"ჯი-ემ-პი" ევროპის პრესტიჟული ჯილდოს Ruban d'honneur-ის რეალური კანდიდატია - კვირის პალიტრა

"ჯი-ემ-პი" ევროპის პრესტიჟული ჯილდოს Ruban d'honneur-ის რეალური კანდიდატია

ფარმაცევტული საწარმო "ჯი-ემ-პი" იმ კომპანიებს შორის შეირჩა, რომლებიც "2011 წლის ევროპის ბიზნესდაჯილდოებაზე" (2011 Europian Business Awards) საქართველოს წარმოადგენენ. დაჯილდოება ბარსელონაში გაიმართება, ხოლო "ჯი-ემ-პი" ერთ-ერთი რეალური კანდიდატია იმ კომპანიებს შორის, ვისაც შესაძლოა Ruban d'honneur-ის პრესტიჟული ჯილდო არგუნონ.

ამ დაჯილდოებაში მონაწილეობა ნებისმიერი ბიზნესისთვის დიდ მიღწევად მიიჩნევა და გარდა ამისა, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა წარმოაჩინოს საკუთარი ქვეყანა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ბიზნესდაჯილდოებაზე. აღსანიშნავია, რომ როგორც საქართველოს წარმომადგენელი, კომპანია "ჯი-ემ-პი" კონკურენციას გაუწევს ევროკავშირის ქვეყნებიდან შერჩეულ წარმატებულ კომპანიებს.

შემთხვევითი არ იყო, რომ ორიოდე თვის წინ კომპანია "პე-ეს-პეს" ფარმაცევტულმა საწარმომ საქართველოს ეროვნულ ბიზნესდაჯილდოებაზე HSBC ბანკის განსაკუთრებული ჯილდო დაიმსახურა. "მერკური 2011" კომპანია "ჯი-ემ-პის" საქართველოში წარმოებული მედიკამენტების საექსპორტო ბაზრებზე წარმატებით დანერგვისთვის გადასცეს. ახლა კი "ჯი-ემ-პის" აქვს რეალური შანსი კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიოს უკვე ევროპის მასშტაბით და Ruban d'honneur-ის მფლობელი გახდეს.

გიორგი ანთაძე (კომპანია "ჯი-ემ-პის" გენერალური დირექტორი): "ფარმაცევტულმა კომპანია "ჯი-ემ-პიმ" მიიღო ნომინანტის სტატუსი და იმ 405 ევროპულ კომპანიას შორის მოხდა, რომლებიც "2011 წლის ევროპის ბიზნესდაჯილდოებაზე" ნომინანტების სტატუსით წარდგებიან. ვიმედოვნებ, რომ იმ კომპანიებს შორის ვიქნებით,  ვინც ამ პრესტიჟულ ევროპულ ჯილდოს მიიღებს. "ევროპის ბიზნესდაჯილდოება" ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა ბიზნესის სფეროში და არა მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით. ამ ღონისძიებაში 30 ევროპული ქვეყანა მონაწილეობს. დაჯილდოებისთვის კომპანიების შერჩევა ხდება მათი წვლილის გათვალისწინებით ევროპის ეკონომიკაში, რაც ჩვენ ძალიან გვეამაყება, რადგან ჩვენი კომპანიაც მათ გვერდით აღმოჩნდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დაჯილდოებისთვის შერჩეული კომპანიების ჯამური ბრუნვა ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს შეადგენს და 700 მილიარდ ევროს აღემატება. ამიტომ, ჩვენთვის საამაყოც არის ასეთი კომპანიების გვერდით მოხვედრა.

დაჯილდოებაზე "ჯი-ემ-პი" წარდგენილია ექსპორტ-იმპორტის ნომინაციაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილი  მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეისთვის "ჯი-ემ-პი" ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტს 12 ქვეყანაში ახორციელებს და ეს ციფრი ყოველწლიურად იზრდება. უახლოეს მომავალში ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე ვაპირებთ შესვლას. სწორედ ექსპორტის ზრდის ასეთი მაჩვენებელი გახდა HSBC ბანკისთვის საბაბი იმისა, რომ წარვედგინეთ ამ დაჯილდოებაზე. თავად ბანკი კი ამ ღონისძიების ერთ-ერთი გენერალური სპონსორია.

ჟიურის 40 წევრი ამ დღეებში ბრიუსელში შეიკრიბება და გამოაცხადებენ იმ კომპანიებს, რომლებსაც 11 ნომინაციაში გამარჯვებულად აღიარებენ. იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი კომპანია "ჯი-ემ-პიც" იქნება. გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი კი 22 ნოემბერს ბარსელონაში შედგება და იმედი მაქვს, ბარსელონადან ჯილდოთი დაბრუნებული, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს."

ეკა კოპლატაძე (კომპანია "ჯი-ემ-პის" დირექტორი ხარისხის დარგში): "ამ ჯილდოზე წარდგენა შედეგია იმ 11-წლიანი შრომისა, რომელიც ჩვენს საწარმოში მიმდინარეობს. სწორედ 11 წლის წინ დავიწყეთ საერთაშორისო სტანდარტების ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება. მთელ ამ პროცესში ჩემი მოვალეობა გახლდათ ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა. კერძოდ, გვიხდებოდა უამრავი კითხვარის შევსება და დაჯილდოების ორგანიზატორებისთვის ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება: რა ტექნოლოგიები დაინერგა, როგორ ვნერგავთ და ვინარჩუნებთ ამ ტექნოლოგიებს და ა.შ. ბუნებრივია, ეს ძალიან რთული პროცესია, რადგან გვიწევს მუდმივი შემოწმების, ინსპექციების რეჟიმში მუშაობა. ყოველწლიურად ტარდება აუდიტები, ინსპექციები იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, სადაც ჩვენს პროდუქციას ვყიდით. გარდა ამისა, ტარდება საერთაშორისო ინსპექციები, რათა დავადასტუროთ, რომ ჩვენი საწარმო და ჩვენთან წარმოებული პროდუქცია შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამ დაჯილდოებაში მონაწილეობა არის ერთგვარი ზეიმი ჩვენი პროფესიული მუშაობის და მოღვაწეობის".

ცნობისათვის, "ევროპის ბიზნესდაჯილდოება" 2007 წლიდან ავლენს და აჯილდოებს ევროპაში მოქმედ ბიზნესკომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან ინოვაციური ხედვით და ხელს უწყობენ საკუთარი ქვეყნის იმ ბიზნესსექტორის განვითარებას, რომელსაც თავად წარმოდგენენ. 2011 წლის ბიზნესდაჯილდოებაზე წარდგენილი არიან წამყვანი ბიზნესორგანიზაციები ევროპის 30 ქვეყნიდან, მათ შორისაა: ავსტრია, ჰოლანდია, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, იტალია, ესპანეთი და მრავალი სხვა. "ჯი-ემ-პის" ფარმაცევტული საწარმო იქნება ერთ-ერთი ქართული კომპანია, თუმცა ერთადერთი თავის სეგმენტში, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და კონკურენციას გაუწევს წამყვან ევროპულ კომპანიებს.

R