ბიმი და როკი არ ეპუებიან ოკუპანტებს, ანუ მესაზღვრე ძაღლები
ბიმი და როკი  არ ეპუებიან ოკუპანტებს, ანუ მესაზღვრე ძაღლები
სამწუხაროდ ზოგჯერ მიფიქრია, რომ ცხოველი უკეთ აზროვნებს, ვიდრე ადამიანი და "დვარნიაშკაც" კი აღემატება ღირსებით უმაღლეს, განვითარებულ არსებას, ადამიანს.

ორი ძაღლის შესახებ გიამბობთ. ორივეს ცხოვრება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონასთან არის დაკავშირებული. ორივე რაღაცით ადამიანებზე მაღლაც კი დგანან. ერთ-ერთი, ჩვეულებრივი, ეზოს ძაღლია, 26 სექტემბერს დვანში ყოფნის დროს ვნახე. სანამ მისი პატრონი მერაბ მეკარიშვილი საკუთარ სახლს ანგრევდა. ცუგა სახელად ბიმი დანგრეულ ვერანდაზე მოკუნტულიყო და სახლთან მიახლოებისას ყველას უღრენდა. თავი ვერ შევიკავე, ავტირდი. ახლაც მეტირება,
ამას რომ ვწერ. როგორია? ქართველი კაცი, ოდითგანვე, რომ თავისი მიწის გადარჩენისთვის არცერთი ჯურის მტერს არ ეპუებოდა, ახლა რუსის მუქარაზე, აქ სასაზღვრო მავთულხლართი უნდა გადმოვანაცვლო და ადგილი გამითავისუფლეო, დაძახილზეც კი საკუთარ, შრომით და ჯაფით აშენებულ სახლ-კარ-მიდ
ამოს ანადგურებს. მის ძაღლს კი ნანგრევებიც არ ეთმობა და ერთგულად დარაჯობს. ამ დროს სახლის უკანა კედელს ბულდოზერის "კოვში" ეხეთქება და უცებ შესაძლოა ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდეს გონიერი ცუგა.

2009 წელს, დიდი ლიახვის ხეობიდან, სოფელ აჩაბეთიდან დევნილი 82 წლის ალექსი ჩლაიძე გავიცანი, რომელმაც დარბეულ სოფელში დარჩენილი მისი ძაღლის, გერმანული ნაგაზის, როკის შესახებ მიამბო. ამ ხნის განმავლობაში მრავალჯერ გამახსენდა ოკუპირებულ ხეობაში დანგრეული სახლის დარაჯად დარჩენილი როკი, რომელიც იქნებ აღარც არის ამქვეყნად. იქნებ არის კიდეც და იმედს არ კარგავს, რომ პატრონები დაბრუნდებიან.
ომი რამდენიმე თვის დასრულებული ყოფილა, როდესაც ჩლაიძეებს თბილისელი, ეროვნებით ოსი მძღოლი გაუცნიათ. ის კაცი როგორღაც მაინც ახერხებდა თბილისსა და ცხინვალს შორის მიმოსვლას. მისთვის უთხოვიათ, ეგებ აჩაბეთში შეიარო და ამა და ამ მისამართზე მიხვიდეო. იმედი ჰქონდათ, თუ ძაღლი ცოცხალი იქნებოდა, ტაქსის მძღოლი მის წამოყვანას შეძლებდა. თუ არადა, ერთი დიდი ტომარა საჭმელი მიუციათ ერთგული მცველისთვის. ძაღლი მოწყენილი იწვა თურმე ნაჭიშკრალთან. უცნობის დანახვაზე, თავი ზანტად აუწევია, ტაქსისტს საბარგულიდან ტომარა ამოუღია, ძაღლს ერთი კი დაუყნოსავს და ალერსიანი წკმუტუნით ჩაცუცქულა. ტაქსისტს უფიქრია, რახან ასე კარგად შემხვდა, დავიჭერო, მაგრამ ძაღლს ერთი შეუღრენია და ნანგრევებისკენ წასულა. თითქოს ამბობდა, აქაურობას უპატრონოდ ვერ მივატოვებო. მოგვიანებით, ის ტაქსისტი ვლადიკავკაზში ოს ყაჩაღებს მოუკლავთ, საქართველოში რატომ ცხოვრობო?!

