დღის ფოტო - ფრაუ ფიშერი ფაფახითა და კომბლით ხელში - კვირის პალიტრა

დღის ფოტო - ფრაუ ფიშერი ფაფახითა და კომბლით ხელში

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი და პირველი ლედი მარგიტ ფიშერი იმყოფებოდნენ, მათ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და მისმა მეუღლემ მაკა ჩიჩუამ უმასპინძლეს.

ავსტრიის პირველი წყვილი მცხეთაშიც იმყოფებოდა, სტუმრებმა ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერეს.

ავსტრიის დელეგაციასთან ერთად, მცხეთაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ფოტო, რომელზეც ფრაუ ფიშერი ქართულ ფაფახში და კომბლით ხელშია გადაღებული, სწორედ მცხეთშია გადაღებული.

ავსტრიის პრეზიდენტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

ავსტრიის პრეზიდენტმა მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად საქართველო უკვე დატოვა.