დაზღვევით გადარჩენილი ორი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

დაზღვევით გადარჩენილი ორი სიცოცხლე

პოლინეიროპათია - ბევრი პერიფერიული ნერვის ერთდროული დაზიანება. დაავადება ვლინდება მამოძრავებელი და მგრძნობიარე დარღვევის სახით ხელსა და ფეხზე, უპირატესად თითებსა და ტერფებზე. მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში გამოსავალი შესაძლოა ლეტალობით დასრულდეს.

სწორედ ამ დიაგნოზით რამდენიმე თვის წინ 21 წლის ორსული ქალბატონი ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს. ახალგაზრდა ქალს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, რადგან ხელ-ფეხი აღარ ემორჩილებოდა. ასეთ ფონზე საორჭოფო იყო ნაყოფის გადარჩენის საკითხი, რომლის ამქვეყნად მოვლენას თვეზე ცოტა მეტი აკლდა. ახალგაზრდა პაციენტის გადასარჩენად ექიმებმა გადაუდებელი ღონისძიებები დაიწყეს, სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგმა" სოციალური პროგრამით დაზღვეულ ბენეფიციარს მკურნალობის ყველა ხარჯი აუნაზღაურა და შედეგმაც არ დააყოვნა; ნინოობას ფიქრია მეშველიანს ჯანმრთელი გოგონა შეეძინა, რომელსაც, რა თქმა უნდა, წმინდანის სახელი - ნინო დაარქვეს. ფიქრია ახლა შვილთან ერთად თავის სახლში, ვანის რაიონში, სოფელ ამაღლებაში იმყოფება და პატარა ნინოს ზრდის.

მაია ტუკვაძე (ფიქრია მეშველიანის დედა): "ფიქრია ოთხი თვის ორსული იყო, როდესაც თირკმლის ანთება დაემართა. ქუთაისში ვუმკურნალეთ და მკურნალობის შემდეგ ყველაფერი ნორმაში ჩადგა, ანალიზებიც კარგი ჰქონდა, აღარც ტემპერატურა აღენიშნებოდა და ორსულობაც ნორმალურად მიმდინარეობდა. მერვე თვეში რომ გადავიდა, დროდადრო კიდურები უბუჟდებოდა. ეს ჩივილები სიარულზეც აისახა, მძიმედ დადიოდა. ექიმთან გეგმურ კონსულტაციაზე რომ მივიდა, თავისი მდგომარეობის შესახებ მას უამბო.

ექიმმა კი გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს სიმპტომები შესაძლოა ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ყოფილიყო, რამაც ორსულობისას იჩინა თავი. რა თქმა უნდა, ჩვენც დავუჯერეთ, გვეგონა, რომ ორსულობის ბრალი იყო და ორი კვირის განმავლობაში ამ ჩივილებს სათანადო მნიშვნელობა არ მივანიჭეთ. დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა, ორი ადამიანი უნდა დავხმარებოდით, ფეხზე რომ წამოგვეყენებინა. ფიქრიას სხვისი დახმარების გარეშე ფაქტობრივად არაფრის გაკეთება არ შეეძლო. შემდეგ კიდევ დავურეკეთ ექიმს და მან ახლა ნევროპათოლოგის კონსულტაცია გვირჩია. ჩავედით ქუთაისში, იქიდან კი თბილისში გამოგვიშვეს. ჯერ მეცხრე საავადმყოფოში მივედით, გამოკვლევები ჩაგვიტარეს, რის შემდეგაც დაისვა დიაგნოზი - მწვავე ნეიროპათია.

იმის გამო, რომ ჩემი შვილი ორსული იყო და შესაბამისად მეცხრე საავადმყოფოში არ ჰქონდათ სამშობიარო ბლოკი, თან ისეთი მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და შესაძლოა დღის წესრიგში დამდგარიყო ნაყოფის მოცილების საკითხი, ფიქრია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადავიყვანეთ. 19 დღის განმავლობაში იქ იწვა და გადიოდა მკურნალობის კურსს. მადლობა ღმერთს, ბავშვიც შეუნარჩუნეს და მშობიარობამაც კარგად ჩაიარა, ყოველგვარი გართულების გარეშე.

საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში ჩვენთან მოდიოდა სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაის ჰოლდინგის" წარმომადგენელი და ყველა ხარჯი, რაც კი ფიქრიას მკურნალობას დასჭირდა, მზღვეველმა გაიღო. ჩვენი ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და შესაბამისად, სოციალური სამედიცინო დაზღვევის პოლისით ვსარგებლობთ.

რომ არა "ჯიპია ჰოლდინგი", ასეთი თანხის შეგროვებას და გადახდას ვერ შევძლებდით და დღეს ჩემი შვილი მკურნალობის გარეშე ალბათ ინვალიდის ეტლს იქნებოდა მიჯაჭვული. სადაზღვევო პოლისის წყალობით, ფაქტობრივად, ორი სიცოცხლე გადარჩა. უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად არ მეგონა ასეთ დიდ დახმარებას თუ უწევდა სადაზღვევო კომპანია დაზღვეულებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ჯიპიაი ჰოლდინგს". რამდენია ჩვენისთანა გაჭირვებული და ყველას თუ ასე ეხმარებიან, დიდებულ საქმეს აკეთებენ."

მირიან წიკლაური (მკურნალი ექიმი): "ეს არ არის ხშირი დაავადება, თუმცა არც რამე განსაკუთრებულ იშვიათობას წარმოადგენს. ამ დაავადებას ახასიათებს პერიფერიული ნერვების დაზიანება, რაც იწვევს დაბუჟებას, მგრძნობელობის მოშლას, სხვადასხვა დარღვევას და ა.შ. ვერ ვიტყვი, რომ ორსულებს ეს დაავადება ხშირად ემართებათ. როდესაც პაციენტი შემოვიდა, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, ჰქონდა ცნობიერება. თუმცა თავისთავად ეს დაავადება სახიფათოა და შემთხვევათა 30%-ში შესალოა ლეტალობით დამთავრდეს. ქვემოდან ზემოთ ვითარდება აღმავალი ტიპის დამბლები, შესაძლოა სასუნთქი კუნთები დააზიანოს და პაციენტი დაიღუპოს კიდეც. ამ ახალგაზრდა ქალბატონის შემთხვევაში, დაავადება ადვილად დაემორჩილა მკურნალობას, იმშობიარა კიდეც და მშვენიერი ბავშვი ჰყავს. ეს დაავადება საკმაოდ ხარჯიანია და მკურნალობის ძვირად ღირებულ კურსს ითვალისწინებს."

თინათინ სტამბოლიშვილი ("ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი): "ჩვენ გვყავს ჰოსპიტალური მომსახურების ჯგუფი, რომელსაც გადაუდებელი ჰოსპიტალური შემთხვევების მართვა ევალება. ჩვენი კოლეგები უშუალოდ არიან ჩაბმული სამედიცინო შემთხვევების მართვის პროცესში. ჯგუფი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ჩვენმა დაზღვეულებმა მომსახურება შეფერხების გარეშე მიიღონ.

რაც შეეხება ზემოთ მოთხრობილ ისტორიას, მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამ ისტორიიდან კარგად ჩანს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად დაზღვევას და კონკრეტულად ამ პროგრამას. ჩვენი დაზღვეულის მკურნალობა 6.000 ლარი დაჯდა, რაც დამეთანხმებით, რომ ხელმოკლედ მცხოვრები ოჯახისთვის არც თუ ისე მცირე თანხაა.

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში სოციალური პროგრამის ფარგლებში 130000 დაზღვეულს ვემსახურებით და ყოველდღიურად საშუალოდ 70.000 ლარს ვანაზღაურებთ  მხოლოდ ამ მიმართულებით".

R r