Aray Tomorrow და LG Electronics-ი თქვენი ჯანსაღი ცხოვრების სამსახურში - კვირის პალიტრა

Aray Tomorrow და LG Electronics-ი თქვენი ჯანსაღი ცხოვრების სამსახურში

16 ივნისს მაღაზიათა ქსელი Aray Tomorrow და კომპანია LG Electronics-ი ქართველი საზოგადოების წინაშე ინოვაციური პროექტით წარდგნენ. ლისის ტბაზე საზეიმოდ გამართულ პრეზენტაციაზე მომხმარებელი გაეცნო კორეული ფირმის LG Electronics-ის უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ახალ სერიას "ჯანსაღი ცხოვრება".

LG Electronics-ის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის მიზანია მომხმარებელი გაანებივროს ახალი თაობის ინოვაციური, ეკოლოგიურად სუფთა საყოფაცხოვრებო ტექნიკით, რათა ადამიანთა ცხოვრება უფრო ჯანსაღი, მარტივი და პრაქტიკული გახდეს.

LG Electronics-ის ამ ინოვაციური საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა საქართველოში  მხოლოდ Aray Tomorrow-ს მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი

საზეიმო პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სტანდარტული ზომის, მაგრამ გიგანტური შესაძლებლობების სარეცხი მანქანა, რომელსაც შეუძლია გარეცხოს 11 კილოგრამი სარეცხი და ამისთვის 30%-ით იმაზე ნაკლები ელექტროენერგია მოიხმაროს, ვიდრე საერთოდ სჭირდება სარეცხი მანქანების მუშაობას.

Aray Tomorrow-ს მაღაზიათა ქსელში ამიერიდან ასევე შეგიძლიათ ნახოთ LG Electronics-ის უახლესი, წრფივი კომპრესორული სისტემით აწყობილი მაცივარი, რომელიც, 25%-ით ზოგავს ელექტროენერგიას. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, თუ აქამდე მაცივარში ინახავდით ახალ პროდუქტს, რომელიც მალე ისეთ იერს იღებდა, რომ შვილებისთვის მისი მიცემის გეშინოდათ, ამჯერად ახალი მაცივარი გასაოცარ შედეგს იძლევა. პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული და სხვა ხანგრძლივად, ახალივით ინახება ახალ მაცივარში და არა მარტო იერს, გემოსაც ახლებურს ინარჩუნებს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო LG Electronics-ის კიდევ ერთი ინოვაციური მიღწევა, მტვერსასრუტი, დამლაგებელი რობოტი, რომლის ღილაკზე ერთხელ ხელის დაჭერის შემდეგ იგი მთელი დღე დაუზარებლად უზრუნველყოფს იატაკის სისუფთავეს. ის ორთქლის საშუალებით ანოტივებს, აშრობს და აპრიალებს იატაკს.

კომპანია ასევე ამაყობს უახლესი მიკროტალღური ღუმლით, რომელიც გემრიელად ამზადებს კერძებს, გარდა ამისა სიმსუბუქის გამო მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც  შინ ასევე მარტივად შეგიძლიათ წაიღოთ დასასვენებლად.

პრეზენტაციის დასასრულს აუქციონის წესით გაიყიდა მაცივარი და სარეცხი მანქანა, რომელთა რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნით გამოიყენება.

LG Electronics-ის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია კვლავაც იზრუნებს, რომ ქართველი მომხმარებლები უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ტექნიკით გაანებივროს.

R