ბლოგერები
ეკა ლომიძის ბლოგი

ფიქრს და აზროვნებას საზღვარი არ აქვს. გგონია, რომ სადამდეც "ქაჩავ", ზღვარიც იქ გადის. ამიტომაც ის მუდმივად ცვალებადია და ზუსტად მიანიშნებს, როდის "ჭედავ" და როდის ხარ თავის -უფალი. დროებით "გაჭედვას" არაუშავს, მთავარია არასოდეს დათმო თავის - უფლება.

ქართველებმა გერმანული ჯარი ინგლისელების შეურაცხყოფისგან იხსნეს
- ჩვენ დავმარცხდით, ვტოვებთ საქართველოს და კავკასიას. ახლა ჩვენ აქ შეგვცვლიან ინგლისელები და ფრანგები. თუმცა უკანასკნელი დღეს ჩვენი მტრები არიან, მაგრამ რადგან მე მეგობარი ვარ საქართველოსი, რომლის თავისუფლებისათვის ჩვენ გეხმარებოდით რითაც კი შეგვეძლო, ჩემს ვალად ვთვლი გირჩიოთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ მათ თხოვნით თქვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს დაცვა-დახმარების აღმოჩენისათვის, - ეს იყო უკანასკნელი სიტყვა კეთილშობილი გერმანელი დიდი სამხედრო მოღვაწისა.
ქართველებით გარშემორტყმული გენერალი კრესი გაემართა მატარებლისაკენ. გერმანული დელეგაციის ოთხ ვაგონში, მის კიბეებსა და დერეფნებში ვეღარ ეტეოდნენ შაშხანებითა და ხელის გრანატებით შეიარაღებული მცველი მხედრები. ორთქლმავლის კიბეზე იდგა რაზმის უფროსი, კაპიტანი გიორგი აფხაზი.
07-08-2013
დაწვრილებით...
ქალქვის საფლავის საიდუმლო ანუ უბისელი სერაფიტა


ცხოვრებაში პირველად ვნატრობ, რომ სიძველეების ასაკის დამდგენი ექსპერტი, ხელოვნებათმცოდნე, საფლავთმცოდნე და რა ვიცი ყველაფრის სპეციალისტი ვიყო, რაც ამ საფლავების ქვეშ დაკრძალულის ვინაობის დასადგენად დამეხმარება.
29-07-2013
დაწვრილებით...
შესაძლებელია სადიზმს გამართლება ჰქონდეს?
ამოთხარე ვარლამი შენი გონებიდან
რიგითი მოქალაქეები, პატიოსანი, დანაშაულებრივ ქმედებებში შეუმჩნეველი ადამიანები (დამნაშავეც რომ იყოს, მერე რა?) გაიტაცეს და ჯერ ელექტროშოკის ზემოქმედებით, შემდეგ კი გაუპატიურების შედეგად ცდილობდნენ მათ დაყოლიებას, ეღიარებინათ ბუნებაში არ არსებული დანაშაული, ტერაქტი, რომელიც არასოდეს მომხდარა და საბედნიეროდ არც მოხდება. რატომ აკეთებდნენ ჯალათები ამას? გამოძიების შედეგად პასუხი იქნება?
21-06-2013
დაწვრილებით...
თქვენი შვილები გაუშვით ავღანეთში


იქნებ ეჭვი გეპარებათ და ფიქრობთ, რომ ნატოს საერთოდაც არ სჭირდება მსხვერპლი და ამიტომაც დიდ სისულელედ მიგაჩნიათ ასეთი "უაზრო" თავგანწირვა, მაგრამ ხმამაღლა ამის აღიარების გეშინიათ, ან უბრალოდ თავის ატკივებას ერიდებით? 
ან იქნებ გგონიათ, რომ თქვენი დაკარგვით საქართველო უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე, სხვა, ქართველი ჯარისკაცების, მაგრამ არა თქვენი ნათესავების და თქვენი შვილების სახით?
07-06-2013
დაწვრილებით...
ნუ გახდები მკვლელი


