ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკმა, ვითიბი ბანკს საკრედიტო რესურსი გამოუყო
ვითიბი ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ერგბ-მ ვითიბი ბანკს გამოუყო საკრედიტო რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად.სესხის მოცულობამ შეადგინა 7 მილიონი აშშ დოლარი.
აღნიშნული ხაზის მიზნობრიობას წარმოადგენს:
არსებული ბიზნესის გაფართოება ან მოდერნიზაცია;
საბრუნავი საშუალებების დაფინანსება;
საინვესტიციო პროექტები.
ამ ხაზით ვითიბი ბანკის მიერ გაიცემა კრედიტი 12% - დან, სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონ) აშშ დოლარს ან მის ექვივალენტს ლარში და ევროში, მაქსიმალური ვადა შეადგენს 7 წელს.
უახლოეს პერიოდში ერგბ-სა და ვითიბი ბანკს შორის გაფორმდება კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ვითიბი ბანკი მიიღებს საკრედიტო ხაზს აგრო ბიზნესის დასაფინანსებლად.
R