LG Electronics-ი და "არაი თუმოროუ" - LG-ის ხარისხის გარანტია - კვირის პალიტრა

LG Electronics-ი და "არაი თუმოროუ" - LG-ის ხარისხის გარანტია

XXI საუკუნე წარმოუდგენელია ხარისხიანი საოჯახო ტექნიკის გარეშე

კომპანიები LG Electronics-ი და  "არაი თუმოროუ" საქართველოს მოსახლეობას საოჯახო ტექნიკის უმაღლესი ხარისხით კარგა ხანია ანებივრებს, თუმცა იმისთვის, რომ მომხმარებლის ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, ამ კომპანიებმა ამიერიდან საოჯახო ტექნიკის უმაღლესი ხარისხის და ქარხნული გარანტიის კონტროლის სისტემაც ჩამოაყალიბეს.

ამ მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ LG Electronics-ის წარმომადგენლები კორეიდან.

- ჩვენი მიზანია, საქართველოს მომხმარებელს მხოლოდ საუკეთესო, მაღალი ხარისხის ტექნიკა ყველაზე დაბალ ფასად შევთავაზოთ. ჩვენ გვყავს სანდო და გამოცდილი პარტნიორი "არაი თუმოროუს" სახით, რომელიც უკვე 4 წელია საქართველოს ბაზარზეა და მოსახლეობას  კორეული სტანდარტების LG-ს პროდუქციას სთავაზობს, - განაცხადა ბატონმა ჯექ კიმა, LG Electronics-ის ხარისხის კონტროლის გენერალურმა მენეჯერმა, - მომხმარებელმა იცის, რომ LG-ის პროდუქცია ხარისხიანია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, სად შევიძენთ მას, ყველამ თავი უნდა აარიდოს  LG-ის პროდუქციის შეძენას იმ სავაჭრო ქსელებში, რომლებსაც არ გააჩნიათ  "LG-ის ხარისხის სერტიფიკატი" და შესაბამისად, თავი დაიცვან ფალსიფიცირებული პროდუქციის შეძენისაგან. ჩვენ საზეიმოდ გადავცემთ "არაი თუმოროუს" ოფიციალური დისტრიბუტორის და უმაღლესი ხარისხის მქონე სავაჭრო ქსელის სერტიფიკატს. ეს არის ადგილი, სადაც ხარისხი და ფასი ერთმანეთს ავსებენ, აქ შეძენილი ტექნიკა წლობით მოგემსახურებათ.

დღეიდან,  LG-ის ნებისმიერი პროდუქცია რომელიც საქართველოში ოფიციალური დისტრიბუტორის - "არაი თუმოროუს" მაღაზიებში იქნება გამოტანილი და მათ სადილერო ქსელში გაიყიდება, LG Electronics-ის ქარხნული გარანტიის, უმაღლესი ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატით ისარგებლებენ, რაც მთავარია, ეს ქსელი მაღალი ხარისხის ტექნიკის მინიმალური ფასის გარანტიას უზრუნველყოფს.

ამიერიდან, მომხმარებელს, კარგად რომ დარწმუნდეს პროდუქციის ხარისხიანობაში, შეუძლია გამყიდველისგან მოითხოვოს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ეს არის საბუთი, რომელიც გაძლევთ 100%-იან გარანტიას, რომ აღნიშნულ სავაჭრო ქსელში შეძენილი  LG-ის პროდუქცია შეესაბამება უმაღლესი ხარისხის მსოფლიო სტანდარტებს და მასზე თავად LG Electronics-ი განახორციელებს საგარანტიო მომსახურებას.

რაც შეეხება ტექნიკის ღირებულებას, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, LG Electronics-ი და "არაი თუმოროუს" საქართველოს მომხმარებელს ნებისმიერ სხვა ბრენდთან შედარებით გაცილებით ხელსაყრელ ფასს შესთავაზებენ.

- "ჩვენ გიცავთ მაღალი ფასებისგან" - ეს არის ლოზუნგი, რომლითაც "არაი თუმოროუ" 4 წლის წინ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და დანაპირები პირნათლად შეასრულა, - აცხადებს კომპანია "არაი თუმოროუს" მარკეტინგის დირექტორი ბატონი ალეკო აკოფიანი: "არაი თუმოროუ" საერთაშორისო სტანდარტების, ხარისხიან და ორიგინალურ ტექნიკას გთავაზობთ, რომელზეც, შესაბამისად, ყველაზე ხანგრძლივ გარანტიას ვიძლევით. მაგალითისათვის, "არაი თუმოროუს" მაღაზიათა ქსელში, LG-ის ბრენდის სარეცხის მანქანებსა და მაცივრებზე 10-წლიან გარანტიას იძლევიან, რაც იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული ტექნიკა მინიმუმ 30 წელი ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოგემსახურებათ.

და მაინც: რაკი ტექნიკა ბევრგან იყიდება და შეიძლება გაჩნდეს კითხვა, მაინც სად არის ეს მაღაზიები, ასეთ არაჩვეულებრივ პირობებს რომ გვთავაზობენ, ინფორმაციის მიღება ყველასათვის ხელმისაწვდომია,  ამოქმედდა სატელეფონო ცხელი ხაზი: 231-10-70 დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აქ შეამოწმონ და დაადგინონ მაღაზიების მისამართები, სადაც  LG-ის ორიგინალი ტექნიკა იყიდება, დასვან შეკითხვები, აქ მიიღებთ ამომწურავ პასუხს ყველა კითხვაზე, და კომპეტენტურ რჩევას, რომ  გააკეთოთ სწორი არჩევანი.

R