80 წელს გადაცილებული სოფლიდან თვითონაც ძლივს გამოსულა ცოცხალი, ტყვედაც წაუყვანიათ ცოტა ხნით. ამიტომაც ნაგაზის წამოყვანა ვერ შეძლო. სანამ პატრონიც შინ ყოლია, დასარბევად შესეულ სეპარატისტებს თვალში არ მოსვლიათ ძაღლი, თურმე მოკვლას უპირებდნენ. წინ გადასდგომია პაპა, რას ერჩით, ჯიშიანი ძაღლია, რა დაგიშავათ, თუ მოგწონთ, წაიყვანეთო. მოკვლა გადაუფიქრებიათ, მაგრამ კისრიდან ძვირფასი ტყავის საყელური შეუხსნიათ და წასულან...

არ ვიცი ახლა როგორ არის ალე პაპა, რომელიც როდესაც გავიცანი, კოდაში, საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე ცხოვრობდა. საუბრის დასასრულს ისევ თავისი გერმანული ნაგაზი გაიხსენა. იქნებ როკი ცოცხალია და კვლავ არ ავიწყდება ის ავბედითი დღე, როდესაც მოკვლას უპირებდნენ და რახან როკის გვირაბიდან ერგნეთამდე ქართულ მიწას მცველი აღარ ჰყავს, პატრონის დაბრუნების იმედით ისევ იცავს აოხრებულ კარმიდამოსო... ახლა, როცა იმედები კვდება, იქნებ ცოცხალია როკი.

 

მკითხველის კომენტარი (13)
თეკლა
01 დეკემბერი 2013 01:01
გული მეტკინა :( ღმერთო რამდენი უსამართლობა ხდება ქვეყანაზე...ძაღლზე კიდე რა ვთქვა :( მაგ არსებებზე ვგიჟდები და იქნებ როკიც მისმა პატრონმა ნახოს ადრე თუ გვიან :'( ვაიმეე ცუდად ვარ :'(
mari
05 ოქტომბერი 2013 13:24
ძაღლი არის საუკეთესო არსება რაც ამ ქვეყანაზე ცხოვრობს. ძაღლზე ჯიშიანი და უჯიშო ცოტა უხერხულია თქვა, არ არსებობს უბრალო ეზოს ძაღლი და ბრალიანი, ყველა ერთნაირად მოაზროვნე და ერთგულია.

