რას ერჩოდით ცივეტას?!
რას ერჩოდით ცივეტას?!
მსოფლიოში ყველაზე ძვირი ყავა ცივეტას განავლისგან მზადდება

ზოოპარკში ვეფხვის და ლომის ვოლიერზე ასვლის და ცხოველების თავზე დაშარდვის მსურველებიც გამოჩნდნენ

მოზარდები ცდილობდნენ, ეკლები გამოეძროთ მაჩვზღარბასათვის



მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა "კოპი ლუვაკ"-ი ინდონეზიაში მზადდება და თანაც, არც მეტი, არც ნაკლები ცხოველის განავალისგან. კილოგრამის ფასი 400 დოლარია. მას ვივერისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, პატარა ცხოველი ცივეტა "შობს". ამ ეგზოტიკურ არსებას ძალიან უყვარს ყავის მარცვლების ჭამა. თანაც ღორმუცელაც ყოფილა და იმაზე მეტს მიირთმევს, ვიდრე მის
კუჭს შეუძლია გადაამუშავოს. შესაბამისადმ ცივეტა განავალს ყავის მთელ-მთელ მარცვლებს აყოლებს, რომელზეც ცხოველის საჭმლის მომნელებელი ფერმენტები თურმე ჯადოსნურად მოქმედებს და ყავას საოცარ გემოსა და არომატს სძენს. არ ვიცი, ვინ და როგორ მიაგნო ამ საიდუმლოს და პირველად ვის გაუჩნდა იდეა, ცივეტას განავალიდან მოპოვებული ყავის მარცვლებით მოედუღებინა ეს
სასმელი, მაგრამ ფაქტია, მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი იაპონიაში "კოპი ლუვაკ"-ი ძალიან პოპულარულია. გარდა ამისა, ცივეტას პერინეალური ჯირკვლის სეკრეტი მრავალი სუნამოს ძირითადი ინგრიდიენტია.

ცივეტა მშვიდი და უწყინარი არსებაა, არავის არაფერს უშავებს, მით უფრო თუ ზოოპარკის ვოლიერშია ჩაკეტილი. მიუხედავად ამისა, თბილისელ მოზარდებს მასზე ძალადობის სურვილი გაუჩნდათ და რამდენიმე დღის წინ საბრალო, უმწეო ცხოველი კინაღამ ვოლიერში გამოწვეს. რომ არა ზოოპარკის დაცვის თანამშრომლები, ბავშვური ოინები (რომელსაც კანონი სამართალდარღვევის კლასიფიკაციას ანიჭებს და შესაბამისი მუხლით განსჯის) სავალალო შედეგით დასრულდებოდა. საბედნიეროდ, ცივეტას მხოლოდ ბეწვი დაუზიანდა. არავის უცდია დამნაშავეთა შესაბამისი ორგანოებისთვის გადაცემა, რადგან ისინი მოზარდები არიან...

სამწუხაროდ, ასეთ მავნე მოზარდებსა თუ მოწიფულ ადამიანებს ხშირად წააწყდებით ზოოპარკში. ერთ დღეს ნიანგის ვოლიერთან მდგომი ახალგაზრდა ქალი, ორი მამაკაცი და ბავშვი გამეტებით ურახუნებდნენ სქელ მინას. შეიძლება გატყდეს და ცუდი შედეგი მიიღოთ-მეთქი, გავაფრთხილე... მათ კი აგრესია ჩემზე გადმოიტანეს: "გატყდეს, მერე რა? ნიანგი მოწყენილია და უნდა გავამხიარულოთ" - მიყვირა ახალგაზრდა ქალმა.

არანაკლებ აგრესიულებს მაჩვზღარბას ვოლიერთან წავაწყდი. თინეიჯერები ცდილობდნენ, ეკლები გამოეძროთ ცხოველისთვის.
ისეთებსაც შევხვედრივარ, იაგუარის ვოლიერს წიხლს რომ ურტყამდნენ, ან მგლების სამყოფელს ურახუნებდნენ ფეხებს, რათა მგლები შეეშინებინათ.

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ხშირია ცხოველის დაზიანების შემთხვევები. ესვრიან საგნებს, ანთებულ სიგარეტს, აჭმევენ აკრძალულ საკვებს... - დაგვეხმარეთ, იქნებ ერთად შევაჩეროთ ეს ბოროტება - ითხოვს ადმინისტრაცია.

არაერთხელ ითქვა, რომ ცხოველის მიმართ სადისტური მოპყრობის მიზეზი აღზრდაში იმალება. თავის დროზე სკოლაში რომ ესწავლებინათ რა სარგებლობა მოაქვს ცივეტას, ხომ მიადგებოდნენ ზოოპარკში გამოკეტილ ცხოველს მოზარდები ყავის მარცვლებით, რომ მერე ფული გაეკეთებინათ.... ხომ აშენდებოდა ქვეყანა? გვეყოლებოდა ღორი, თხა და შინაური ცივეტაც. ხუმრობა იქით იყოს და იქნებ სწორედ იმაშია გამოსავალი, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ, რომელ ცხოველს რა სარგებლობის მოტანა შეუძლია, იქნებ ცხოველის შეურაცხყოფისა და წამების სურვილი აღარ გასჩენოდა ზოგიერთს.

