შემაგინა,დავცხო? - კვირის პალიტრა

შემაგინა,დავცხო?

გუშინ ფეისბუქზე დავსვი კითხვა: რომელი უფრო დიდი პრობლემაა, ვინმემ დედა რომ შეგაგინოს და პასუხი არ გასცე, თუ ამ შეურაცხყოფის გამო რომ მოკლა, ან უბრალოდ ცემით დანაყო და მერე ციხეში გაატარო ცხოვრების დიდი ნაწილი?

აი,როგორი დიალოგი გაიმართა ამ თემაზე. თქვენი აზრი მაინტერესებს, სწორად ვმსჯელობთ?

- იდელური ვარიანიტი ყბის მოტეხვაა.....მე ესე ვფიქრობ ღადაობა-შაყირის გარეშე.

- ხო, აშკარად, ყბის მოტეხვა ყველაზე კარგი ვარიანტია.

-არ მაწყობს, რომ ვიღაც ყბა მოტეხილი ცვედანის გამო ციხეში ჩაგაგდონ.

- მგონი, წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, როგორი ემოციური ფონი იქნება მაგ დროს!

- ისე უნდა მოტეხო, რომ ვერ ჩაგაგდონ....

- ჩემი გადასახედიდან იგინებიან ლაჩრები. იგინება ის, ვისაც უკაცრავად და ტრაკი არ აქვს. ასეთი უტრაკოებისთვის რაღაც სხვა სასჯელი უნდა არსებობდეს. ხომ არ სჯობს ენა დაუწეწკო კბილებში? ან სულაც წაიყვანო და დედის წინ დააყენო. აი, იქ წახდება, თუ წახდება.

- სად უნდა წაიყვანო? კაი რა. არაა საჭირო ეს პაციფისტური მიდგომები. გაუმარჯოს ძალადობას.

- მე კიდე მგონია, ძაღლი თუ ყეფს, მასთან საქმის გარჩევა და დატაკება ვერაა გამოსავალი. ანუ თუ უზრდელი ადამიანი თავისას ერეკება, იგნორირების ღირსია. უბრალოდ, არ ღირს გამოეკიდო და თავი გაუყადრო.

- აი ემოციებზე აყოლა უკვე ერთი ნაბიჯია ციხისკენ.....არა, ემოციების გარეშე....წინასწარ უნდა დათვალო სად როგორ და რანაირად უნდა მოტეხო ყბა ისე, რომ თავი არავის დააჭერინო....

- რომ დაწყევლო?

- ანუ უნდა გაგინოს და შენ აიგნორო ?

- მე რომ კაცი ვიყო, დედის შემგინებელს, რა თქმა უნდა სიტყვით შემაგინებელს ფსიქოლოგიურად გავუსწორდებოდი. აი, ასე, მივათრევდი გაკოჭილს დედაჩემთან, შევყრიდი ხალხს და ვეტყოდი იმ მათხოვარს, აი დედა, თუ ვერ აგისრულებია დანაპირები, შენთვის უმნიშვნელოვანესი სხეულის ასოს გარეშე დაგტოვებ-თქო.

- არარაობად ჩათვალო. ისეთივე უსიამოვნებად, როგორიცაა ვთვათ, კაკაშკაში ფეხის ჩყოფა.

- საქმე დედის გინებამდე არ უნდა მივიდეს, მაგრამ თუ მივიდა ნამდვილად უნდა ჩაუტარო გაკვეთილი. რომ მეორედ იცოდეს სხვის დედას არ შეეხოს, თორემ ყბები აღარ შერჩება.

- ვინმემ დედა რომ შეგაგინოს და პასუხი არ გასცე, სულიერ ტრამვას მიიღებ, საკუთარი თავის რწმენას დაკარგავ... ამიტომ მე პირადად აუცილებლად ვეცდები, პასუხი იქვე გავცე ისე, რომ სულიერად "მოვკლა"...

