ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკმა, ვითიბი ბანკს საკრედიტო რესურსი გამოუყო - კვირის პალიტრა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკმა, ვითიბი ბანკს საკრედიტო რესურსი გამოუყო

ვითიბი ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ერგბ-მ  ვითიბი ბანკს გამოუყო საკრედიტო რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად.სესხის მოცულობამ შეადგინა 7 მილიონი აშშ დოლარი.

აღნიშნული  ხაზის მიზნობრიობას წარმოადგენს:

არსებული ბიზნესის გაფართოება ან მოდერნიზაცია;

საბრუნავი საშუალებების დაფინანსება;

საინვესტიციო პროექტები.

ამ ხაზით ვითიბი ბანკის მიერ გაიცემა კრედიტი 12% - დან, სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონ) აშშ დოლარს ან მის ექვივალენტს ლარში და ევროში, მაქსიმალური ვადა შეადგენს 7 წელს.

უახლოეს პერიოდში ერგბ-სა და ვითიბი ბანკს შორის გაფორმდება კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ვითიბი ბანკი მიიღებს საკრედიტო ხაზს აგრო ბიზნესის დასაფინანსებლად.

R