სამწუხაროდ, თბილისის ზოოპარკში ვეფხვის და ლომის ვოლიერზე ასვლის და ცხოველების თავზე დაშარდვის მსურველებიც გამოჩნდნენ, რომელთა ჩანაფიქრიც კინაღამ მათთვის სავალალოდ დასრულდა...

ვფიქრობ, დროა, ცხოველთა წამებაზე მკაცრი რეაგირება მოახდინონ სამართალდამცველებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ცხოველის დაცვის კულტურა კიდევ დიდხანს არ იარსებებს და ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც დღეს ცივეტას, ხვალ სირაქლემას, ზეგ კი ადამიანს წაუკიდებენ ცეცხლს...
მკითხველის კომენტარი (32)
ქეთი
23 მაისი 2017 14:55
აუცილებლად უნდა დაისაჯონ ასაკისდა მიუხედავად,შიში უნდა დარჩეთ ბოლომდე,რომ მსგავსი სხვამ არ ჩაიდინოს.
mancho
27 ივნისი 2015 00:27
როგორ შეიძლება უნდა დაჯარიმდნენ რომ მიხვდნენ დანაშაულს და აგარ ჩაიდინონ შიშით მაინც თორემ ეგეთებს გული მაინც არ ექნებბათ დიდობაში


.
14 ივნისი 2015 14:06
მართალი ხარ, ეკა!
დიდი ბოროტება პა
???
22 იანვარი 2015 12:30
ასეთ შემთხვევაში, ზოოპარკმა უნდა დააწესოს ფინანსური ჯარიმა. თუ დამნაშავე მოზარდია, დაჯარიმდნენ მისი მშობლები, რომლებიც ვერ ზრდიან შვილს ადამიანად.
kaxi
11 აგვისტო 2014 12:11
რახან ბავშვები არიან ამიტომ არ უნდა დაისაჯონ? ხვალ ეგენი უარსს გააკეთებენ დაუსჯელობით გათამამებული. გადაახდევინონ მათ მშობლებს შესაბამისი ჯარიმა და ნახეთ ასე თუ მოიქცევიან ეს პატარა სადისტები. ეგენი ადამიანებს წაუკიდებენ ცეცხლს ისე რომ ხელი არ აუკანკალდებათ. ჰოდა ეფერეთ ამისთანებს საზღვარგარეთ როგორც ვთქვი ასე მოექცეოდნენ რომ სხვამ არ გაბედოს მსგავსი რამ.
nat
03 დეკემბერი 2013 12:42
აუცილებლად უნდა იყოს ყველა ცხოველთან ვიდეოკამერა, რას ერჩიან ამ უმწეო ცხოველებს გამაგებინეთ ესეთი სადისტები რატომ იბადებნიან საერთოდ :(. ზოოპარკში შესვლის წესები უნდა გააცნონ ყველას ბუკლეტები დაურიოგონ და დააჯარიმონ ყველა ეგეთი სადისტი ან 24 საათიანი პატიმრობატს რომ მიუსაჯონ უმჯობესი უქნება, ეგეთს რამენაირად თუ არ შეაგნებინე სხვანაირად არ მოიშლის
anuka
03 დეკემბერი 2013 12:18
ცხოველები უნდა იყვნენ გალიაში და მასეთი ადამიანები თავისუფლათ დადიოდნენ ? ისინი უფრო არ უშავენებ ადამიანებს არაფერს ვიდრე ადამიანებივე . მსგავსი რამ უნდა ისჯებოდეს ან ფულადი ჯარიმიტ ან თავისუფლების აღკვეთით . ასეთი ადამიანები უბრალოდ არ უნდა შეიწყალო ადამიანებათაც არ უნდა ჩათვალო..
giorgi
03 დეკემბერი 2013 11:35
rero გეთანხმები უნდა აიღონ და ეს ბავშვებს აწმენდინონ ზოოპარკის გალიები და მერე ისწავლიან იმედია ამ ცხოვრებაში რამეს.
ana
03 დეკემბერი 2013 11:24
ოჯახიდან მოდის ეს ყველაფერი და რაც მთავარია იციან რომ არავინ არ დასჯით. ჩემი აზრით კარგად უნდა ცემო მასეთი ბავშვი, თანაც სხვის დასანახად, რომ მეორემ აღარ გაბედოს იგივეს გაკეთება
petre
03 დეკემბერი 2013 09:04
დასაჯეთ ყველა დამნაშავე მართლზომიერად!

როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?