რას ნიშნავს ქართველობა? - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს ქართველობა?

როგორც იტყვიან, შოკი მაქვს. სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში ჩავატარე გამოკითხვა: რას ნიშნავს ქართველობა? რა არის სამშობლო? რატომ უნდა დაიცვა სახელმწიფო საზღვარი? რა არის დროშა და რატომ არ უნდა დათმო ის? ძალიან განზოგადებული პასუხები მივიღე. მაგალითად ასეთი, ქართველობა ნიშნავს ეროვნებას. რას ნიშნავს ეროვნება? აქ გაიჭედა ბევრი. სამშობლო არის ტერიტორია, რომელზეც ცხოვრობო, თქვა რამდენიმემ, თუ ქართველი რუსეთში ან თურქეთში ცხოვრობს, რომელია მისი სამშობლო საქართველო, თუ ის ტერიტორია, სადაც ცხოვრობს? აქაც გაიჭედნენ პასუხის გაცემის დროს.

საზღვარი თურმე იმიტომ უნდა დაიცვა, რომ წესია ასეთი.

გთხოვთ, გამეცით პასუხი, რას ნიშნავს ქართველობა?

რა არის სამშობლო?

რატომ უნდა დაიცვა სახელმწიფო საზღვარი?

რა არის დროშა და რატომ არ უნდა დათმო ის?