აღმაშენებლის გამზირზე. ჩემი სახლიდან მარჯანიშვილის მოედნამდე კიდევ ორი ახალი ”ზებრა” დახაზეს. ამიტომაც ვხუმრობ, ამით კიდევ ორჯერ გაიზარდა გზაზე ჩემი ტრაგიკულად გადასვლის საფრთხე-მეთქი. მომერიდეთ, თორემ თუ გადავრჩი, აუცილებლად გიჩივლებთ და ამას მანამდე გავაკეთებ, სანამ არ დაგამახსოვრდებათ, რომ ფეხით მოსიარულეები აჩრდილები არ ვართ. როგორც კანონდამრღვევი მძღოლები იტყვიან ჩემსავით "შარიანი" კი ცოტანი არ გეგონოთ. ჩვენ მივაღწევთ შედეგს. 
07-05-2013
დაწვრილებით...
გმირი დედა ამანდა
ძაღლი ამანდა რიგ-რიგობით ეზიდებოდა ხანძრის ზონიდან ლეკვებს და სახანძრო მანქანის ბლოკში ათავსებდა.
30-11-2012
დაწვრილებით...
მოითხოვეთ დაკარგული მისამართის აღდგენა
მოხუცი ქალი ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს იღებდა თაიგულს და ღიმილით, გაოცებული ათვალიერებდა ხოლმე ბარათს წარწერით, ”ესენი დაჭკნებიან, შენ კი არასოდეს, რადგან ჩემი სიყვარული დაგიფარავს.” მოხუცი საგონებელში ჩავარდა, კურიერი კი ჯიუტად განაგრძობდა ვარდების მირთმევას. როგორც კი მოხუცი დაიჟინებდა, რომ რაღაც გეშლებათო, კურიერი მყისვე ფურცელზე ჩაწერილ მისამართს აჩვენებდა და ქალი კიდევ უფრო საგონებელში ვარდებოდა. მისი იდუმალი ”თაყვანისმცემლის” ყურადღება მეზობლებმაც შენიშნეს და ერთმანეთში დაიწყეს ირონიული ჩურჩული, _ ამ სიბერეში ვინ ეპრანჭება, თანაც ასეთი მდიდარი, რომ მურტალოსავით ყოველ დილით ვარდებს უგზავნის, ნახა ეგეც კუკარაჩას შეყვარებული ინგაო.
30-11-2012
დაწვრილებით...
ლილიტი - ადამის პირველი ცოლი
განრისხებულმა ლილიტმა წარმოთქვა ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დასწყევლა ადამი და გაფრინდა წითელი ზღვისკენ.
ღმერთმა ანგელოზები დაადევნა, უკან დაბრუნდიო, შეუთვალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდებაო. ლილიტმა დაბრუნება არ ისურვა. მას აღარ უყვარდა ადამი.
30-11-2012
დაწვრილებით...
სანიკიძის ხაჭაპური, ბესელიას ”შანელი” და კბილაშვილის ქოლგა
ზემოთ ჩამოთვლილი ჭორებიდან განსაკუთრებით მომხვდა გულზე კბილაშვილის "გადაგვარება", გამომდინარე მისი ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობიდან. ცხადია, სანიკიძის ხაჭაპური და ბესელიას "შანელიც" საინტერესოა, მაგრამ ჭორებს ძირშივე ეტყობა არასერიოზულობა. მივადექი პროკურატურას და ...
28-11-2012
დაწვრილებით...
ნამდვილი ჰელოვენის ისტორია
თურმე ბავშვებზე მიცვალებულების კოსტუმების მორგება და ჩონჩხების გამოფენაც ირლანდიის ისტორიით აიხსნება. სანამ ამერიკისკენ დიდი მიგრაცია დაიწყებოდა, ირლანდიას საშინელმა შიმშილმა და სიკვდიალიანობამ გადაუარა, მილიონობით ადამიანი, მათ შორის ბავშვი იღუპებოდა XIX საუკუნის შუაწლებში დროჰედას გზაზე, საიდანაც გემები ამერიკისკენ მიდიოდნენ. სწორედ ამ შიმშილობის გამო დაიწყო დიდი ემიგრაცია ამერიკისკენ.
ვინც გააღწია და გადარჩენა შეძლო, უკვე უცხო მიწაზე, ჰელოვენიც ალბათ სწორედ მათ დაამკვიდრეს; ძველ ტრადიციას დაამატეს გოგრა (რომელიც უხვად მოიწიეს ამერიკის მიწაზე), ათასგვარი თხილეული (სიმბოლო ნაყოფიერებისა და სიუხვისა) და კოსტუმიც, როოგორც ნიშანი გამარჯვებისა, როცა მიცვალებულის ფორმაში გამოწყობილნი თავად აფრთხობენ და დევნიან სიკვდილს.
31-10-2012
დაწვრილებით...
გამოუსადეგარი, ანუ კოშკი ექსკლუზივურად მიშასთვის
კოშკი მხოლოდ იმისთვის აშენდა, რომ იქ სააკაშვილისთვის განეთავსებინათ რესტორანი, რომელიც თურმე შეუმჩნევლად იტრიალებდა და მოსალხენად პირით ზღვისკენ დამჯდარი, ქეიფის დასრულების შემდეგ პირით მთისკენ აღმოჩნდებოდით.
31-10-2012
დაწვრილებით...
პრეზიდენტმა ქალიშვილი მიატოვა