მე რა მაინტერესებს იცით? რომ გაეპროტესტებინა მთელ სოფელს, არ გამოვალ ჩემი სახლიდანო, რას უზამდნენ? არ მგონია მაგათი დახოცვა გაებედათ. ასე დაჩმორებაც აღარ შეიძლება რა
zaza
04 ოქტომბერი 2013 16:23
საინტერესოა რით ხსნიან თუ რატომ დაანგრიეს საკუთარი სახლი?
ადამიანი უფრო ჭკვიანია თუ ძაღლი?
liza
04 ოქტომბერი 2013 11:54
მჯერავს :))))))))))
.
03 ოქტომბერი 2013 02:36
ძვირფასო ეკა,ტრაგედიაა შენს სტატიაში აღწერილი,რომლის შემხედვარე,მჯერავს რომ ნამდვილად ტიროდი,თანაც ისიც მჯერავს რომ ყველაფერ იმას მარტო საყოფაცხოვრებო კუთხით არ უჯურებდი.ფილოსოფია ჭარბობდა შენს ხედვაში,საყოფაცხოვრებო ხედვას და თან ამ დროს აბსოლუტურად უძლური იყავი-არ შეგეძლო არაფრის შეცვლა და რატომ იცი?: რაც მეტად დააკვირდები ადამიანების მოქცევას,მით მეტად შეგიყვარდებიან ძაღლები და პირიქით,თუ მეტად დააკვირდები ძარღლების ქცევას,ადამიანების მოდგმა შეიძლება საერთოდ შეგზიზღდეს,გასაკუთრებით ისინი ვისაც რაღაცის შეცვლა შეუძლიათ სასაიკეთოდ და არ აკეთებენ ამას,აი ასეთებს უნდა ვეძახოდეთ "სუკას" და არა ძაღლს-ბუნებაში ერთ-ერთ საუკეთესო დედას...და არაფერ შუაშია აქ პავლოვის რეფლექსი,ძაღლის გონიერება და ერთგულებაა შუაში, რომელიც ბევრ რამეში ჯობს ჩვენსას,რომელიც უფლის მითითებით,ათასჯერ და ათიათასჯერ მეტი უნდა გვქონდეს ჩვენ,ადამიანებს ანუ "ჰომოსაპიენსს".....
nino
01 ოქტომბერი 2013 13:00
ამათ ძაღლები ქვიათ და ზოგიერთ "ძაღლს" ,ადამიანი.
glaxuna
01 ოქტომბერი 2013 12:33
ბუნებით ვაჭარნი და სიძულვილით შეპყრობილები და მით დაავადმყოფებულები ვერასოდეს,ვერც ერთ ეპოქაში ვერ იცავდნენ და ვერ დაიცავენ თავისი ე რ ი ს ა და სახელმწიფოს ღირსებას !!! ... ... ...ამიტომ მათი ,,იარაღი,, ტოტალური დემაგოგიაა!!!



