სად ვიყავით, სად ვართ და საით უნდა ვიაროთ? - "საგზაო რუკა" გია ხუხაშვილისგან
23-12-2013
სად ვიყავით, სად ვართ და საით უნდა ვიაროთ? - "საგზაო რუკა" გია ხუხაშვილისგან
ძალაუფლება - ყველაზე მძიმე გამოცდა, რომლის ჩაბარებამაც შეიძლება მოუწიოს პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს...

სად ვიყავით, სად ვართ და საით უნდა ვიაროთ?

2012 წელი - საბჭოური სამყაროს დასასრული“საქართველოში. სააკაშვილის რეჟიმი გახლდათ სისტემის ბოლო, მოდიფიცირებული, კარგად შენიღბული და თანამედროვე ვითარებაში ადაპტირებული ხელისუფლება თავისი ფსევდოფასეულობებით, იდეოლოგიით, მიზნებითა და ამოცანებით, ფასადზე გამოფენილი, მომავალზე ორიენტირებული სლოგანებით. ის დაუნდობლად, ცეცხლითა და მახვილით მიგვაქანებდა ავადსახსენებელ წარსულში, სადაც არათუ ევროპული ფასეულობების, არამედ გვიანი საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი უფლებებისთვისაც კი
აღარ რჩებოდა ადგილი. მისი მმართველობა უფრო წააგავდა 30-იან წლებში შეუზღუდავი ძალაუფლებით აღჭურვილი, საკუთარ ხალხზე მონადირე, ახალგაზრდა, კაცთმოძულე კომისრების თარეშს.
ეს დამთავრდა.

2013 წელი პირველად საქართველოს ისტორიაში, ადმინისტრაციული და პროპაგანდისტული რესურსის გამოყენების გარეშე, კონკურენტულ გარემოში, ჩავატარეთ საპრეზიდენტო არჩევნები. სწორედ ამით და არა ფსევდოპოლიტიკური აქტივისტების ე.წ. მუშაობით
შეიქმნა მყარი საფუძველი იმისა, რომ მოგვეხდინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. შესაბამისად, ეს არის მთელი ქართველი ხალხის, ყველა იმ ადამიანის დამსახურება, ვინც საარჩევნო ყუთთან მივიდა და გააკეთა ესა თუ ის არჩევანი.

ეკონომიკაში ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმიდან, სადაც ეკონომიკური სისტემები მონოპოლიებისა და კარტელური შეთანხმებების საშუალებით მთლიანად ინტეგრირებული იყო ხელისუფლებაში, დაიწყო გადასვლა საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელ ურთიერთობებზე. ეს მოხდა რბილად, ყოველგვარი ქონების გადანაწილების გარეშე, რამაც მოხსნა სერიოზული ეკონომიკური რყევების საფრთხე და შესაბამისად, შეიქმნა გრძელვადიანი ინვესტიციების განთავსების საფუძველი ცივილიზებული ინვესტორისთვის, რომელიც მიჩვეულია კონკურენტულ გარემოში მუშაობას და არა ხელისუფლებასთან „მეგობრობით“ წარმატების მიღწევას. იმისათვის, რომ ინვესტიციების დაცვის გარანტიები მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული, შეიქმნა „თანაინვესტირების ფონდი, რომელიც გახდება ნებისმიერი პრიორიტეტული პროექტის პარტნიორი.
სამართალდამცავმა სისტემამ შეიძინა ადამიანური სახე. გაქრა შეგრძნება იმისა, რომ ყველას გვისმენენ და გვითვალთვალებენ.

რა ამოცანები გვაქვს გადასაწყვეტი და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა 2014 წელს?
უპირველესად, არ უნდა ავყვეთ ჩვენთვის დამახასიათებელ ეიფორიას და არ დავიწყოთ დროზე ადრე ზეიმი. პროცესს ჯერ კიდევ არ მიუღია შეუქცევადი ხასიათი. ჯერ მხოლოდ ვიწყებთ და წინ გრძელი გზა გვიძევს იმისათვის, რომ არა მხოლოდ მექანიკურად გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი და შესაბამისად, ვიქცეთ მის პერიფერიულ ბალასტად, არამედ ჩამოვყალიბდეთ თანამეგობრობის კონკურენტულ, ღირსეულ წევრად.

მომავალ წელს ხელი უნდა მოეწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ამისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ.
ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს ახალ კონსტიტუციურ სისტემაში ეფექტური მართვა.
საფუძველი უნდა ჩაეყაროს საპარლამენტო ქვეყნისთვის დამახასიათებელ მულტი-პარტიულ დემოკრატიას. ეს ურთულესი ამოცანაა, რადგან ამ დროისათვის ქვეყანაში არ არსებობს ერთ იდეოლოგიაზე აგებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს უნარი, სამომავლოდ აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე.

სწრაფი ტემპით უნდა დავიწყოთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება, რათა მომხმარებელი ქვეყნიდან ვიქცეთ მწარმოებელ ქვეყნად. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ გრძელვადიან ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას.

