ბლოგერები
ეკა ლომიძის ბლოგი

ფიქრს და აზროვნებას საზღვარი არ აქვს. გგონია, რომ სადამდეც "ქაჩავ", ზღვარიც იქ გადის. ამიტომაც ის მუდმივად ცვალებადია და ზუსტად მიანიშნებს, როდის "ჭედავ" და როდის ხარ თავის -უფალი. დროებით "გაჭედვას" არაუშავს, მთავარია არასოდეს დათმო თავის - უფლება.

როცა არაფერი შეგიძლია
მოხუცი პოლიციის დანახვაზე ანერვიულდა. ტაქსი გამიჩერეთ, სახლში უნდა წავიდეო... ბოლოს, გუდა-ნაბადი აიკრიფა და წელში მძიმედ მოხრილი კარგარეთელის ქუჩას აღმა აუყვა
12-08-2012
დაწვრილებით...
”ფეისბუკში” მანიაკი ”დადის?!
საინტერესოა ერთი დეტალი. ყოველი ახალი პროფილით გამოჩენისას ძველს აუქმებს და შესაბამისად მისი წერილებიც ქრება.
31-07-2012
დაწვრილებით...
ქუჩაში სექსი არ იკრძალება?

ის მაინც ვუთხარი, არ გეკადრებათ ძაღლისთვის დედის გინება, გარდაცვლილია საწყალი-მეთქი და მაინც ამიტყდა ხარხარი...

31-07-2012
დაწვრილებით...
შემოვიღოთ ორდენი ”ალისტრახო”
ეკატერინე დუგლაძის და ნოდარ ჩაჩუას მიმართ ყოველგვარი ეთიკური კონტექსტიდან ამოვარდნილი მისი კითხვები, რეპლიკები და საქციელი ერთადერთ რამეზე მეტყველებს, მალხაზ ბასილაია, როგორც ჟურნალისტი, არაადექვატურია.
31-07-2012
დაწვრილებით...
გმადლობ ლაშა
სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ პირველი ქართველი, ვინც იაპონელ ძიუდოისტებს ქართული მკლავის და უძველესი ქართული ჭიდაობის ძალა აჩვენა, სპირიდონ გოცირიძე იყო. მას შემდეგ კი ისტორია საინტერესოდ განვითარებულა.
30-07-2012
დაწვრილებით...
”ჰუმანიტარული” ირანული კინო
მთავარ გმირს ცნობილ ირანელ ნეიროქირურგს უცებ უბედურება დაატყდება თავს, აღმოაჩენს, რომ მისი ახალგაზრდა ვაჟი მალე მოკვდება, მას თავში სიმსივნე აქვს.
30-06-2012
დაწვრილებით...
ძამის ხეობა ათონის მთასავით ჩაიკეტებაო
უკან რომ ვბრუნდებოდით, ორთუბნის დედათა მონასტერში დედებმა გვითხრეს, მოასწარით და მალე მოინახულეთ აქაურობა, თორემ მალე ძამის წმინდა ხეობა ათონის მთასავით ჩაიკეტება და შესაძლოა ქალებს საერთოდაც აეკრძალოთ ხეობაში შემოსვლაო.
30-06-2012
დაწვრილებით...
უკანასკნელი ბერის გოდება
ვინიცობაა, ეგებ ერთმანეთის ნახვა არ გვეღირსოს, ზოგიერთივით ისე მოგვეღოს ბოლო, ვინ იცის, ვინ სად მოვკვდებით, აი, მაგალითად ნეტარხსენებული მამა პავლე. დედა დარია, დედა მარია, დედა სალომე, მამა ნიკო, წყალში დამხვრჩალი და სხვანი. არავის რომ არ გვინახავს, ისე გამოეთხოვათ ამ ოხერ ქვეყნიერებას. იგინი ბედნიერნი არიან მითუმეტეს, რომ მოშორდნენ აქაურობას, აქაურ ვაივაგლახს, აქაურ შიშს და მწუხარებას, მოხლოდ ჩვენ ვართ სამწუხაროდ და სატირი, გზაში დარჩომილნი უბედურნი.
30-06-2012
დაწვრილებით...
ტურისტებისთვის თბილისის მეტრო დაკეტილია
თუ ტურისტი არ ხართ და მეტროთიც არ მგზავრობთ, მაგრამ ერთ დღესაც მოულოდნელად იძულებული გახდით ამ ტრანსპორტით ისარგებლოთ, თქვენც იგივე დღე გელით, როგორიც უცხოელ ტურისტებს.
21-06-2012
დაწვრილებით...
”დეზერტირების” ჯოჯოხეთი
თუ ვერ დაგარწმუნა თავის "ფსევდო" გულწრფელობაში, შენ მოგაწყევლის,არ დაინახა შენმა თვალებმა არაფერი, შენ დაბრმავდი ამ საღამოს, არ ჩგსვლოდეს პირში არაფერი და ა.შ. სათვალავი მერევა, არ მახსოვს უკვე რამდენჯერ ვიჩხუბე ასეთი ენაგაუკუღმართებულების გამო.
07-06-2012
დაწვრილებით...
რას ნიშნავს ქართველობა?
გთხოვთ, გამეცით პასუხი, რას ნიშნავს ქართველობა?
31-05-2012
დაწვრილებით...
შემაგინა,დავცხო?

