შულერისა და ბრიყვი ბანკირის მორიგი პარტია - "ქართული ოცნება" ქართული რეალობის პირისპირ
შულერისა და ბრიყვი ბანკირის მორიგი პარტია -  "ქართული ოცნება" ქართული რეალობის პირისპირ
მიღებულია, რომ პოლიტიკა ჭადრაკის თამაშს შეადარონ, თავისი კლასიკური დებიუტით, მიტენშპილის მრავალსვლიანი გათვლებით და კომბინაციებით, პოზიციური მანევრირებით, შეწირვებით და ბოლოს საარჩევნო ენდშპილით, რომელიც უკეთესი მოთამაშის გამარჯვებით სრულდება.

ქართული პოლიტიკა კი აზარტულ თამაშს, უფრო კონკრეტულად კი პოკერს გვაგონებს, სადაც ბანკი ერთ მოთამაშეს უჭირავს, თამაში მაინცდამაინც კარგად არ იცის, ყველა დარიგებას აგებს, მაგრამ ფსონების მუდმივად გაორმაგების ხარჯზე ბოლოში მაინც მოგებული რჩება. იმის გამო, რომ მისი მოწინააღმდეგე ცნობილი შულერია, მაყურებელიც თანახმაა ამ უხარისხო, უინტერესო
თამაშის შედეგები აღიაროს, იმის იმედით, რომ ბანკირი თამაშს ახლა მაინც ისწავლის.

ამასობაში თითქოს გაკოტრებულმა შულერმა, ბანკირის შეცდომების ხარჯზე, კაპიტალი მეთოდურად გაასამმაგა და ფინალური პარტიისთვის ემზადება.

საკუთარ თავზე გაბრაზებული მაყურებელი კი, რომელსაც არ მოსწონს არჩევანი ბრიყვსა
და შულერს შორის, მაგიდასთან ახალ მოთამაშეებს ელოდება.
რა მოცემულობა გვაქვს დღეისათვის და უნდა ველოდოთ თუ არა სერიოზულ ცვლილებებს საპარლამენტო არჩევნებისთვის? - "ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკური ამოცანაა "ქართული ოცნების" მიერ ნაჩუქარ ელექტორატში საბრძოლო განწყობის შენარჩუნება. ამ ამოცანის შესრულებისთვის აუცილებელია პოლიტიკური ტაფისთვის მუდმივად ცეცხლის შეკეთება მარტივად, გასაგები დღის წესრიგით. ეს არის რიგგარეშე არჩევნები პროპორციულ სისტემაზე გადასვლით. "ქართული ოცნება" კი ცდილობს, რომ "ამაყი სახით" უარი განაცხადოს მათთან მოლაპარაკებებზე, მაგრამ იგნორირების პოლიტიკა არ იქნება მარტივი გასატარებელი. საქმე იმაში გახლავთ, რომ იგივე მოთხოვნებთან სოლიდარულია პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური სპექტრი. მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობასთან" მკვეთრად დაპირისპირებულიც.
შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" რომც მოახერხოს არჩევნების 2020-მდე "მითრევა" საარჩევნო სისტემის შეუცვლელად, იმხელა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშე დადგება.

ამ პერიოდში მწყობრი იდეოლოგიური ჩარჩოს არარსებობის პირობებში ქართულ ოცნებას კონსერვატულ ფლანგზე საგრძნობლად "მიანგრევს" "პატრიოტთა ალიანსი", ხოლო ლიბერალურზე "ნაციონალური მოძრაობა", თავისი სატელიტებით. ამასობაში, თუ გამოჩნდენ ახალი პოლიტიკური ცენტრები, რომლებიც "ანტი-მიშას" ელექტორატს აითვისებენ, "ქართული ოცნება" თავისი ბანკით მაგიდის მიღმა დარჩენის საფრთხის წინაშე დადგება.

შესაბამისად, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფალს მეორეხარისხოვან პროდუქტში ასმაგი ფასის გადახდა მოუწია, საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა მთელი მისი კაპიტალიც აღარ ეყოს ბანკირის სტატუსის შენარჩუნებას.

რა უნდა გააკეთოს "ქართულმა ოცნებამ" იმისათვის, რომ ამ მწარე რეალობის წინაშე არ დადგეს?

ეს არის კითხვა, რომელზეც მოსაზრებებს შემდგომში გაგიზიარებთ.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


სიმართლე.
01 იანვარი 2019 21:22
შულერი, ბრიყვის სახით. კარგი გვარი და სახელი შეურჩევია თავისთვის. რა არის ცხოვრება?
მარი-ს!
01 იანვარი 2019 21:17
პროპორციულად არჩეული, უფრო, დაკომპლექტებული დეპუტატები, არიან მთავრობის სალარო, ფულის ტომრები, ტვინით ბუტაფორები, თავისი ბიზნესის "კრიშები" და შეიძლება ეწოდოთ, "კრისებიც", თავში წამოსარტყამი პაიკები.
ალექს
20 დეკემბერი 2018 11:11
150 დეპუტატი არა გვჭირდება,83 მაჟორიტარი საკმარისია +11 ან 12 სენატორი !

თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?