მთავრობა მიწას ”გვიხნავს" და გადასახადებს "თესავს" - კვირის პალიტრა

მთავრობა მიწას ”გვიხნავს" და გადასახადებს "თესავს"

მესაქონლეებს, ოფიციალურის გარდა, გადასახადი ნატურითაც მოსთხოვეს...

ყოველ თვეში ორი კილოგრამი ყველის ჩაბარება ერთ სულ რქოსან პირუტყვზე და წელიწადში ორჯერ - 12 ცხვარი, ფარის ყოლის შემთხვევაში - ცოტა ხნის წინ თურმე ასეთი მოთხოვნა წაუყენეს თიანეთელ ფერმერებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საძოვრებსა თუ სათიბებზე გაზრდილი საიჯარო მოსაკრებლის გადახდაც მოსთხოვეს. როგორც თიანელები ამბობენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ უცნაური მოთხოვნის დამადასტურებელი რამე ოფიციალური დოკუმენტი არ წარუდგენიათ, მაგრამ მარტივად აუხსნეს: მთავრობის ბრძანებააო.

"თიანეთში დაახლოებით 50 ფერმერი ვართ, ვინც საქონლის მოშენებითა და მეცხვარეობით არის დაკავებული. დაახლოებით ორი-სამი კვირის წინ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეგვკრიბეს და გამოგვიცხადეს: ერთ სულ ძროხაზე, მნიშვნელობა არ აქვს, უშობელი იქნება თუ მეწველი, თვეში ორი კილოგრამი ყველი უნდა ჩაგვაბაროთო. ეს ბეგარა, მათი თქმით, არ ვრცელდება მხოლოდ ძუძუმწოვარ ხბოზე. წველა როცა არ გექნებათ, ორი კილოგრამი ყველის საფასურს გადაგვიხდითო. მეცხვარეებს კი თითო ფარაზე 12 ცხვარი ‘შეაწერეს". ამას ისიც ემატება, რომ საიჯარო მოსაკრებელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰექტარზე 10-12 ლარამდე გაიზარდა. თითო ფერმერს დაახლოებით 150 ჰექტარი მიწა მაინც სჭირდება სათიბებისთვის, ამას საძოვარიც დაამატეთ, ისიც, რასაც ჩვენგან ადგილობრივი ხელისუფლება არაოფიციალურად ითხოვს და მიხვდებით, რომ საქართველოში მესაქონლეობის განვითარებას აზრი აღარ აქვს, მხოლოდ ხარჯი წაგვლეკავს", - შემოგვჩივლეს ფერმერებმა და ისიც დაამატეს, რომ თითქოს საუბარი იყო შირაქის საძოვრების გაყიდვაზე, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება, ეს პროცესი შეაჩერა.

ორი კილოგრამი ყველისა და 12 ცხვრის ამბავმა შუა საუკუნეებში ხარკის აღების მაგალითები გაგვახსენა და გადავწყვიტეთ, ეს ამბავი მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციაში გადაგვემოწმებინა.

გივი ამირხანაშვილი (მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე): "გამორიცხულია, ასეთი მოთხოვნით ფერმერებსა და მეცხვარეებთან საკრებულოდან ან მუნიციპალიტეტიდან ვინმე მისულიყო. ერთადერთი, თუ ვინმეს სახნავი მიწები ხუთ ჰექტარზე მეტი აქვს, ეკისრება ვალდებულება, ეს მიწა აუცილებლად დაამუშაოს. ხუთ ჰექტარზე მეტი ნაკვეთი მოსახლემ აუცილებლად უნდა მოხნას და დათესოს, როგორც მითითებულია კანონში. ხოლო ნაკვეთებს, რომლებიც აღებული აქვთ მრავალწლიანი იჯარით ან საძოვარი აქვთ ლარია. მეტს არავინ არაფერს სთხოვთ.

- როგორც ფერმერებმა მითხრეს, საიჯარო მოსაკრებელიც გაიზარდა...

- მოსაკრებელი გაიზარდა, იყო სამი ლარი და გახდა თორმეტი... ეგ ყველგან გაიზარდა და ჩვენი გადასაწყვეტი არ იყო. მთავრობამ გაზარდა".

