G&T 2022 წელს ლარის გამყარებას პროგნოზირებს
G&T 2022 წელს ლარის გამყარებას პროგნოზირებს
საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკის განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლარის გაცვლითი კურსი მიმდინარე წლის მაისიდან მოყოლებული სტაბილურ დონეს ინარჩუნებს, რისი მიზეზიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და სწორი მონეტარული პოლიტიკაა. ამასთან, G&T აღნიშნავს, რომ ლარი 2021 წელს სტაბილურ დონეს შეინარჩუნებს, რადგან ტურიზმი ქვეყანაში აღდგენის დინამიკით ხასიათდება.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს ლარის კურსი დოლართან მიმართებით, 3,1 ლარიდან 3,2 ლარის დიაპაზონში იქნება. იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ისევ არასტაბილური
მდგომარეობა შეიქმნა, G&T ეროვნული ბანკისგან აქტიურ ბაზარზე აქტიურ ჩარევას მოელის.

რაც შეეხება 2022 წელს. საინვესტიციო ბანკი პროგნოზირებს, რომ მომავალ წელს ლარს გაძლიერების და შესაბამისად, გამყარების პოტენციალი აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო მკვეთრი იქნება.

Galt & Taggart-ი ვარაუდობს, რომ 2022 წელს ერთი
ამერიკული დოლარის ღირებულება 3 ლარიდან 3,15 ლარის ფარგლებში იქნება.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები