პრეპარატ "კამელინის" კიდევ ერთი აღიარება - კვირის პალიტრა

პრეპარატ "კამელინის" კიდევ ერთი აღიარება

გასული საუკუნის 50-იან წლებში, საქართველოში ცნობილმა ქირურგმა ბენედიქტე-ძაგული მაღლაკელიძემ მიაგნო თაფლის იმ უნიკალურ სახეობას, რომელიც მდიდარი იყო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით და ორიგინალური ტექნოლოგიის გამოყენებით მიაღწია მათი თავისუფალი სახით გამოყოფას და შემდგომ პრეპარატ "კამელინის" სახით წარუდგინა სამედიცინო საზოგადოებას. ასე დაიწყო პრეპარატ "კამელინის" ექსპერიმენტულ-კლინიკური კვლევები მოსკოვის, ლენინგრადის, თბილისის ონკოლოგიურ და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში. ავტორის უეცარმა გარდაცვალებამ ხანგრძლივი დროით შეაჩერა აღნიშნული პრეპარატის ფართომასშტაბიანი წარმოება და მხოლოდ 2004-2005 წლიდან გახდა შესაძლებელი თავიდან აღორძინებულიყო პრეპარატი "კამელინი".

მან უმოკლეს დროში მოიარა მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო და კლინიკური ცენტრები და მრავალი მეცნიერის ყურადღება მიიპყრო. კვებეკის, მონრეალის, ილინოისის, ბერნის, ორეგონის, ბრაზილიის, დელის უნივერსიტეტებსა და კლინიკებში ნათლად დადასტურდა არა მხოლოდ მისი იმუნომოდულატორული, არამედ ანტისიმსივნური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ქსოვილის რეგენერაციული და სხვა თვისებები. 2010 წლის იანვარში ესპანეთში დაგეგმილ სიმპოზიუმზე "Internerional   conference   on   antimicrobial    research" წარმოდგენილი იყო სამეცნიერო ნაშრომი პრეპარატ "კამელინზე". კომპანიის წინსვლას დაემატა კიდევ ერთი აღიარება უცხოელ მეცნიერთა მხრიდან. გამომცემლობა "world Scientifik"-ის მიერ გამოცემულ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო წიგნში "მეცნიერება და ტექნოლოგიები მიკრობული პათოგენების წინააღმდეგ" გამოქვეყნდა ესპანეთის სიმპოზიუმზე წარმოდგენილი სტატია, სათაურით "evalution   of   in   vitro  and   in   vivo    antibacterial     and   anti-fungal   activity   of "camelyn   m". გვესაუბრება კომპანია "კამელინის" აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, 2009 წლის მსოფლიო საუკეთესო მეცნიერთა "თოპ 100"-ში შესული მეცნიერი ბატონი კობა გურიელიძე.

- ბატონო კობა, უპირველესად კომპანიას ვულოცავ კიდევ ერთ აღიარებას. გვესაუბრეთ რის საფუძველზე ხვდა ქართულ პრეპარატ "კამელინს" ესოდენ დიდი პატივი.

- 2004 წლიდან, როდესაც მსოფლიოს მრავალი მოწინავე სამეცნიერო და კლინიკური ცენტრები ჩაერთვნენ "კამელინის" კვლევაში, მოხდა პრეპარატის აღორძინება და ფარმაცევტულ ბაზარზე წარმატებით გატანა. უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც გაეცნენ ჩვენ მიერ გადაცემულ იმდროინდელ დოკუმენტურ მასალებს, ადასტურებენ "კამელინის" ანტიბლასტომურ (ანტისიმსივნურ) თვისებებს. მათში განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია წარმოდგენილმა კლინიკურმა შემთხვევებმა, რომლებშიც დამაჯერებლად (ყოველთვის მორფოლოგიური დამოწმებით) არის ნაჩვენები პრეპარატის მკაფიოდ გამოხატული თერაპიული ეფექტი სხვადასხვა სიმსივნის შემთხვევებში. ყოველივე ამის შემდეგ, უმოკლეს ვადაში, "კამელინმა" მოიარა მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო და კლინიკური ცენტრები.

კვლევის მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფი, რომელშიც  კვებეკის და ბერნის უნივერსიტეტებთან ერთად ჩართული იყო საქართველოს ტუბერკულოზის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ასევე ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი. ანტიმიკრობული და ანტისოკოვანი კვლევების შედეგები "კამელინის" გამოყენებით მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა, "კამელინმა" გამოავლინა დადებითი ეფექტი ანტიბიოტიკრეზისტენტული პათოგენების მიმართ, რაც მედიცინისათვის დღემდე აქტუალურია. მომზადდა სამეცნიერო სტატია და გაიგზავნა ესპანეთში მსოფლიო სამეცნიერო კონფერენციაზე. უკვე ახლახან ცნობილმა უმსხვილესმა გამომცემლობამ გამოსცა წიგნი, რომლის სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა ჯგუფი და მათი გადაწყვეტილებით 60 ქვეყნიდან წარმოდგენილ სტატიებს შორის "კამელინზე" პუბლიკაციაც მოხვდა. ეს კიდევ ერთი დიდი მსოფლიო აღიარებაა...

- კომპანია "კამელინი" კვლავ განაგრძობს აქტიურ კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით.

- ჩვენ არ ვჩერდებით და სისტემატურად ვაწარმოებთ "კამელინის" ბიოლოგიურ აქტივობებზე მონაცემების შეგროვებას. მრავალი კვლევის საფუძველზე "კამელინმა" გამოავლინა სხვადასხვა გამოყენების ჩვენებები და შეიძინა ახალი მიმართულებები მედიცინაში (რევმატოლოგიასა და უროლოგიაში, გინეკოლოგიაში, სტომატოლოგიაში, დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიების, განსაკუთრებით იმუნური თვალსაზრისით და სხვა დაავადებების დროს). 11 ივნისს კომპანია "კამელინმა "შერატონ ბათუმი პალასში" გამართა კონფერენცია თემაზე "კამელინი და ჯანმრთელობა", სადაც სხვადასხვა პროფილის ექიმებმა წარმოადგინეს მოხსენებები პრეპარატ "კამელინზე" განხორციელებულ კვლევების შედეგებზე. კონფერენციის სტუმრები იყვნენ ასევე ბათუმის სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც მედიის წარმომადგენლებთან დისკუსიის დროს გამოთქვეს მოსაზრება პრეპარატ "კამელინის" ოთხივე ფორმის უფრო ფართოდ გამოყენების სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებაში, განსაკუთრებით პროფილაქტიკური გამოყენების მიზნით.

"კამელინთან" დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-45-33-68; 2-22-26-68; 2-75-04-08; 599 33-10-89; 599 58-09-07; 577 73-56-51; 599 23-03-33;      www. camelyn.ge R მოამზადა მაია ცომაიამ