უქომაგე შენს ნაკრებს "ბორჯომთან" ერთად - კვირის პალიტრა

უქომაგე შენს ნაკრებს "ბორჯომთან" ერთად

"ბორჯომმა" კალათბურთელები ევრობასკეტზე გააცილა

რამდენიმე კვირის წინ მინერალური წყალი "ბორჯომი" საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გენერალური პარტნიორი გახდა. 15 ივლისს კი, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველომ" ახალგაზრდულ მოძრაობა "დავითიანთან" ერთად სპეციალური აქცია მოაწყო ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთელების ღირსეულად გასაცილებლად.

"ვარდების რევოლუციის მოედანზე" ჩატარებულ აქციას, მონაწილეების გარდა, კალათბურთის ქომაგები და გამვლელებიც შეუერთდნენ. ახალგაზრდა კალათბურთელებმა და მსახიობებმა საკმაოდ შთამბეჭდავი თეატრალიზებული სანახაობა დადგეს, თუმცა, ყველაზე დიდი ოვაცია მოედანზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოთამაშეების გამოჩენას მოჰყვა, რომლებიც ღონისძიებას ექსპრომტად შეუერთდნენ. კალათბურთელებმა დამწყებ მოთამაშეებს "მასტერკლასი" ჩაუტარეს, "ცოცხალ" კალათებში ბურთებიც ჩატენეს, პასებიც ბლომად დაარიგეს, ავტოგრაფებიც და არც სამახსოვრო ფოტოებზე უთქვამთ უარი. გარდა ამისა, როცა "ბორჯომით" წყურვილი მოიკლეს, ნაკრების წევრებმა აქციას კიდევ ერთი "განყოფილება" დაამატეს და... გულშემატკივრებთან ერთად გულიანად იწუწავეს, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ "ბორჯომი" ყველაზე უკეთ და ყველანაირად აგრილებს!

აქციის ბოლოს, ასამდე მოხალისემ თავს ზემოთ აწეული მუყაოს ნაჭრებისგან უზარმაზარი ფიგურა - კალათბურთის ბურთი შეადგინა, რომელიც ცოტა ხანში "ბორჯომის" ლოგოდ გარდაიქმნა. გGარდა იმისა, რომ შთამბეჭდავი გამოვიდა, ამ ყოველივეს სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა - ქართული კალათბურთი და "ბორჯომი" ხომ უკვე ერთმანეთთან ასოცირდება...

ნიცა ჩოლოყაშვილი ("IDS ბორჯომი საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): - როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა და ახალგაზრდულ ორგანიზაცია "დავითიანთან" ერთად ჩავატარეთ აქცია "უქომაგე საკალათბურთო ნაკრებს "ბორჯომთან" ერთად". დიდი დახმარება გაგვიწიეს ქომაგებმა, რომლებიც დილიდან შეიკრიბნენ და ძალიან ბევრი იმუშავეს, რათა ეს ღონისძიება სათანადოდ ჩატარებულიყო. არ ვიცი, საიდან შეიტყვეს ნაკრების მოთამაშეებმა ამ აქციის შესახებ, მაგრამ მათმა გამოჩენამ ყველა ძალიან გაახარა. დიდი მადლობა კალათბურთელებს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მაგრამ მათ ახლა ყველა ჩვენგანის მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა საქართველო ღირსეულად წარადგინონ მილიონობით მაყურებლის წინაშე.

აქტივისტების გარდა, დღეს ჩვეულებრივი მოქალაქეებიც შემოგვიერთდნენ, დაგვეხმარა კინოჯგუფი "ლოკოკინო", რომელმაც დღევანდელი აქცია რვა ვიდეოკამერით გადაიღო, მათ შორის - სასტუმრო "რედისონის" სახურავზე დამონტაჟებული კამერითაც, რაც საკმაოდ სარისკო გახლდათ. დამზადდება ვიდეორგოლი, რომელიც არა სარეკლამო, არამედ ნაკრების მოთამაშეთა მხარდასაჭერი, მათთვის მუხტის გასაღვივებელი კლიპი იქნება და სოციალურ ქსელში გავრცელდება.

გიორგი მიქანაძე (ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის" კოორდინატორი): - ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის" წევრები, ვცდილობთ, პროპაგანდა გავუწიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ამიტომაც, ჩვენთვისაც საინტერესოა ასეთი სპორტული აქტივობები. რა თქმა უნდა, ვქომაგობთ საკალათბურთო ნაკრებს და რადგან "ბორჯომი" საქართველოს ნაკრების გენერალური პარტნიორია, ერთად შევეცადეთ, კალათბურთელები ღირსეულად გაგვეცილებინა ევრობასკეტზე. ასეთი აქციები მომავალშიც გაგრძელდება - ქართველ ქომაგს სიურპრიზებს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული ყველა მატჩისას ვპირდებით.

მანუჩარ მარკოიშვილი: - ჩვენთვის თითოეული ქომაგის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით სასიამოვნოა "ბორჯომის" მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ. ასეთი სპონსორის გვერდში დგომა დიდი სტიმული იქნება ჩვენთვის. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, სახალისო გამოვიდა და ვფიქრობ, ვიდეორგოლიც ლამაზი იქნება. კალათბურთელები ცოტათი ვპასიურობდით, რადგან ასეთ აქციებში მონაწილეობის ბედნიერება ხშირად არ გვაქვს, თუმცა, ცდა არ დაგვიკლია და იმედია, კარგი გამოვა.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი: - ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ ქომაგის მხარდაჭერას უკვე ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ. რაც უფრო ხშირი იქნება ასეთი აქციები, უკეთესია. ხალისს გვმატებს, რათა კარგი განწყობით მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის. თანაც, გულშემატკივარს ეძლევა შესაძლებლობა საყვარელ სპორტსმენებს შეხვდეს და მათთან ერთად გაერთოს. არა მხოლოდ ჩვენ, ახალგაზრდებმაც ძალიან გაიხარეს, წარმომიდგენია, მე რა რეაქცია მექნებოდა, მათ ადგილას რომ ვყოფილიყავი. რაც შეეხება აქციის ბოლო ნაწილს, ის დაგეგმილი არ ყოფილა და ჩვენ მიერ ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ბორჯომი" პირდაპირი მნიშვნელობითაც ყველაზე კარგად აგრილებს...

გიორგი გამყრელიძე: - მსგავსი სახის ყველანაირ აქციას ვემხრობით და ნაკრების წევრები სიხარულით წამოვედით მონაწილეობის მისაღებად. პირველ რიგში იმიტომ, რომ "ბორჯომი" ჩვენი გენერალური პარტნიორია და თანაც, ამდენი ხალხი შეიკრიბა, რათა გაამხნევონ საქართველოს ნაკრები, საყვარელ სპორტსმენებს ავტოგრაფი გამოართვან, მათთან ერთად ფოტოები გადაიღონ და ა.შ. კარგია, რომ აქ მოსულების უმეტესობა ახალგაზრდაა, უყვართ სპორტი და ცხოვრების

ჯანსაღი წესი.

R