- ბიბლიაში სახარებაში სადმე წერია, რომ თუ ერთი გაგინებს, თანაც უსამართლოდ, მიდი და შენც მას დაემსგავსეო?
- ერთ ჩემს ნათესავს ახლაგაზრდობაში დედა დაეღუპა, სკოლაც არ ქონდა დამთავრებული მაშინ. ძალიან ჭკვიანი და განათლებული კაცია, პატიოსანი. ერთხელ ვიღაცამ დედა შეაგინა და ამის გამო დაჭრა. ჩასვეს და 8 წელი იჯდა.
გამოვიდა ციხიდან, 2 წლის მერე კამათის დროს კიდე შეაგინა სხვა ვიღაცამ დედა და ამან აიღო და ესეც დაჭრა, კიდე დაიჭირეს, ამჯერად 4 წელი მისცეს...

31-05-2012
დაწვრილებით...
ვის დარჩება საქართველოს საგანძური?
ქართველი საზოგადოება საგონებელში ჩააგდო ორიოდე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ იგი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეუთანხმდა ორი ქვეყნის საზღვრის სადავო მონაკვეთზე, სადაც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. პრეზიდენტის დაუკონკრეტებელმა განმარტებამ, საზღვარზე სტრატეგიული სიმაღლეები აზერბაიჯანელებს, სამონასტრო კოპლექსი კი საქართველოს დარჩებაო, გაუგებრობა გამოიწვია აზერბაიჯანშიც. რომელ სტრატეგიულ სიმაღლეებს გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი, გაურკვეველია.
14-05-2012
დაწვრილებით...
ხშირად ძაღლები უფრო ადამიანურები არიან
ეჰ, თურმე ძაღლურად სიკვდილი აცალე მეგობარსო, უთქვამს ბებოს წამხდარი მუდოსთვის, რომელიც მის გვერდით მხრებჩამოყრილი კაცივით მდგარა. მაშინ გავიგე, ძაღლები სიკვდილის მოახლოებას რომ იგრძნობენ, თურმე სახლიდან შორს მიდიან, მამა ამბობდა, რომ ასე ცდილობენ ტკივილი აარიდონ პატრონოსო.
11-05-2012
დაწვრილებით...
პოლიციის დღეს გილოცავთ, ანუ ვანო გაწიე ხელი
წმინდა გიორგის მიმდევარს ხელი არ მოუტრიალდება უდანაშაულო კაცის, მოყვასის დასარბევად, წმინდა გიორგის მიმდევარი არ მოკლავს უდანაშაულოს და საერთოდაც არ მოკლავს არავის, არ წამართმევს დიქტოფონს, კამერას ან "დუბინკას" არ ჩამცხებს და საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით გაზს არ შემასხამს თვალებში.
06-05-2012
დაწვრილებით...
არა ”მესიას”
ის მოსკოვში "გულაობს"", რადგან იცის, რომ მის ცოლ-შვილს არაფერი გაუჭირდება ზემო იმერეთის ერთ-ერთ სოფელში. მისი თქმით, იმის გამო, რომ სოფლის გზებზე ნეხვი არ ყოფილიყო, ივანიშვილმა ყველას უთხრა, თუ ძროხას არ იყოლიებთ, თვეში ხუთას ლარს გადაგიხდითო და... ოჯახის რჩენა საფიქრებლად რომ აღარ ჰქონდა, ის ბიჭი და მისნაირები რუსეთში წავიდნენ ვნებათა გასართველად... კაზინოს და "წამალს" არ იკლებდნენ.
30-04-2012
დაწვრილებით...
კაცი და მგელი
მანქანა მოვაბრუნე და პირდაპირ დავუდექი, გაქცევა არც მაშინ უცდია, ლაშები აეკეცა და ავად უელვარებდა ეშვები, ვაჟკაცურად მდგომი, თითქოს მეუბნებოდა, მოდი, ყველაფრისთვის მზად ვარო. შემეცოდა და შევეშვი. მისმა ფიზიკურმა და სულიერმა სიძლიერემ მომხიბლა, თორემ დევნის გაგრძელების მანქანის მცირე შეჯახების შემთხვევაში დავაგდებდი და გათოკილს ჩავიყვანდი ქუთაისში.
27-04-2012
დაწვრილებით...
”ომის სხვა სახე”
ხელი მუცელზე დავიდე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყოველწამს მეზრდებოდა და კანი სკდომას დაიწყებდა. მაინც მშობლები მედგა თვალწინ. ალბათ მამა ცემეს, როგორ ატირდებოდა დედა...
მეზობელს მშობლები სოფელში დაეტოვებინა, არ წამოვიდნენ, ჩვენ კი ვერ დავრჩებოდითო... როგორ მიატოვა? რომ მცოდნოდა ეს უბედურება დაიწყებოდა, დედას და მამას თბილისში ჩავკეტავდი და ფეხს არ გამოვადგმევინებდი სოფლისკენ.
25-04-2012
დაწვრილებით...
ეს არ არის კანონიკური ხატი
ხატის სახით გავრვცელებულ იოსების ყვედრების სცენის ფრაგმენტში უგულვებელყოფილია უფლის განკაცების დოგმატი, არადა, სწორედ მას ეფუძნება თავის მხრივ ხატის თაყვანისცემის დოგმატიც. მეტიც, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მისია, სულიერი სიმაღლე და სიდიადე აქ მხოლოდ დედობრიობის ღვაწლამდეა დაყვანილი.
24-04-2012
დაწვრილებით...
დაეხმარეთ შერიგებაში გოგიას და მიხოს
თუ მანაველმა გოგია პაპამ ერთ დილას აღმოაჩინა, რომ მეზობელმა მიხომ მისი ვენახისკენ უსამართლოდ გადმოსწია ღობე, ცხადია ამას დიდი დავიდარაბა მოჰყვება.
09-04-2012
დაწვრილებით...
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ სამთავრობო ცვლილებებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ სამთავრობო ცვლილებებს?