3 დარგი, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ საქართველოში - კვირის პალიტრა

3 დარგი, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პანდემიურ, 2020 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 156.9 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.2 პროცენტით);

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 885.7 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 16.3 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 852.3 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 2.3 პროცენტით).

ცნობისთვის, "საქსტატის" მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.4 პროცენტით ანუ 61.5 ლარით გაიზარდა და 1 191 ლარი შეადგინა.

"ბიზნესპრესნიუსი"