სად მოვამზადოთ შვილი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - კვირის პალიტრა

სად მოვამზადოთ შვილი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის

ერთიანი ეროვნული გამოცდების ვნებათაღელვა ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა. აბიტურიენტების ნაწილი კმაყოფილია შედეგებით, ნაწილი კი ფიქრობს, რომ არ გაუმართლა, თუმცა ეროვნული გამოცდების ქულები სამართლიანად ასახავს მთელი წლის მუშაობის შედეგებს. დღევანდელი მეთორმეტეკლასელებისა და მათი მშობლების წინაშე დგას არცთუ მარტივი  პრობლემა - სად და როგორ მოვემზადოთ ეროვნული გამოცდებისათვის. ამ საკითხებზე ვესაუბრებით აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრის დირექტორს, ქალბატონ თამარ კვირკველიას.

- თქვენი ცენტრი უკვე რამდენიმე წელია ამზადებს აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისათვის. როგორ შეაფასებდით გასული სასწავლო წლის შედეგებს?

- ჩვენმა კურსდამთავრებულებმა წელსაც უმაღლესი შედეგები აჩვენეს. მაგალითად, ზოგად უნარებში გვყავს 79,78 და 77-ქულიანი მოსწავლეები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაქსიმალური 80 ქულა წელს საერთოდ არ დაწერილა. სხვა საგნებშიც ანალოგიური სიტუაციაა. გარეშე თვალისთვის ასეთი შედეგები შეიძლება, გასაოცარი იყოს, მაგრამ ვიცით, რომ ეს მთელი წლის დაუღალავი შრომის ნაყოფია. ცენტრში შექმნილი სწავლების მეთოდი ხელს უწყობს თითოეულ აბიტურიენტს, ეფექტურად გამოიყენოს მიღებული ცოდნა, თავისი უნარი და ეროვნულ გამოცდებზე გამოავლინოს შესაძლებლობის მაქსიმუმი. ჩვენთან მომზადებულმა ყველა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები.

- რას ფიქრობთ, რითია ასეთი მაღალი შედეგი გამოწვეული?

- ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამები და მეთოდები წლების განმავლობაში იხვეწებოდა. ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს თითოეული აბიტურიენტის მიმართ და  მათთვის მიცემული მოკლე დროის განმავლობაში, ინტენსიური მუშაობით საუკეთესო შედეგებს ვაღწევთ. თუ გავითვალისწინებთ ეროვნულ გამოცდებზე კონკურენციის ყოველწლიურ ზრდას და სკოლებში არსებულ სწავლების დონეს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აბიტურიენტისა და პედაგოგის შეთანხმებულ მოქმედებას ერთობლივი მიზნის მისაღწევად. ამასთან, მომზადებისათვის არსებულ მოკლე დროში მოსწავლე და მისი მშობელი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობის გრძნობაში. ჩვენი მასწავლებლები წლებია წარმატებით ეხმარებიან სხვადასხვა მონაცემისა და უნარის მქონე აბიტურიენტებს სასურველი შედეგის მიღწევაში.  მძაფრი კონკურენციის პირობებში წარმატება მიიღწევა მხოლოდ ყველა რესურსის სრულყოფილად გამოყენებით. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია აბიტურიენტის, მისი მშობლებისა და პედაგოგების ერთი მიზნისკენ ორიენტირებულობა. ცენტრში დანერგილია სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს აბიტურიენტის მშობელს, ინტერნეტის საშუალებით ყოველდღიურად შეიტყოს აბიტურიენტის დასწრება-დაგვიანების, საშინაო დავალების შესრულებისა და გაკვეთილზე ჩართულობის შესახებ; ასევე მიიღოს ინფორმაცია მომავალი დღის საშინაო დავალებების შესახებ. ამიტომ, აბიტურიენტიც უფრო მეტად მობილიზებულია. ხშირია შემთხვევა, როცა აბიტურიენტი ემზადება რამდენიმე რეპეტიტორთან და ამის გამო დიდი დრო ეკარგება გზაში. ცენტრში ეს პრობლემა მარტივად წყდება. თითოეული მოსწავლისათვის განრიგი ისე დგება, რომ მას დრო ფუჭად არ ეკარგება. აიმც-ში ასწავლიან საუკეთესო პედაგოგები და აბიტურიენტს საშუალება ეძლევა მათგან, ერთ ადგილას მიიღოს გაკვეთილები.