- საინტერესოა როგორ უნდა მიათრიო გაკოჭილი სადმე. მაგისთვის ხო აუცილებელია რო გაკოჭო და წინააგმდეგობა რო გაგიწიოს და უეჭველი გაგიწევს. მაინც ჩხუბი გამოდის და თუ მაინც საცემია, ეს გაურკვეველი ჟესტები რაღა საჭიროა ?

ჰო და, მაინც ჩხუბი გამოდის და ამიტომ, უჩხუბრად არ გამოვა ეგ ამბავი.

- ამისთვის ადრეც და ეხლაც...საკადრის პასუხს ცემდნენ ,,ბებერი მუშტი''....ხოლო ყბის მოტეხვა, დანის ჩარტყმა და ნაკუწ-ნაკუწ აჩეხვა ეგ უკვე ზედმეტობაა...ისე უნდა გააკეთო რომ მეტი აღარ გაგიბედოს. ისე რაღა გასაკვირია უკუგმა გინება გვესმის ,,ჩემი დედა.....''

- რას ნიშავს არ უნდა აგინებინო თავი და კიდევ რას ნიშნავს ვეღარ გაგიბედოს? არაადეკვატური ადამიანები ყოველთვის იქნებიან, ყველას ვერ გაუსწორდები, ვერ გადააკეთებ და ჭკუასაც ვერ ასწავლი. დახარჯვაც არ ღირს არც ნერვის, არც დროის. არც იმ ენერგიის, რასაც თაქება ითხოვს. ასე რომ – იგნორი. არ ვიცი, კუნთმაგარი ჯეელი რო ვიყო და ძალა მეწეოდეს, შეიძლება გასართობად წავარჯიშებაც, მაგრამ მაინც არ მგონია თავის გაყადრება მართებულად.

- როდესაც ადამიანი გაგინებს მაგ მომენტიდან შენი თავმოყვარეობა შელახულია . და თუ პასუხს არ ცემ ე.ი. ეგუები. რაც შეეხება იმას, რომ ყველას ვერ მოუვლი. ვინც შენ გაგიბედავს იმას მოუარე და ეგრე თუ ყველამ თავის წილს მიხედა, ბევრად უფრო კულტურული და ზრდილობიანი გარემო იქნება.

- ძალიან სასაცილოა,კაცი რომელიც იგინება. პატარა კრეტინ ბიჭს გავს, ბაქიას და მკვეხარას.

-კულტურული გარემო? ცემით და დალილავებით? მაინც არ მესმის. თავმოყვარეობას უზრდელი არარაობა კი ვერაფრით შემილახავს. უბრალოდ, არ მივცემ ამის საშუალებას.

- როდესაც კაცი მაგინებს, ჩემი თავმოყვარეობა კი არა, მისია შეურაცხყოფილი. აბა დედაჩემს უკაცრავად და რა ფეხები უნდა მოჭამოს?

- რა არის აქ გასაკვირი ძალადობა ჩვეულებრივი და საკმაოდ ეფექტური მეთოდია. ეგრე რო არ იყოს ამდენი საუკუნეების მანძილზე რატო იყენებენ ადამიანები ? ე.ი. მუშაობს.

- იდეალური ვარიანტია, თუ ნერვებს მოთოკავ, დაძაბულობას განმუხტავ და და მერე მშვიდად "მიაჩმორებ" მოწინააღმდეგეს. მაგრამ, ამ ყველაფერს დიდი ადამიანური ტალანტი ჭირდება ალბათ..

- სამყაროს გაუმჯობესების და დროის, ენერგიის და ნერვის ხარჯვის სხვა უფრო მნიშვნელოვანი გზები არსებობს, ვიდრე არაკაცებისთვის რაიმე მნიშვნელობის მინიჭებაა, თუნდაც მათთან ფიზიკურად გასწორების სახით.

- ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, თუკი ვინმე დედას შეგაგინებს ადგილზე უნდა დაადუღო, რომ ცხოვრებაში ვერავინ გაბედოს მსგავი რამის გაფიქრებაც კი... მაგრამ შენ თუ შეგიძლია იმ მომენტში თავი შეიკავო, იდეალურია, თუმცა სხვა დროს მაინც დედა უნდა უტირო და არ შეარჩინო, აი მაშინ როცა ის ამას არ ელის!

- ძალიან სასაცილოა, როდესაც კაცი იგინება. ადრე მეც ვბრაზდებოდი ახლა კი სულ დაცინვის სურვილი მიჩნდება.

-შენ კი დაცინი, მაგრამ იმას ეგ ფეხზე კიდია. აი ტკივილს კი გრძნობს. სამყაროს გაუმჯობესება პირველ რიგში სამართლიანობით იწყება დამნაშავეს თუ სამართლიანი სასჯელი არ აქვს სიკეთეს ფასი ეკარგება

- მე არ ვიცი მამაკაცური და ქალური კოდექსები, მე ვიცი ადამიანური და ქრისტიანული კოდექსები. ჩემი დაცინვა თუ იმას ფეხებზე კიდია, მე რატომ არ უნდა მეკიდოს ფეხებზე მისი გინება? გეკითხებით, რას აკლებს დედაჩემს ან მე გინებით? აი, რას აკლებს?

-მკვლელობა უფრო დიდი ცოდვაა თუ მოთმინება? ეს იყო კითხვა?

- ბიბლიაში სახარებაში სადმე წერია, რომ თუ ერთი გაგინებს, თანაც უსამართლოდ, მიდი და შენც მას დაემსგავსეო?

- ერთ ჩემს ნათესავს ახლაგაზრდობაში დედა დაეღუპა, სკოლაც არ ქონდა დამთავრებული მაშინ. ძალიან ჭკვიანი და განათლებული კაცია, პატიოსანი. ერთხელ ვიღაცამ დედა შეაგინა და ამის გამო დაჭრა. ჩასვეს და 8 წელი იჯდა.

გამოვიდა ციხიდან, 2 წლის მერე კამათის დროს კიდე შეაგინა სხვა ვიღაცამ დედა და ამან აიღო და ესეც დაჭრა, კიდე დაიჭირეს, ამჯერად 4 წელი მისცეს...

დღემდე არ ნანობს იმათ ცემას და დაჭრას არც ციხეს. ღირსები იყვნენო ამბობს.

როცა ადამიანი გაგინებს, მას დედაშენი კი არ აინტერესებს, შენი ღირსების შელახვა უნდა. ღირსების დაცვა კი მამაკაცებმა ცოტა ხისტი მეთოდებით ვიცით.

- არავინ, გარდა ქალისა, არ გაამახვილა მოთმინებაზე ყურადღება. თუ ქრისტიანი ხარ, ქრისტიანულად უნდა იცხოვორ. შენი მოთმინება უნდა გახდეს დამანაშავის სასჯელი, რომელსაც მისი გამოსწორება შეუძლია. თქვენ განმტკიცდით სჯულში და თქვენს ირგვლივ მრავალნი ცხონდებიანო. ვცდები?

- ქრისტიანი მოთმინებით იზომება

- ძლიერი არ არის ის, ვისაც დიდი მუშტი აქვს, ვისაც მაგარი დარტყმა შეუძლია, ვისაც ისე შუძლია სცემოს კაცი, რომ ვერ გაიგონ, რომ მან ჩაიდინა ეს. ჩემთვის ძლიერი ბრძენია. სიბრძნე კი მოთმინების გარეშე არ არსებობს.

-კაცური პასუხად შემიძლია ჩავთვალო მუშტი კრივი, იჩხუბო, დაიცვა ღირსება მაგრამ დანა, ცივი იარაღი აი ესაა სიმდაბლე.

Aბა თქვენ რას ფიქრობთ?