ფიქრს და აზროვნებას საზღვარი არ აქვს. გგონია, რომ სადამდეც "ქაჩავ", ზღვარიც იქ გადის. ამიტომაც ის მუდმივად ცვალებადია და ზუსტად მიანიშნებს, როდის "ჭედავ" და როდის ხარ თავის -უფალი. დროებით "გაჭედვას" არაუშავს, მთავარია არასოდეს დათმო თავის - უფლება.
ბიჭებს “სკოჩი” გაუთავდათ და მე გამოვურბენინე სახლიდან. სასაცილოა, მაგრამ კინაღამ მათი სიყვარულის მფარველი მეგონა თავი. თქვენ რომ გაგიკეთონ იგივე, მოგეწონებათ? ჩამეძიენ ბიჭები. სამწუხაროდ ჩვენს ასაკში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელებს ჰყოფნით სულიერი ძალა ასეთი რომანტიკისთვის. მომეწონებოდა კი არა, ძალიან მომეწონებოდა, გესმის სალ?
კადრში თვითონ ჩანდა, ასფალტზე ეგდო დალეწილი, სისხლში აზელილი, გვერდით დამსხვრეული ნოუთბუქი ეგდო. ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, სავარუადოდ, მან თავის მოკვლა სცადა, რადგან პირდაპირ წითელზე გადავიდა და მანქანებს ბორბლებში ჩაუვარდა...