,, --- ხალხო,იმ სიყვარულისა დავლიოთ,კახურ მრავალჟამიერში რომ მღერიან და მტრობით დანგრეულს,რომ აშენებს.
--- მტრობით დანგრეულს,მტრობავე აღადგენს,სხვა ვერაფერი,დანგრეულის აღდგენას,წართმეულის დაბრუნებას... ხოცვა,ჟლეტა,მტრის განადგურება უნდა! სხვანაირად არა გამოვა რა,ეგენი სიძულვილს შეუძლია,და არა სიყვარულს!
--- რათა კაცო ?!... ჩემო ვახტანგ,დაუშვათ მოვიდა მტერი,გაგითელა შენი მოდგმით ნაკარნახევი ცხოვრების წესი,შეგიგინა სარწმუნოება... ცხადია,ამ კაცს კლავ,მაგრამ მიტომ კი არ კლავ,რომ გძულს,უპირველესად ყოვლისა,იმიტომ,რომ გაგითელა,შეგიგინა,წაგართვა ის ,რაც გიყვარდა... შენი წინააღმდეგობა სიყვარულიდან იწყება!... ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი დ ა ნ მოდის მსხვერპლის გაღება,თავგანწირვა და ის ძლევამოსილება,წართმეულს,რომ დაგიბრუნებს !... ჩვენი მამა-პაპა უმრავლეს შემთხვევაში იარაღით ხვდებოდა მტერს,დღევანდელი ქართველი ერი,ხო მომავალი თავისი თაობების მამა-პაპაა და რად დაუკრეფია გულს ხელი ნეტავი ?!
--- გადაგვარდა,დაჩიავდა ხალხი,ჯინჯილებზე და ფოჩიან კანფეტებზე გაიყიდა !!!
--- ეგრე უბრალოდ არ უნდა იყოს საქმე ბატონო ვახტანგ! როგორ ფიქრობთ,რაში მდგომარეობს გადაგვარება ... ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი დ ა კ ა რ გ ა ხალხმა: თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს, ს ა მ შ ო ბ ლ ო ს , ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ვ ი ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ...
--- სამწუხაროთ ქალბატონი ნანო მართალია,მაგრამ მე ცოტა სხვანაირად შემოვატრიალებდი მაგას ... ზ ნ ე ო ბ ა დავკარგეთ !!!
ესა თუ ის ე რ ი სახელმწიფოს ვერ დაარსებს ,თუ ამით კაცობრიობას სამსახური არ გაუწია!... საერთაშორისო ფუნქცია,მსოფლიო ისტორიული მისიაა საჭირო ! ... -- ქართველთა სახელმწიფოს შექმნასა და არსებობას,იმან გაუდგა სული,რომ ქრისტიანობისათვის განაპირა გოდოლის როლი ვიკისრეთ აღმოსავლეთში,მეორეს მხრივ,ირანისა და ბიზანტიისათვის იმ ძალად ვიქეცით,რომელსაც ჩრდილოელ მომთაბარეთა სამხრეთული ლაშქრობების გაკონტროლება შეეძლო!... სახელმწიფოს შექმნამ ს ტ ა ბ ი ლ ო რ ო ბ ა გამოიწვია, და ჩვენს მიწა-წყალზე დიდი სავაჭრო გზები გაიდო,განვითარდა ეკონომიკა,რომელმაც აზიურ აღებ-მიცემობაში მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ა ნ ი ადგილი დაიკავა !... ასეთი მსოფლიო ისტორიული მისიის აღსრულუბა , გამუდმებულ ომებსა და თავდაცვას ნიშნავდა და სახელმწიფოც საომარ ყაიდაზე გვქონდა მომართული!... პიროვნებამ,მოქალაქემ ერის ფუნქცია,სახელმწიფოს მისი გაიმეორა!... ომი ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა, ც ხ ო ვ რ ე ბ ა დ თ ქ ო!...ცხოვრება ხო სულიერი და ხორციელი სარჩოს მოპოვების პროცესია,ხოლო ზ ნ ე ო ბ ა ამ პროცესის მომწესრიგებელი ძალა !... შეიქმნა ვითარება,როცა სახელმწიფოსათვის რაიმეს დაშურება,საკუთარი სიცოცხლისათვის დაშურებას უდრიდა,ამიტომ დამკვიდრდა ზნეობრივი პრინციპი!... ჯერ ერსა და სახელმწიფოს, რაც კი რამ მაბადია ! და შემდეგ ვიღებ მისგან იმდენს,რამდენსაც ბედი მარგუნებს!!!...აი რა დავკარგეთ! თუ სამშობლოს დაცვის,სახელმწიფოს შენახვის პირობა ... ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა ,მაშინ ქართველებს და მსგავსი ისტორიის მქონე სხვა ერებს , ცხოვრების ფუძედ, საძირკვლად... სიყვარული ქონიათ! ... სიყვარულს უშენებია,მტრობით დანგრეული !!!

--- ბატონო სანდრო, თქვენ ერთობ საინტერესოდ განმარტეთ,ის,თუ რა დავკარგეთ... სიამოვნებით მოვისმენდი თქვენსავე აზრს იმის შესახებ,თუ როგორ დავკარგეთ და რ ა ნ ი ვ ა რ თ დ ღ ე ს ?!

--- დიახ მზად ვარ, მამაო ჩვენოსავით ვიცი , დავიწყო ელიზბარ ?

--- მიდი სანდრო,მიდი,საუბარი მაინც შევგვრჩეს, ვინ იცის,ხვალ ცოცხლები ვართ ?!

---- ფ უ ნ ქ ც ი ა !!! მსოფლიო ისტორიული მისია დავკარგეთ!... სლავთა სამთავროების გაძლიერებამ, სამხრეთის იმპერიებს , ჩრდილოეთის მომთაბარეთა ტომების შემოსევათა საშიშროება მოუსპო , ბიზანტიის იმპერია დაემხო , და მაღთლმადიდებელი სამყაროს იდეოლოგიური ხელმძღვანელის როლი, რუსეთთმა იკისრა ! --- ზღვაოსნობის განვითარებამ, დიდი სავაჭრო გზები...წყლებზე გადაიტანა! და ერთ მშვენიერ დღეს, აღმოჩნდა,რომ ქართველთა სახელმწიფოს... დანიშნულება გამოეცალა. ქართველი ერის ცხოვრება, ფიზიკური არსებობის შენარჩუნების პროცესად იქცა ! ამ პროცესმა,თავისი ზ ნ ე ო ბ ა გამოიმუშავა, თანთავკერძული ელემენტებით უხვად შეზავებული ,,ზ ნ ე ო ბ ა ,,!... რაც მრავალრიცხოვან დაპყრობთა მოსაგერიებლად, უ ვ ა რ გ ი ს ი იყო! ... ქართველი ერი სულიერად გადაიღალა,ხორციელად განადგურდა... გამოსავალი ერთადერთი აღმოჩნდა,და დასავლურ კულტურასთან პირდაპირი კონტაქტის უ ძ ვ ე ლ ე ს მ ა წყურვილმა, ახალ ფორმაში ჰპოვა განხორციელება !!! ... ევროპის უდიდესი სახელმწიფოს ნაწილად ვიქეცით1...რუსეთთან შეერთებამ გაგვანთავისუფლა : ომებისაგან ,ლეკიანობისაგან, ბაგრატიონთა დინასტიისაგან , და გადასახადების გადახდისაგანაც კი... ქართველი კაცი უამოცანად დარჩა !!! ერი დაემსგავსა ... ს ა შ ო ვ ა რ ზ ე მ ი შ ვ ე ბ უ ლ ნ ა ხ ი რ ს !... 100 წელიწადია ვბალახობთ (უკვე 200!!!)... ჩვენი ფუნქციაა: ვჭამოთ,ვსვათ,შვილები ვზარდოთ!-- აი, ჩემი აზრით, ასე დავკარგეთ ქალბატონო ნანო !!! (ზნეობა და სიყვარული ... თავისუფლების,სამშობლოს, სახელმწიფოებრივი !!!) , --- ხოლო რანი ვართო,რომ მკითხეთ, უდიდეს ბოდიშ გიხდით, მაგრამ უნდა მოგახსენ... ს ა ძ ო ვ ა რ ს გადაგებული,გ ა თ ი თ ო კ ა ც ე ბ უ ლ ი , ყ ო ფ ი ლ ი ე რ ი !!! ... ,,

ჭაბუას ,,დათა თუთაშხიადან ,,!!!

ქართველებო რა არის ?!!! რა ერთმანეთის ლანძღვა-გინება აგიტეხავთ ?!!! ... რატო თესავთ სიძულვილს და გაუტანლობას ?!!! ... ეს ჩვენი მოსისხლე მტრების მიერ შემოგდებული ხერხია .... სიძულვილით შეპყრობილ ადამიანებს ,რა სახელმწიფოს შექმნა შეუძლია... ნუთუ მტერს ემსახურებით?!! და რისთვის... ფულისათვის??? ... და სად არის ღ ი რ ს ე ბ ა ?!!! თავდაჭერილობა , ნებისმიერ შემთხვევაში..კეთილსინდისიერება და მასთან ს ი მ ა მ ა ც ე ?!!!... მამაცი ადამიანი,ხო არასოდეს ილანძღება , სხვისი ღირსების პატივისცემა,თუნდაც მოსისხლე მტრის, იცის და მიტომ!...სად აზრის საღი აზრით მსჯელობა,ანალიზი,სად არის ზრუნვა...მომავალი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარება-განმტკიცებისათვის, ეროვნულ-სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისათვის ?!!! (ერთმანეთის ლანძღვით აპირებთ საქართველოს სახელმწიფოს აშენებას ?!..ასე ხო პირიქით ... მენტალურად აავადმყოფებთ ერთმანეთს და ანადგურებთ?! მოსისხლე მტრის გასახარად?!! )


-- და როდემდე ვიყოთ, საშოვარზე მიშვებული ნ ა ხ ი რ ი ძმებო ? !

