"კამელინი" - ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"კამელინი" - ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე

"კამელინი" დასაბამს იღებს წინა საუკუნის ორმოციანი წლებიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც კომუნისტური წყობილების პირობებში დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რეალური, კლინიკური შედეგებიდან თუნდაც უმნიშვნელო გადახვევა. იმ პერიოდის დროს, "კამელინზე" ჩატარებული წინაკლინიკური და კლინიკური ცდები და მის ირგვლივ გაკეთებული დასკვნები იმდენად მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით, რომ მას, დღესაც  არ დაუკარგავს აქტუალობა და უამრავი უცხოელი მეცნიერის ყურადღების ცენტრში მოხვდა. საქართველოში არც ერთ პრეპარატს არ ჰქონია პატივი, გაევლო ისეთი დონის სამეცნიერო-კლინიკური კვლევები, როგორიც "კამელინს".

პრეპარატ "კამელინის" სამკურნალო შესაძლებლობები ამოუწურავია, რაც მრავალჯერ დადასტურდა ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევებით. "კამელინზე" დღესაც აქტიურად მიმდინარეობს კლინიკური კვლევები სხვადასხვა მიმართულებით, რის საფუძველზეც პრეპარატი იძენს ახალ მიმართულებებს.

მარინა გორგოლაძე (ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ოფთალმოლოგი): "8 წლის წინ დამიდგინდა ფიბრომატოზულ-კისტოზური მასტოპათია, საჭირო იყო ოპერაციული ჩარევა, მაგრამ ქალბატონმა გუგულიმ (პრეპარატ "კამელინის" ავტორის მეუღლემ)  მომაწოდა პრეპარატი "კამელინი მ1" - ინიექცია. ერთი თვის შემდეგ დიაგნოსტიკის საფუძველზე კვანძები აღარ დაფიქსირდა, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ დღეს ქალაქ ბათუმში გახლავართ კომპანია "კამელინის" ექიმი-კონსულტანტი. ჩვენს ქალაქში სხვადასხვა დაავადების დროს კმაყოფილ პაციენტთა რაოდენობა დიდია. შესანიშნავი შედეგები აღინიშნება ოტოლარინგოლოგიაში, გინეკოლოგიაში, კერატიტების დროს ოფთალმოლოგიაში, რევმატიული, სწორი ნაწლავის (სანთლების სახით) და ონკო დაავადების დროს, ასევე პროფილაქტიკური თვალსაზრისით, როგორც შესანიშნავი იმუნომოდულატორი. მე, როგორც ექიმი, თამამად ვურჩევ  პაციენტს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობას, განსაკუთრებით კომპლექსურ თერაპიასთან ერთად!"

მანანა შარაშიძე (პაციენტი ბათუმიდან): "2010 წელს აღმომაჩნდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე. მოსკოვში გავიკეთე ოპერაცია, ჩავიტარე ქიმიოთერაპიის ოთხი კურსი, ასევე სხივური თერაპია. ჩამოსვლისთანავე გავიგე პრეპარატ "კამელინის" შესახებ და დავიწყე მისი მოხმარება, აღნიშნული პრეპარატის ანტიბლასტომური და იმუნომოდულატორული თვისებები ცნობილია და პროფილაქტიკური თვალსაზრისით უნიკალურია. დღესდღეობით ვარ "კამელინის" აქტიური მომხმარებელი და ჩემი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა არაჩვეულებრივია. პოსტოპერაციული პერიოდის შემდგომი ჩივილები (უძილობა, სისუსტე,  შრომის უნარის დაქვეითება და სხვა) მთლიანად მომიწესრიგდა. "კამელინი" არის ჩემი ოჯახისთვის გამორჩეული პრეპარატი."

დიმიტრი ცეცხლაძე (ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი აჭარაში):  "რამდენიმე წლის წინ თანამშრომელი გაგვიხდა ავად, დაეწყო წონის საგრძნობი კლება, ხშირი ხველა, რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ქვემო წილში მეტასტაზური კერა. ჩივილები იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გვეფიქრა ონკო დაავადებაზე. ჩვენდა გასაკვირად მან უარი განაცხადა კონსერვატიულ მკურნალობაზე და თბილისში გაემგზავრა. ახლობლის რჩევით დაიწყო "კამელინი მ1"-ის გამოყენება. პირადად ვკურირებდი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ არ მიმხელდა რა საშუალებით მკურნალობდა. პაციენტმა მალევე მოიმატა წონაში, სიმპტომები თანდათან ალაგდა, ორი თვის შემდეგ მას გაუკეთდა ხელახალი რენტგენოლოგიური კვლევა. გულწრფელად ვაღიარებ, რომ გაოგნებული დავრჩი. მეტასტაზური კერის ნასახი არსად ჩანდა. ის ჩრდილი, რომელიც საკმაოდ დიდ უბანზე იყო, სრულიად გაიწმინდა. სწორედ ამის შემდეგ შევიტყვე, რომ იგი "კამელინის" ინიექციებით მკურნალობდა. მეხუთე წელია ჩვენი თანამშრომელი თავს შესანიშნავად გრძნობს. მივესალმები "კამელინი მ1"-ის ფართოდ დანერგვას ფთიზიატრიაში.

"კამელინთან" დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

298-57-78; 293-20-87;

298-62-25 (ოფისი); 245-33-68;

222-26-68; 275-04-08; 599 33 10 89;

577 73 56 51; 599 23 03 33 www.camelyn.ge

R

მოამზადა მაია ცომაიამ