მენეჯმენტის უბადლო ცოდნით ვაშენეთ ევროპისთვის გასაკვირი, კეთილდღეობითა და სამართლიანობით გაჟღენთილი, ცამდე აზიდული ქართული დემოკრატია... ვაშენეთ, ვიამაყეთ და... ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაგვემხო ჩვენი ქმნილება. არა თუ ჯგუფებად დავიშალეთ, არამედ ჯგუფებს შიგნითაც დავიშალეთ.
მიღებულია, რომ პოლიტიკა ჭადრაკის თამაშს შეადარონ, თავისი კლასიკური დებიუტით, მიტენშპილის მრავალსვლიანი გათვლებით და კომბინაციებით, პოზიციური მანევრირებით, შეწირვებით და ბოლოს საარჩევნო ენდშპილით, რომელიც უკეთესი მოთამაშის გამარჯვებით სრულდება.
გვეშველება რამე?!. - ეს არის კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად მისვამენ უცნობი და ნაცნობი ადამიანები მოქმედი, წინა და იმის წინა ხელისუფლებების პირობებში.
დადგა ახალი იმედებით, ოცნებებით და პერსპექტივებით, ასევე ახალი საფრთხეებითა და გამოწვევებით აღსავსე 2018 წელი. სამყარო იცვლება თავბრუდამხვევი სისწრაფით, დინამიურად, დრამატულად.