და ,რომ თავი დავიხსნათ ,,საშოვარზე გადაგებულიმ,გათითოკაცებული, ყოფილი ერისაგან ,, ...
-- დღეს უდიდესი შანსია იმისა, რომ ფ უ ნ ქ ც ი ა , მსოფლიო ისტორიული მისია აღვიდგინოთ! ... ჩინეთიდან და აღმოსავლეთ აზიიდან, ევროპისაკენ მიმავალი სავაჭრო,თუ ენერგეტიკული გზის დამაკავშირებელი როლი ვიკისროთ!... რასაც მოყვება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ავტორიტეტის აღზევება, გაძლიერება-განმტკიცება ... ... ...და რასაც სამწუხაროდ, უსაზღვრო თავგამოდებით ეწინააღმდეგება: თანამედროვე,არა თუ დიდი ევროპული ,როგორც დღესაც თანამედროვე სამყაროსათვის აღმოჩნდა,რეალურად რუს-მონღოლეთის აზიური იმპერია...ნებისმიერი ხარხებითა და მეთოდებით,ტოტალურიი დემაგოგიითა და გაუგონარი ცბიერებით ,ყველა მიმართულებით,რომ ცდილობს (თავად ქართველთა სიბრიყვის გამოყენებითაც !!!) საქართველოს სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაციას,დაკნინებას,დამცრობას (!!!) და მით უარი ათქმევინოს ქართველობას ...ამ ახალი,ძლიერი მნიშვნელობის ფ უ ნ ქ ც ი ი ს ა თ ვ ი ს !!!... სამწუხაროთ , 200 წლოვანმა რუსეთთან ურთიერთობის ისტურიამ,სრულიად აშკარა გახადა,რომ რუსეთმა ევროპასთან არა დამაკავშირებელის როლი იკისრა,არამედ მათთან ურთიერთობისათვის ... ძლიერ დ ა მ ა ბ რ კ ო ლ ე ბ ე ლ ი !!!(რაც ალბათ რუსულ აზიურ მენტალიტეტში უნდა ვეძებოთ!!!)...

--- დასკვნების გაკეთება არ საჭიროებს, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის .. საჭიროა ბრძოლა და ქმედებები !!!.. რომ რეალურად ჩვენვე უარი არ ვთქვათ ჩვენს ე რ ო ვ ნ ე ბ ა ზ ე !!! (ანუ ალბად საბოლოოდ არ დავრჩეთ... ,, ყოფილი ერი !!! ) და მით ჩვენს მომავალზე !!! ...


