”ჩვენი შეცდომები” - კვირის პალიტრა

”ჩვენი შეცდომები”

ეს ვითომ შვებულება (ყოველდღე მაინც ვწერ და რაღა შვებულებაა) ორი წიგნის თანხლებით გავატარე. ორივე საქართველოს ტრაგიკული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ერთის შესახებ მოგვიანებით გეტყვით, მეორე კი აკაკი რამიშვილის მოგონებების კრებულია "ჩვენი შეცდომები 1918-1921.~

აკაკი რამიშვილი საქართველოს მენშევიკური მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ბედის უკუღმართობით საფრანგეთში გადახვეწილი და იქვე, 1930 წელს, ისევ ქართვლის ხელით მოკლული ნოე რამიშვილის უმცროსი ვაჟი იყო. თავის მხრივ ძალიან საინტერსო პიროვნება გახლდათ, თუმცა, ესეც ცალკე თემაა. ამ პოსტის დაწერა კი მამამისის ნოე რამიშვილის მოგონებებიდან რამდენიმე ფრაგმენტმა გადამაწყვეტინა.

1928 წელს, ორი წლით ადრე, სანამ მუხანათურად მოკლავდნენ, ნოე რამიშვილს მეუღლე მაროსთვის უამბნია: ~საქართველოს დამოუკიდებლობა 1916 წელიდან 1918 წლის იანვრამდე უნდა გამოგვეცხადებინა, სანამ რუსულ ჯარს ეკავა ფრონტის ხაზი ტრაპეზუნტიდან ვანის ტბამდე. ამით თურქეთის მიერ დაპყრობილ ჩვენ ტერიტორიას დავიბრუნებდით. საუკეთესო მომენტი დადგა 1917 წლის რევოლუციის დროს. ორი დღის შემდეგ კავკასიის გენერალ-გუბერნატორმა ორივე ნოე (იგულისხმება რამიშვილი და ჟორდანია) სასახლეში მიგვიწვია. ჩვენგან რუსი მოსახლეობის ხელშეუხებლობის პირობა რომ მიიღო, გვითხრა, წადით და თქვენს ქართველ ერს მოუარეთო. ეს კი ხელისუფლების დროებით გადაცემას ნიშნავდა.~ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად საკამრისი იყო ქართული პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლთა ყრილობის მოწვევა. ამავე დროს პირობა უნდა მიგვეცა რუსეთის კავკასიის ჯარის უფროსისთვის, რომ ჩვენი ჯარი თურქეთთან ომში მას მხარს დაუჭერდა. ამაზე რუსები დაგვთანხმდებოდნენ, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე დაგვთანხმდნენ 1917 წლის 11 თებერვალს. ყოველივე ამას სამი კვირა სჭირდებოდა, მაგრამ ჟორდანიამ ყველას დაასწრო.~ სამწუხაროდ, რამიშვილის და ჟორანდიანს ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ნოე ჟორდანია ნომერ პირველ ამოცანად ამას ისახავდა და არა საქართველოს დამოუკიდებლობას.

აკაკი რამიშვილი _ ~ჟორდანია თავის მოგონებებში "ჩემი წარსული~ წერს, პირველი საკითხი იყო ისეთი რევოლუციური ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ძალაუფლებას დაეპატრონებოდა. ასეთი ძალა მხოლოდ მუშათა კლასს შეეძლო მოეცა, 5000 თბილისელ მუშას. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის სახელით, დავით ვაჩნაძემ ნოე ჟორდანიას ჰკითხა: სჭიროა თუ არა ეროვნული საბჭოს მოწვევა დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად? რაზეც პასუხად მიიღო, რომ ამისათვის საჭირო იქნება დიდი კონცენსია, კერძოდ, თავად-აზნაურობამ საქართველოს უნდა გადასცეს მთელი თავისი ქონებაო. მამაჩემი აღნიშნავდა, რომ მენშევიკურ პარტიაში ჟორდანიას უმრავლესობა ემხრობოდა, ამიტომაც დამოუკიდებლობის გამოცხადების ნაცვლად მან პარტიას მიაღებინა დადგენილება თბილისში ქართველ მუშათა საბჭოს შექმნის შესახებ. ორ კვირაში ჟორდანიას თავმჯდომარეობით არჩეული იყო თბილისის მუშათა საბჭო, ხოლო შემდეგ კი ამიერკავკასიის საბჭოების რეგიონალური ცენტრი. ამასთან, ის მენშევიკური პარტიის თავმჯდომარეც გახლდათ. ე.ი. ჟორდანიამ ნაცვლად იმისა, რომ დაეცვა ეროვნული ინტერესები, საქართველოში ფაქტობრივად ხელში ჩაიგდო ძალუფლება. ასე დააკარგვინა ნ. ჟორდანიამ ქართველ ერს დამოუკიდებლობის უნიკალური შანსი. როგორც მამაჩემი ამბობდა, ასეთ საზღვრებში ვერც რუსეთი და ვერც ოსმალეთი ვეღარ დაიპყრობნდენ დამოუკიდებელ საქართველოსო.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მეორე შანსი მოგვეცა, როცა ლენინმა და სტალინმა 1917 წლის 15 ნოემბერს გააკეთეს განცხადება ერების თვითგამორკვევის შესახებ. საოცარია, რომ ამიერკავკასიის ერებმა მაშინვე არ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, მათ შეეძლოთ თუთრქეთთან ხელშეკრულების დადება, ხოლო შემდეგ გერმანიაც არ დააყოვნებდა და აღიარებდა მათ დამოუკიდებლობას. ამისთვის 1917 წლის 19 ნოემბერს "ქართული ეროვნული ყრილობა" შეკრებილა აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით. 22 ნოემბერს "ქართული ეროვნული საბჭოც," მაგრამ "ამ ხაზის საწინააღმდეგოდ, ჟორდანიამ როგორც ამიერკავკასიის რეგიონალური საბჭოების და თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარემ 1917 წლის 24 ნოემბერს მოიწვია თბილისის მუშათა და კარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარემ 1917 წლის 24 ნოემბერს მოიწვია ამიერკავკასიის ყველა რევოლუციური ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის სხდომა, რომელსაც რუსეთის დამფუძნებელი კრების მოწვევამდე მიაღებინა დადგენილება ამიერკავკასიის დროებითი კომისარიატის შექმნის შესახებ... აკაკი რამიშვილის "ჩვენი შეცდომების" მიხედვით, ნოე ჟორდანიამ ამ შემთხვევაშიც უგანა ქართულ ინტერესს...

1916 წლიდან დღემდე საქართველოს ანგრევს ქართველთა გაუტანლობა, ძალაუფლების სიყვარული და პრინციპი, - ჩემმა უნდა აჯობოს, სადაც ეროვნული და ალბათ მაღალი, ადამიანური ინტერესიც კვდება. ვფიქრობ, ახლა მთავარი ის კი არ არის, როგორ მოიქცნენ ქართველები თუნდაც ერთი საუკუნის წინ, არამედ როგორ ვიქცევით დღეს მავანი პოლიტიკოსების მხარეებად დაყოფილი ქართველები. სმწუხაროდ ერთი საუკუნის შემდეგაც ქართველთა ”ჩვენი შეცდომები” არ მთავრდება.