რამდენია გენერალური პროკურორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო - რა ანაზღაურებას იღებენ მთავარ პროკურატურაში - კვირის პალიტრა

რამდენია გენერალური პროკურორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო - რა ანაზღაურებას იღებენ მთავარ პროკურატურაში

გენერალური პროკურორის 12 ოქტომბრის ბრძანებით, მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები დამტკიცდა.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, გენერალური პროკურორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 600 ლარია; მისი პირველი მოადგილის - 6 200 ლარი; გენერალური პროკურორის მოადგილის - 6 000 ლარი; დეპარტამენტის უფროსის - 5 600 ლარი; ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - 4 600 ლარი, სამმართველოს უფროსს კი - 4 000 ლარი აქვს.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, 1-ლი კატეგორიის მრჩეველთა შრომის ანაზღაურება 1500-2100 ლარის ფარგლებშია; ხოლო მე-2 კატეგორიის მრჩევლების - 1500-1900 ლარის ფარგლებში.

დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო თვეში 3 500 ლარია; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის კი - 3 400 ლარი. ასევე როგორც დოკუმენტშია მითითებული, პროკურატურაში სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება 960 ლარია.

"ბიზნესპრესნიუსი"