--- დაანებეთ ყოფილი ,თუ მის წინა ხელისუფლების ლანძღვა-გინებას თავი ... ეს აბსოლუტურად კარგს არაფერს მოგვიტანს!!!,მათ უდიდესი შეცდონები დააშვებინა მაგ რუს-მონღოლეთის იმპერიამ (ყველა ვარიანტში,ნებისმიერს დაშვებინედნენ და დააშვებინებენ...,,ბოროტების იმპერიად,, მიტომ მოიხსენებს მთელი სამყარო ?!!!), უამრავი ქართველი ვაჟკაცი შეიწირა,ეთნო წმენდა,უსახლკაროდ დარჩენა,სისხლი ,ცრემლი,შიმშილი ...მაგრამ ამავე დროს მაინც წინ მიიწევდნენ... ზვიადის ხელისუფლებამ სახელმწიფოებრიობა აღადგა (რისთვისაც დასაჯეს!), შევარდნაძის მთავრობამ,მიუხედავად იმისა,რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მტერმა დაათმობინა,უსაშინელესი შეცდომები დააშვებინა და მიტომ უდიდესი ცოდვა ადევს... მაგრამ ამავე დროს მათ წამოსწიეს აბრეშუმის გზის მნიშვნელობა სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის , ხოლო მ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ...მართალია ძალზე მტკივნეული ,მაგრამ სერიოზული რეფორმები გაატარა ყველა სახელკმწიფო სტრუქტურაში,სფეროში და რა ქმედითმა ღონისძიებებმაც ,სწორედ ის ევროპა ,სერიოზულად დააინტერესა საქართველოს სახელმწიფოს ფ უ ნ ქ ც ი ი ს ა თ ვ ი ს , მართლა მ ი ს ი ი ს ა თ ვ ი ს !!! ... მიუხედავად იმისა,რომ მასაც სერიოზული შეცდომები დააშვებინეს,სამაჩაბლოს მიწების დაკარგვა და თან კომპრომატებიც დისკრედიტაციისათვის დაუმზადეს ...მაგრამ სწორედ შეცდომები არ აპატია ხალხმა და ... გადაირჩია !!!... მაგრამ მათ,როგორღაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მაინც გ ა ნ ა ვ ი თ ა რ ე ს და დღეს ... საქართველო ,უამრავი პრობლებით,მაგრამ სერიოზულად ცდობადი სახელმწიფოა !!!...

და ეხლა რა ხდება ?!!! იმის მაგივრათ,რომ კიდევ უფრო შემართული და გონიერები,შეცდომებზე ნასწავლი მთავრობა მოსულიყო საქართველოს ხელისუფლებაში,რომ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს და მისი ავტორიტეტის კიდევ უფრო გაზრდისათვის ემოქმედათ !!! .... თავად ეწევიან საქართველოს სახელმმწიფოს დისკრედიტაციას ,თითმის ყველა დასავლურ პოლიტიკური ორგანიზაციებში და...თან უსასრულულოდ ილანძღებიან (?!!!) საკუთარ ყოფილ მთავრობის მიმართ (დასარული უნდა ქონდეს!!!,ამას სახელმწიფო ინტერესები მოითხოვს,თუ მის წინააღმდეგ შეგნებულად არ მოქმედებ! !!),არად იმით აკრიტიკებდნენ გასულ მთავრობას,მერე რა,რომ რუსი ჩვენი მოსისხლე მტერიაო,მაინც არ უნდა ლანძღოოო,კარგია,გასაგებია!! 200 წლიანი
მოსისხლე ,უბოროტესი მტერი და მისი ხელისუფლება არ უნდა ლანძღო და საკუთარი უნდა ლანძღოო?! თანაც საჯაროდ,რომელიც ამ უმწვავეს ეტაპზე, უდიდეს ზიანს აყენებს ...უპირატესად ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს , მ ი ს ახალი ფ უ ნ ქ ც ი ი ს მ ა ტ ა რ ე ბ ლ ი ს პ რ ე დ ე ნ დ ე ნ ტ ს და .. თუ ასე გაგრძელდა... საქართველო ისევ დაუბრუბდება .. რუსულ-მონღოლურ წუიაღში,ტოტალიტარულ-კრიმინალურ პოლიტიკურ სისტემას და ... ასე დავრჩებით . .. მ ა რ თ ლ ა ყ ო ფ ი ლ ი ე რ ი!!!!... ეს არის თქვენი ოცნება ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო !!!... გ თ ო ვ თ შეწყვიტეთ ლანძღვა დ ა საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელობასა და მომავალ ფუნქციაზე იმსჯელოთ,ვიმეორებ საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაზე,მომავალზე ი მ ს ჯ ე ლ ე თ!!! ... ჩვენი დიდი მამულიშვილების ილიას,ვაჟას,აკაკის ... ... ... ოცნებების ასრულებაზე იფიქრეთ და არა ...მტრის გასახარად ერთმანეთი გაწიროთ და დაადებილოთ,ნახირად გაქციოთ და მერე ცალცალკე,რომ შეგჭამოთ და გაგაქროთ...გაგვაქრონ როგორც ერი?!!


