რომელ სამინისტროებში იზრდება/მცირდება 2022 წელს დასაქმებულთა რიცხვი - ბიუჯეტის პროექტი
რომელ სამინისტროებში იზრდება/მცირდება 2022 წელს დასაქმებულთა რიცხვი - ბიუჯეტის პროექტი
2022 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვი იზრდება, ამასთან, იზრდება სახელფასო ფონდიც. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის მომავალ წელს 1.653 მლრდ ლარი დაიხარჯება, რაც 2021 წელთან შედარებით 17.1 მლნ ლარით მეტია (2021 წელს 1.636 მლრდ ლარი). რაც შეეხება მომუშავეთა რიცხოვნობას, თუ წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული იყო 112 605 ადამიანი, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა 112 712 ადამიანი იქნება.

სამინისტროები, სადაც დასაქმებულების რაოდენობა და სახელფასო ფონდი იცვლება:

საქართველოს
იუსტიციის სამინისტროში 2022 წლისთვის მომუშავეთა რიცხოვნობა 5 091-მდე იზრდება, მაშინ როცა 2021 წლის გეგმის მიხედვით 5 069 მომუშავე ადამიანს შეადგენს. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია შრომის ანაზღაურების ზრდაც, კერძოდ, პროექტის მიხედვით სამინისტროში დასაქმებულთან ანაზღაურება 84. 923
მლნ ლარამდე იზრდება, მაშინ როცა 2021 წლის გეგმა 79.984 მლნ ლარს შეადგენს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არ იცვლება დასაქმებულთა რაოდენობა. 2021 წლის ანალოგიურად, გაისადაც უწყებაში 2 877 ადამიანი იმუშავებს. თუმცა იზრდება შრომის ანაზღაურება, კერძოდ, თუ 2021 წლის გეგმა შრომის ანაზღაურებას 41.099 მლნ ლარს შეადგენს, 2022 წელს ანაზღაურება 43.818 მლნ ლარამდე გაიზრდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაისად მომუშავე ადამიანების რიცხოვნობა არ იზრდება და ის 780-ს შეადგენს, თუმცა იზრდება შრომის ანაზღაურება. კერძოდ, 2022 წელს ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისთვის 10.959 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება, მაშინ როცა 2021 წლის გეგმაში მხოლოდ 9.415 მლნ ლარია გამოყოფილი.

თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელად 40 646-ზე რჩება. თუმცა მკვეთრად იზრდება შრომის ანაზღაურება. განაგრძეთ კითხვა "ბიზნესპრესნიუსზე"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები