაგნოსტიკას, პაციენტების განათლებას, მათ მკურნალობასა და პროფილაქტიკას, ასევე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებას დიაგნოსტიკის თვალსაზრისით. ჩვენს კლინიკაში ყოველდღე ვიყენებთ იმ ცოდნას, რომელიც დაფუძნებულია ნობელის პრემიის აღმოჩენებზე. მთელი კავკასიის რეგიონში არ არის ისეთი ჰორმონების განმსაზღვრელი ანალიზატორები, როგორიც ჩვენს კლინიკაშია. ხოლო განვითარების ყოველ ეტაპზე ჩვენი მხარდამჭერი "საქართველოს ბანკია."

სესხით სარგებლობა შეუძლია ყველა იურიდიულ პირს, ვისაც სურს საქმიანობისთვის დამატებითი საბრუნავი სახსრები და ძირითადი საშუალებების - უძრავი ქონების შეძენა, ან სარემონტო სამუშაოების შესრულება. ხოლო ის მომხმარებელი, ვინც უკვე ფლობს ბიზნესს, "საქართველოს ბანკის" ახალი შეთავაზება შეუძლია საკუთარი სამომხმარებლო მიზნებისთვის გამოიყენოს, ან ბიზნესის მიმდინარე ხარჯები დააფინანსოს. გარდა ამისა, ახალი სასესხო პროდუქტით მეწარმეს შესაძლებლობა ეძლევა სხვა საფინანსო სახის ვალდებულებები გაისტუმროს ან ნებისმიერი ზემოაღნიშნული მიზნისთვის გამოიყენოს. ბიზნესსესხის თანხა განისაზღვრება 1.000 აშშ დოლარიდან 500.000 აშშ დოლარამდე, სესხით სარგებლობა შესაძლებელია ლარშიც და ევროშიც.

გარდა ბიზნესსესხზე სპეციალური შეთავაზებისა, "საქართველოს ბანკი" მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს ასევე სთავაზობს ახალ საკრედიტო პროდუქტს - ავტომატურ ოვერდრაფტს. ეს პროდუქტი გულისხმობს მარტივად, მხოლოდ ბანკში არსებული ბრუნვების გათვალისწინებით, კომპანიისთვის საკრედიტო ლიმიტის დამტკიცებას. ავტომატური ოვერდრაფტით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებს, ასევე იურიდიულ პირებს.

R