პაატა კოღუაშვილი (ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში): "ორჯერ დსაკუთრებაში, თავისი გადასახადი ეკისრება, ჰექტარზე, თუ არ ვცდები, სამი ა მეტად გაიზარდა მიწის გადასახადი საქართველოში და ეს საძოვრებისა და სათიბების გადასახადზეც აისახა. 1992-94 წლებში, როდესაც ხელისუფლების წევრი ვიყავი, გლეხობა სასოფლო-სამეურნეო გადასახადისგან გავათავისუფლეთ. სამი წლის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დადგენილებით დაწესდა გადასახადი, მაგრამ მცირე მოცულობისა. წლეულს კი ის მნიშვნელოვნად გაიზარდა. საძოვრებსა და სათიბებზე გადასახადი მცირე იყო, მაგრამ სამ-ოთხჯერ გაზარდეს, მაშინ, როცა სასოფლო-სამეურნეო მიწას ორჯერ მოუმატეს. ეს დიდი დარტყმაა გლეხისთვის. ამას გარდა, ადგილობრივ ხელისუფლებას მიეცა უფლება, მთავრობის დადგენილი მიწის გადასახადი კიდევ 100%-ით გაზარდოს. სოფლისგან დღეს მხოლოდ გეოგრაფიული სახელწოდება დარჩა. პირველად საქართველოს ისტორიაში, შობადობამ ქალაქში სოფლისას გადააჭარბა.

მიწის გადასახადის გარდა, მნიშვნელოვნად გაზრდილია წყლის გადასახადი. სარწყავი წყლის ფასი ერთ ჰექტარზე ექვსი ლარიდან 35 ლარამდეა გაზრდილი. თან როგორც წესი, გლეხს 1-ელ ივლისს უფორმებენ ხელშეკრულებას და 1-ელ სექტემბრამდე უნდა გადაიხადოს, როცა ჯერ არც მოსავალი მოუწევია, არ დაუბინავებია და შესაბამისად, არც შემოსავალი მიუღია.

რამდენიმე თვის წინ ხორცის ფასი ადგილობრივ ბაზარზე თითქოს დასტაბილურდა და 12 ლარზე გაჩერდა, შემდეგ ფასები კვლავ გაიზარდა და დღეს უკვე ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ფასი 13,50 ლარიდან 15 ლარამდე მერყეობს. სწორედ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხორცის ექსპორტი. იმავდროულად, ასხვისებენ საძოვრებს, რასაც ეკონომიკის სამინისტრო წყვეტს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამაში პრაქტიკულად ვერ ერევა.

2004 წლიდან საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის აღრიცხვა შეწყდა. ქვეყანაში მიწის ბალანსი არ კეთდება, რაც წარმოუდგენელია. ანუ ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაში ვართ. სტატისტიკით აღრიცხულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, დაახლოებით, 900 ათასი ჰექტარი - რაც პრივატიზებულია და საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული. 2004 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდი ქვეყანაში იყო 3,025 მლნ ჰა, საიდანაც სახნავი იყო 803 ათასი, სათიბი და საძოვარი იყო თითქმის 1,9 მლნ და მრავალწლიანი ნარგავები - 300 ათასი ჰა.

ბოლო ერთი-ორი წლის განმავლობაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემცირებული სულადობა 1,1 მილიონის ფარგლებში დასტაბილურდა. ახლა კი ამ შედარებითი სტაბილიზაციის რღვევა ისევ დაიწყო.

- როცა შირაქის საძოვრების გასხვისების შესახებ გკითხეთ, თითქოს დიდად არ გაგკვირვებიათ...