დილით მშვიდად გვეღვიძება, იმის შიში არ გვაწუხებს ძილის წინ, რომ ხვალ ვინმეს უმიზეზოდ დაიჭერენ, აწამებენ, ფულს გამოძალავენ კანონის ძალით.
31-10-2012
დაწვრილებით...
ღმერთო დალოცე ამერიკა!
ღმერთო დალოცე ამერიკა, რომ სიკვდილის მატარებელმა ქარიშხალმა და გიგანტურმა ტალღებმა არ წალეკოს იმ ადამიანების სიცოცხლე, ვინც ახლა ოკეანის გაღმა ცხოვრობს.
30-10-2012
დაწვრილებით...
დააფიქსირეთ ერთი პროტესტი და შეუდექით მეორეს
გაუნათლებლობა სიბნელეა, სიბნელეში კი ერთადერთი გამოსავალი ხელის ფათურით სიარულია, თუ სინათლე ვერ ნახე, თუ ვერ განათლდი, ბოლო ხშირად ფეხის წამოკვრით და თავთან ერთად სახელის გატეხვით სრულდება.
30-09-2012
დაწვრილებით...
ლორია მაგარი იყო
დიდი ფეხბურთის გადასახედიდან, სანახაობრივად ეს არაფერი იყო, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენები ჯაბანი არ გამოჩნდნენ და ბურთი არავის დაახევინეს თავზე.
12-09-2012
დაწვრილებით...
”ჩვენი შეცდომები”
რამიშვილის და ჟორანდიანს ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ნოე ჟორდანია ნომერ პირველ ამოცანად ამას ისახავდა და არა საქართველოს დამოუკიდებლობას.
02-09-2012
დაწვრილებით...
გველი
დიდი იყო, შავი, წითელი ლაქებით, თავი ოდნავ ასწია და მიყურებდა, ერთი წამითაც არ გამჩენია შიში გონებაში, ძალიან მომინდა სიახლოვე, შეხება და მისი აზრების შეცნობა. მწიფე ნაყოფით სავსე ტოტს ხელი ვუშვი და დავიხარე, არ განძრეულა, არც ენა გამოუჩენია, არც დაუსისინებია, იწვა მორკალული და მიყურებდა, თითქოს ჩემი აზრების წაკითხვა სურდა. თავი პატარა ჰქონდა. ტანი კი სქელი, განსაკუთრებით შუა ნაწილში, არ ვიცი მაძღარი იყო, თუ მაკე, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. დედაჩემმა დამიძახა, მის ხმაზე შეირხა, თვალს დახამხამებაში გაიშალა და ზურგი ოდნავ ასწია.
24-08-2012
დაწვრილებით...
გველი
დიდი იყო, შავი, წითელი ლაქებით, თავი ოდნავ აწია და მიყურებდა, ერთი წამითაც არ გამჩენია შიში გონებაში, ძალიან მომინდა სიახლოვე, შეხება და მისი აზრების შეცნობა. მწიფე ნაყოფით სავსე ტოტს ხელი ვუშვი და დავიხარე, არ განძრეულა, არც ენა გამოუჩენია, არც დაუსისინებია, იწვა მორკალული და მიყურებდა, თითქოს ჩემი აზრების წაკითხვა სურდა მასაც. თავი პატარა ჰქონდა. ტანი კი სქელი, განსაკუთრებით შუა ნაწილში, არ ვიცი მაძღარი იყო, თუ მაკე, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. დედაჩემმა დამიძახა, მის ხმაზე შეირხა, თვალს დახამხამებაში გაიშალა და ზურგი ოდნავ ასწია.
24-08-2012
დაწვრილებით...
ცხელი დღიურები
ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს ჩემში ფრანგი მძღოლების და სხვა პროფესიების წარმომადგენლების უნარი, მიიღოს ის რაც უნდათ, რასაც ითხოვენ, მიიღონ იმისგან, ვისაც ეს ევალება და სრულიად სხვა, რიგით მოქალაქეებზე არ გადაიტანონ რისხვა.
17-08-2012
დაწვრილებით...
ვარდების რევოლუციის” საიდუმლო
გამოდის, რომ ბიძინამ რუსული ფულით გადააგდო შევარდნაძის რეჟიმი. ისე, ედუარდის და ასლანის გადადგომაზე დასაყოლიებლადაც რაღა რუსი იგორ ივანოვი ჩამოვიდა? უცნაურია, ამ ლოგიკით მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის "მოყვანილი" კაცი გამოდის. ე.ი. პუტინმა მისცა ფული ან აიძულა ივანიშვილი, რომ "ვარდების რევოლუციის" განხორციელებაში დახმარებოდა მავანთ და შემდეგ მიშა გაეპრეზიდენტებინათ? მაგარი დომხალია, აი, ისეთი, არაფრის დაჯერება რომ არ მოგინდება კაცს, მაგრამ ფაქტები გაიძულებენ ეჭვებში იცხოვრო.
14-08-2012
დაწვრილებით...
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?