გმირი დედა ამანდა - კვირის პალიტრა

გმირი დედა ამანდა

სოციალურ ქსელში გადავაწყდი ამბავს, რომლის თქვენთვის გაზიარების სურვილი გამიჩნდა. ჩილელ მეხანძრეებს ფოტო გადაუღიათ გმირი დედა ძაღლისთვის, რომელმაც თავგანწირვის საოცარი მაგალითი აჩვენა და საკუთარი ათი ლეკვი სიკვდილისგან იხსნა.

ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გასჩენია, საიდანაც ხანძარი სახლს მოსდებია. დიდი იყო მანქანის აფეთქების საშიშროება, მეხანძრეები ამის თავიდან აცილებას ცდილობდნენ და ცეცხლს ებრძოდნენ. ამ დროს საოცარი რამ შეამჩნიეს, ძაღლი ამანდა რიგ-რიგობით ეზიდებოდა ხანძრის ზონიდან ლეკვებს და სახანძრო მანქანის ბლოკში ათავსებდა. ჭკვიანმა დედამ ასე იპოვა საუკეთესო გამოსავალი პატარების გადასარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი მძვინვარებდა და ყოველ წუთს იყო მოსალოდნელი ცეცხლი ერთიანად მოდებოდა ძაღლის სხეულს, ის არ უშინდებოდა განსაცდელს და თავდაუზოგავად დარბოდა სახანძრო მანქანასა და ალმოდებულ სახლს შორის. როდესაც ლეკვები სამშვიდობოს დაიგულა და დარწმუნდა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, გვერდით მიუწვა და შეტრუსული, აცახცახებული სხეული გადააფარა პატარებს. მეხანძრეებმა ვეტერინალურ სამსახურს უხმეს, რომელმაც დედა ძაღლი შვილებთან ერთად ვეტერინალურ კლინიკაში გადაიყვანა. მხოლოდ ერთ ლეკვს დასჭირვებია მკურნალობა ძლიერი დამწვრობის გამო. ოჯახის დანარჩენი წევრები კი გმირი დედის თავდადებით უვნებლად გადარჩნენ და თავს ჯანმრთელად გრძნობენ. დასკვნები თქვენთვის მომინდია. თურმე ამ ამბის თვითმხილველი ჩილელები თვალცრემლიანი უყვებოდნენ ახლობლებს ასეთი ჭკვიანი ძაღლი არასდროს გვინახავსო.