ბლოგერები
ეკა ლომიძის ბლოგი

ფიქრს და აზროვნებას საზღვარი არ აქვს. გგონია, რომ სადამდეც "ქაჩავ", ზღვარიც იქ გადის. ამიტომაც ის მუდმივად ცვალებადია და ზუსტად მიანიშნებს, როდის "ჭედავ" და როდის ხარ თავის -უფალი. დროებით "გაჭედვას" არაუშავს, მთავარია არასოდეს დათმო თავის - უფლება.

რა ღირს ღირსება?
შენ დებილი ხომ არ გგონივარო? ისეთი სახით მკითხა, რომ კინაღამ ენა ჩამივარდა. გიჟი მგონიხარ-მეთქი, ვუპასუხე გაოცებულმა და "საქმის შეთავაზება" განვაგრძე.
30-03-2012
დაწვრილებით...
ამოწყდა ოჯახი
რატომ გამიჩნდით, თუ ასე მალე უნდა მიგეტოვებინეთო, მოთქვამდა დედა... ღმერთო, ყველა დაიფარე, მაგრამ რამდენი ოჯახი უბედურდება ასე, ალბათ ყოველდღე.
26-03-2012
დაწვრილებით...
”ავღანელსაც” ისეთი თვალები ჰქონდა
ძალიან ძვირფასია ჯარისკაცი ჩემთვის, ცხინვალის ომის დროს განსაკუთრებით ხშირად ვფიქრობდი ამაზე, კაცი თმობს სიცოცხლეს და მიდის ომში, მზადაა შენთვის მოკვდეს, ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე გაიღოს ყველასთვის, ის ხომ მხოლოდ თავის ოჯახს არ უკვდება? აი, ასეთ კაცს და მის ოჯახს რომ არ დააფასებ, ვინ ხარ?
24-03-2012
დაწვრილებით...
გესმის სალ?

ბიჭებს “სკოჩი” გაუთავდათ და მე გამოვურბენინე სახლიდან. სასაცილოა, მაგრამ კინაღამ მათი სიყვარულის მფარველი მეგონა თავი. თქვენ რომ გაგიკეთონ იგივე, მოგეწონებათ? ჩამეძიენ ბიჭები. სამწუხაროდ ჩვენს ასაკში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელებს ჰყოფნით სულიერი ძალა ასეთი რომანტიკისთვის. მომეწონებოდა კი არა, ძალიან მომეწონებოდა, გესმის სალ?

01-03-2012
დაწვრილებით...
მიშა მაგარია?!
აბა მითხარით სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ან ტომის ბელადი, რომელიც ამხელა მსხვერპლს იღებს საკუთარი ხალხისთვის?
28-02-2012
დაწვრილებით...
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ფეისბუქელი დაიღუპა

კადრში თვითონ ჩანდა, ასფალტზე ეგდო დალეწილი, სისხლში აზელილი, გვერდით დამსხვრეული ნოუთბუქი ეგდო. ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, სავარუადოდ,  მან თავის მოკვლა სცადა, რადგან პირდაპირ წითელზე გადავიდა და მანქანებს ბორბლებში ჩაუვარდა...

25-02-2012
დაწვრილებით...
დუმილით დავაშავე?
მერე უცებ გამოექანა და იქვე შუქნიშანთან დამაგრებულ მწვანე სანაგვე ურნას მთელი ძალით დაარტყა წიხლი. ასაკით მოწიფულ და ოჯახზე ზრუნვით დამძიმებულ კაცს რომ ჰგვანებოდა, ვიფიქრებდი, უგულავას ნაგვის გადასახადმა გააგიჟა და მთვრალმა ჯავრი ურნაზე იყარა – მეთქი.
23-02-2012
დაწვრილებით...
დედა-ქალიშვილობა?!
- გოგო, ეგ ვაგზალია, ახლა ჰქვია ცენტრალი თუ ჯანდაბა, თორემ ადრე ბოზების თავშეყრის ადგილი იყო.
- რაში მაინტერესებს რა იყო ადრე, დღეს კარგად ვიყავი იმ ბიჭთან. დამიჯერე, ძალიან საყვარელია.
- ხომ არ აკოცე, იქნებ აკოცე უკვე? მოგკლავ.
23-02-2012
დაწვრილებით...
მოკეტეთ
ხელისუფლებამ გადაწყვიტა ახალი ექსპერიმენტი ჩაატაროს და ხალხი თევზებად აქციოს. ამასთან, ფულიც შეუვა ბიუჯეტში. დამრღვევს უმკაცრესი ფულადი ჯარიმის გადახდა ეკისრება. ნაადრევია თქვენი სიხარული, თუ გგონიათ, რომ ბევრი ფული გაქვთ და თვეში სულ მცირე 3000 სიტყვის ყიდვას შეძლებთ.

22-02-2012
დაწვრილებით...
გზა ურმის გადაბრუნების შემდეგაც არ ჩანს

ბატონო მინისტრო, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე რას იტყვით? თქვენ არაფერ შუაში არ ხართ ამ ტრაგედიასთან?

21-02-2012
დაწვრილებით...