- ჩემთვის ამის შესახებ ცნობილი იყო. ქართველი ხალხის გარდა ეს ამბავი, მგონი, ყველამ იცის. ამჟამად გერმანიაში ერთი ახალგაზრდა ქალი სადოქტორო დისერტაციას წერს, როგორ შეიძლება ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში საძოვრების პრივატიზაციით. ნაშრომში მაგალითად არის მოყვანილი ბურების მიერ მიწების შესყიდვის არაერთი ფაქტი. მხოლოდ ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ბურებმა საქართველოში საკმაოდ დიდი ფართობის ნაკვეთები შეისყიდეს. ჭიაურის ტყის საკმაოდ დიდი მასივი შეისყიდეს ლაგოდეხში. 80 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა იყიდა ვიღაც ბურმა აგარაში. ტრაგედია ის არის, რომ არაკონკურენტუნარიანობის გამო ქართველი გლეხი მიწის გამყიდვლად გადაიქცა.

KvirisPalitra.Geორ მილიონ სულზე მეტი ცხვარი გვყავდა, ახლა მხოლოდ 600 ათასი დარჩა. პროცესი უკან-უკან მიდის. 600 ათასი სული ღორი გვყავდა ახლა მხოლოდ 100 ათასამდეა და ამ მონაცემისაც არ მჯერა, ნაკლები მგონია. სულ რამდენიმე წლის წინანდელი 12 მილიონი ფრთა ქათამი ჯერ ცხრა მილიონამდე დაეცა, ახლა კი მხოლოდ ოთხი მილიონია. სამაგიეროდ, ძაღლებისა და კატების რაოდენობა გაიზარდა ქვეყანაში და 400 ათასს გადააჭარბა.

- ამბობთ, რომ საქართველოდან დიდი რაოდენობით გაჰყავთ რქოსანი პირუტყვი. ექსპორტის ზრდა დადებითი ტენდენცია არ არის?

- ჩვენი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგი მძიმე მდგომარეობაშია, მაღალპროდუქტიული პირუტყვი ცოტა გვყავს. ისიც კი არ არის ჩამოყალიბებული, მესაქონლეობაში მერძეული მიმართულება უნდა განვითარდეს თუ მეხორცულ-მერძეული და სხვ. ზოგადად მეცხოველეობის მიმართ დამოკიდებულება არასწორია, ყველაფერი ხდება ქაოსურად, გლეხი მოქმედებს ინტუიციით. უნდა არსებობდეს აგრარული პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა მეურნეებისთვის. ჩვენი ხორცი ხარისხიანია და უცხოურ ბაზრებზე მოთხოვნაც არსებობს, მაგრამ ექსპორტით პროდუქცია თუ გაგაქვს, ჯოგის სულადობის აღდგენაზე უნდა ზრუნავდე. იცით რამდენი დრო სჭირდება სულადობის აღდგენას? როცა დასავლეთ ევროპაში პირუტყვის დიოქსინით მოწამვლა ძროხის ცოფის მიზეზი გახდა და მთელი ჯოგი ამოწყვიტეს, ფერმერები ყველაზე მეტად იმას წუხდნენ, რომ ჯოგის აღდგენას სამი წელიწადი მაინც სჭირდებოდა. უდიდესი ინვესტიციები ჩაიდო, ეს დარგი კვლავ რომ განვითარებულიყო, ჩვენთან კი პირიქით, განადგურებისკენ მიდის. საძოვრული მეცხოველეობა ოცნებაა ბევრი ქვეყნისთვის, ჩვენ ეს სიმდიდრე გვაქვს და უდიერად ვეპყრობით".

წარმოება მცირდება, ექსპორტი - იმატებს

- საქართველოში 2007 წელს დამზადდა 73 ათასი ტონა დაკლული ხორცი, 2008 წელს - 57,3 ათასი ტონა, 2009 წელს - 54,3 ათასი, 2010 წელს - 56 ათასი, 2011 წლის I ნახევარში - 15,4 ათასი ტონა ხორცი.

- 2009 წელს საქართველოდან ექსპორტით გავიდა 225 ათასი ტონა ხორცი და ხორცპროდუქტები, 2010 წელს - 727,8 ათასი, 2011 წლის I ნახევარში - 795,2 ათასი ტონა.

- წლეულს ექსპორტზე გავიდა სულ 101 777 სული ცხვარი - აზერბაიჯანში, სომხეთში, ირანში, ლიბიაში, იორდანიაში, დუბაიში, კუვეიტში, ყატარში, სირიაში, ეგვიპტეში.