აკაკის ანდერძი:":"მონას რად უნდა კრული სიცოცხლე/ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი?/სჯობს მონობაში გადიდკაცებულს/თავისუფლების ძებნაში მკვდარი!"...
ხათუნა
01 ოქტომბერი 2013 11:14
ამატირა ამ სტატიამ... ძაღლები ერთგულებთან ერთან ძალიან სანდო და საყვარელი ცხოველები არიან. ერთი ძაღლი გვყავდა, რექსა, ძალიან ჭკვიანი იყო, ეზოს ძაღლი იყო, აივანზეც ხშირად ამოდიოდა. აივანზე, მაგიდაზე ხორცია საჭერი რომ დაგედო და მთელი დღის მშიერი ყოფილიყო, ხორცისკენ არც გაიხედავდა, არამც თუ პირს დააკარებდა. სადმე თუ წავიდოდი 2-3 დღით, სახლში მისულს ორ ფეხზე წამოდგებოდა და ადამიანივით ჩამეხუტებოდა. რომ მოკვდა ადამიანივით დავიტირე...
ძია
01 ოქტომბერი 2013 11:11
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადრე თუ გვიან ახალი ომი მაინც დაიწყება ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად, ისე უტიფრად იქცევიან და ექცევიან საქართველოს...

"სტრატეგიული მოთმინების" გარდა, არსებობს ალტერნატიული გამოსავალიც, რომელიც ამ მოთმინების შემდეგ უნდა განხორციელდეს.

როგორც არ უნდა გვეშინოდეს მუსულმანობის აღზევებისა ჩრდილო კავკასიაში, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის დაძაბუნებასთან, როგორც არ უნდა გვინდოდეს იმას, რომ ომს ნგრევა, შიმშილი და სიკვდილი მოაქვს ყველა მხარეს, რუსეთი უნდა დაძაბუნდეს და მაშინ გაუმარჯობს წმინდა სამამულო ომს ოკუპანტების წინააღმდეგ! ...ოღონდ მაშინ, როცა რუსეთი დაძაბუნდება, - დღეს რომ წამოვიწყოთ, ჩაგვყლაპავს და კიდევ უფრო ადვილად ჩაგვყლაპავს, ვიდრე 2008 წელს, რადგან ახლა ყველა სტრატეგიული სიმაღლე ცხინვალის რეგიონში ოკუპანტების ხელთაა...

დაე, არ შერჩეთ ოკუპანტებსა და სეპარატისტებს ჩვენი წინაპრების სისხლითა და ოფლით გაპოხიერებული წმინდა ქართული მიწა! ეს სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, რომ ცხინვალი უტიფრად აქვთ წართმეული დუშმანს და დასაბრუნებელი გვაქვს!
ძია
01 ოქტომბერი 2013 10:56
ჯერ ისედაც ძაღლი ჩემი სისუსტეა და ამ ამბების გამო ძალიან მანადგურებს, ასეთ რამეს რომ ვიგებ... სულ ჰიგარი მიტრიალებს ახლა...

ბიმი,

შენ ყველაზე ერთგული და პატრიოტი ხარ ამჟამად საქართველოში!!!

თან არ დაგავიწყდეთ, ყველა ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით ის სამი სახლი, რომლებიც პატრონებმა დაშალეს, ქარელის რაიონის ტერიტორიაზეა და არ ეკუთვნის სოფელ მუგუთს. ანუ ამ ისედაც უსამართლო ოკუპაციას კიდევ უსამართლო მოთხოვნაც ემატება ოკუპანტებისგან...

ბიმი, საოცრება ხარ!!!

იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?