"კვირის პალიტრის" მკითხველს ვუსურვებ ბედნიერებასა და კეთილდღეობას კარს მომდგარ 2014 წელს.
-----------
25 დეკემბერი 2013 15:08
ვეთანხმები გლახუნას.
murmani
25 დეკემბერი 2013 14:59
ბატონო გია თქვენს ნაჩვენებ გზას მე ვერ ვხედავ.-რაც შეეხება ევროკავშირს,ეს ევროპული კოლმეურნეობაა.-ნატოში არ მიგვიღეს,აქაოდა მზად არახართო.ევროკავშირში გვექაჩებიან,ეხვეწებიან უკრაინასაც. ეს გზა მთელმა ქართველმა ხალხმა კი არ აირჩია არამედ 26%მა,ხოლო დანარჩენმა 74% ხმა საერთოდ არ მოგცათ.
ცივილიზებულ სამყაროში არჩევნებში 46%-ის მონაწილეობა ფაქტიურად არშემდგარი არჩევნებია.ჩვენ XXI-საუკუნეში მივბრუნდით უკან გამოქვაბულისაკენ,ეს გიხარიათ?
-ევროპა არ იყო, ქრისტიანობის აკვანი კონსტანტინეპოლი ისე გაწირა ისლამისათვის, არც მოუნანიებია და თქვენ გგონიათ საქართველოს ბედი ანაღვლებთ? ხომ ნახეთ რა გააკეთა მერკელმა რუსეთის გაზის სანაცვლოდ და კიდევ ამათი იმედი გაქვთ?დიდი პატივისცემით მურმანი.
megzuri
24 დეკემბერი 2013 21:58
ბატონებო, აუცილებებელია ადამიანების ჩართულობა
ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებში, მაგრამ ამას სჭირდება
ნორმალურ ენაზე საუბარი: არ ვარგა გინება და ა.შ...
მრჩება აზრი რომ ოცნებას არ უნდა არაფრის გაკეთება..
მათ გონიათ რომ სანამ ობამა თეთრ სახლშია მათ ბუზს
ვერ აუფრენენ,.. მე პირადად ეს მცდარად მიმაჩნია.
ხალხი 8-წელიწადში მიეჩვია იმას რომ ყოველი დღე რაღაც ახალი რამ კეთდებოდა, შეეჩვია იმას რომ პრეზიდენტი კვირაში 2-ჯერ 2-წრეს შემოავლებდა საქართველოს და ყველაფერში ჩაერეოდა გაერკვეოდა... ეს უკვე არ არის და ყველაფერი თვითდინებას მიეცა..პარლამენტში აქტუალური მხოლოდ პრეზერვატივაბის საკითხი იყო გასულ 2013-ში
სააკაშვილი და მისი გუნდი ბოლომდე რევოლუციურ
გუნდად არის დღემდე ისინი როდესაც მთავრობას აკრიტიკებენ ბესელიას და კობახიძეს მხოლოდ ის რჩებათ
საპასუხოდ რომ თურმე ციხეებში პატიმრების უფლებები
ირღვეოდა... კი ბატონებო ეს არის ასე, მაგრამ იმას
რატომ არ ვამბობთ რომ ამ დუნდმა ააშენა ის ახალი
ციხეები???? რომლების ევროპული დონით რომ იწონებთ
თავს??? რატომ არ იხსენებთ იმას რომ მინისტრის ხელფასი 330 ლარი რომ იყო და იმ ადგილზე დაჯდომა
4-ი წლით 4-ი მილონი დოლარით ფასდებოდა??..
იქნებ ისიც გაიხსენოთ როგორ დონეზე იყო კორუფცია??
როდესაც ამბობენ რომ ატერორებდნენ ბოზნესმენებს...
რატომ არ ვამბობთ ბოლომდე იმას თუ რა ხდებოდა
შევარდნაძის დროს??? ვის ჯიბეებში მიდიოდა სხვაობა
7,5 მილიარდსა და 800 მილიონს შორის??..
და ბოლოს ჩვენი ქვეყანა იყო ჭაობში ჩაძირული დამპალი
გემის მაგვარი რაღაც და არსაიდან არავითარ შველას არ
ელოდა ხალხი..ნაცინალებმს ყველაფერი ეს გააცამტვერეს
და რიგით მოქალაქეს მიეცა იმის იმედი რომ მათ შვილებს
ექნებოდათ ნორმალური ქვეყანა.
ის რომ იყო გადაცდენები ესეც ფაქტია, მაგრამ არა ისეთი რომლის დახატვას ცდილობენ, ჩვენ ყველანი ამ
ქვეყანაში ვცხოვრობთ და არც ერთ პარლამენტარზე
ნაკლებად არ ვერკვევით არსებულ სიტუაციაში...
მაგალითისათვის მიპასუხეთ ვის ჯიბეებში წავიდა ის მილიარდი რომელიც აკლია 2013 ბიუჯეტს??. აბა ვის
შეუძლია აგვიხსნას???
ის რომ ოცნებას არ ყავს პროფესიონალი კადრები ფაქტია
მაგრამ არ შეიძლება ჯიუტად იძახოთ ის რომ ყველაფერი
კარგად მიდის...
ის რაც ცუდი იყო გამოვასწოროთ ხოლო კარგი შეძლების და გვარად გავაუმჯობესოთ....


რედაქტორის რჩევით