- რა სახის პროგრამები გაქვთ?

- ამჟამად ცენტრში მიმდინარეობს მიღება სტანდარტულ ცხრათვიან კურსზე, რომელიც 29 სექტემბერს იწყება და ივნისის ბოლოს მთავრდება. ამ კურსზე დიდი მოთხოვნილებაა, მასზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. 22, 23 და 24 სექტემბერს დანიშნულია მისაღები სადიაგნოსტიკო ტესტირებები. გვაქვს ორწლიანი კურსი მეთერთმეტეკლასელებისთვის. ეს კურსი განსაკუთრებით ეფექტიანია, ვინაიდან 1-ელ წელს ხდება ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო მეორე წლიდან - ცოდნის დონის ინტენსიური ამაღლება.

- უფრო დეტალურად აღგვიწერეთ თქვენთან სწავლის პროცესი.

- რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ყველაფერი იმით იწყება, რომ მიღებისას მოსწავლეს თითოეულ საგანში უტარდება სადიაგნოსტიკო ტესტირება. ეს საშუალებას გვაძლევს, წარმოდგენა შევიქმნათ მისი ცოდნის ხარვეზების შესახებ, სწორად შევურჩიოთ ჯგუფი და შევუსაბამოთ სასწავლო პროგრამა. ყოველ ორ თვეში ერთხელ ცენტრში ტარდება ტესტირება თითოეულ საგამოცდო საგანში, ამით სასწავლო პროცესის კორექციას ვახდენთ. მეცადინეობები 3-6-კაციან ჯგუფებში ტარდება, რაც ოპტიმალური რაოდენობაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "აიმც"-ის პედაგოგების მიერ შედგენილი ტესტები ყველაზე მეტად შეესაბამება ეროვნული გამოცდების ფორმატს. ჩვენს ცენტრში ჩატარებული ტესტირებები იმდენად მკაცრია, რომ აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდების მღელვარება უცხო არ არის და შესაბამისად, უფრო მობილიზებული და თავდაჯერებული გადიან გამოცდებზე და შედეგებიც აშკარაა.

- რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთან სწავლა?

- ცხრათვიან კურსზე ერთი საგნის ღირებულება შეადგენს - 110 ლარს, 2 და მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლების სისტემა. ფასდაკლების სისტემის მიზანია, რომ აბიტურიენტი ყველა საგანში ჩვენთან მოემზადოს, რაც მას დროის უკეთ განაწილებისა და მისი ოპტიმალურად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. ორი საგანი ღირს 195 ლარი, სამი - 295, ხოლო 4 საგანში მომზადება თვეში 370 ლარია.

- თქვენი წიგნების შესახებ რას იტყვით?

- "აიმც"-ის პედაგოგებმა შევქმენით სახელმძღვანელოები, რომლებმაც პირველივე წლიდან მოიპოვა უდიდესი პოპულარობა. ჩვენ ყოველწლიურად ვხვეწთ სახელმძღვანელოებს, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვარგოთ იმ სტანდარტებს, რომლებსაც ეროვნული გამოცდების ცენტრი გვთავაზობს.

- მჯერა, თქვენი დახმარებით კიდევ მრავალი აბიტურიენტი გახდება სტუდენტი.

აბიტურიენტთა ინტენსიური

მომზადების ცენტრის (აიმც-ის)

ვებგვერდია www.center.ge

მარჯანიშვილის ფილიალი:

599 725 000; 251 43 80.

საბურთალოს ფილიალი:

8790 725 000;

R