სამი ტესტი პატრიოტიზმზე პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის
სამი ტესტი პატრიოტიზმზე პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, - ეჭვი არ მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილს უყვარს ეს ქვეყანა. მისი პროექტები უფრო სოციალური ხასიათისაა, ვიდრე კომერციული. შესაბამისად, საქართველოში ბევრად მეტს ხარჯავს, ვიდრე შოულობს. ის საკმარისად ჰუმანურია ოპონენტებთან ბრძოლაში და არ მიმართავს განსაკუთრებით სასტიკ მეთოდებს.

თუმცა, პატრიოტიზმი არ გულისხმობს მხოლოდ სიყვარულს, უანგარობას და ჰუმანიზმს. მისი არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია სახელმწიფოებრიობის აღქმა, მისი მშენებლობა, მისი პატივისცემა და მისთვის თავგანწირვა.

იმისათვის, რომ მან დაგვიდასტუროს საკუთარი
პატრიოტიზმი, ამ ისტორიულ მოცემულობაში, ჩემის აზრით, ჩასაბარებელი აქვს რამდენიმე ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მისი პატრიოტიზმი მოიკოჭლებს და შესაბამისი ადგილი მივუჩინოთ, როგორც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში, ასევე ისტორიაში, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.

სანამ საკუთრივ ტესტებზე გადავალ, მოკლედ აღვწერ არსებულ ვითარებას ყოველგვარი დრამატიზების გარეშე.
ეკონომიკის მანკიერი
სტრუქტურა არ ქმნის იმის საფუძველს, რომ მისი ზრდა ადამიანების კეთილდღეობად კონვერტირდეს. არსებული წმინდა სოციალური პროექტები მნიშვნელოვანია, მაგრამ ღირსეული ცხოვრების საშუალებას არ იძლევა. შესაბამისად, მაღალი სოციალური რისკები ძალაში რჩება და კიდევ უფრო ღრმავდება, მიუხედავად ოპტიმისტური სტატისტიკისა.

ინსტიტუციური ცენტრები აცდენილია ძალის ცენტრებს, რაც ბუნებრივად გამორიცხავს პროფესიონალიზმზე და პასუხისმგებლობის განცდაზე აგებული, მეტ-ნაკლებად ეფექტური მმართველობითი სისტემის ფორმირებას. სისტემა განიცდის დეგრადაციას და ვერანაირი საკადრო გადაადგილებები ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. შესაბამისად, ადრე თუ გვიან პოლიტიკური კატასტროფა გარდაუვალი ხდება. რაც უფრო გვიან, მით უფრო მძიმე ფორმით მოხდება მოსახდენი.
ქართველმა ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებზე მოწყალება მის სასარგებლოდ კი არა, მიშას საწინააღმდეგოდ გაიღო. ყველა მანკიერება შეამჩნია, მაგრამ ბოლოჯერ აპატია უარესის შიშით. ფასი, რისი გადახდაც მას დასჭირდა ამ შედეგის მისაღებად არის უკიდურესად დრამატული. თუ წინა ხელისუფლებებმა საქართველოს ტერიტორიების 20% დაკარგეს, მან საქართველოს მოქალაქეების მინიმუმ 20% დაკარგა, რომელიც არ ცნობს და არ აღიარებს. რა უფრო ტრაგიკულია, თვითონ შეაფასოს. მან მიიღო "სამოქალაქო აფხაზეთი" საქართველოში.
ალბათ, კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ აღარ დაგღლით და პირდაპირ ტესტებზე გადავალ.

ტესტი 1.
უნდა აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი, ანუ ინსტიტუციური და ძალის ცენტრები მოვიდნენ ერთმანეთთან თანხვედრაში. იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც ერთადერთი ძალის ცენტრის ძალაუფლებისგან ჩამოშორებამ შესაძლოა საერთოდ ჩამოშალოს ისედაც მყიფე კონსტრუქცია, რჩება ერთადერთი გზა - ის უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის რანგში, რაც ერთადერთი გზაა სახელმწიფო მანქანის ეფექტურად ასამუშავებლად.

ტესტი 2.
მან მკვეთრად და ერთმნიშვნელოვნად უნდა გამიჯნოს საკუთარი და სახელმწიფო რესურსები. სხვა შემთხვევაში საუბარი რაიმენაირ დემოკრატიულ პროცესზე და პოლიტიკური სივრცის გახსნაზე ზედმეტია. არსებული აღრევა კი სახიფათოა არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ სამომავლოდ საკუთრივ მისთვისაც.

ტესტი 3.
ჩამოყალიბდეს და უზრუნველყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების უკვე 2020 წელს ჩატარებასთან დაკავშირებით. მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება არის ერთადერთი გზა იმ სახელმწიფოებრივი რისკების გადასალახად, რისი კონტურებიც სრულიად აშკარად გამოიკვეთა.

მე ამით შემოვიფარგლები. ალბათ ბევრი რამის დამატება შეიძლებოდა. თქვენ დაამატეთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

არ დაბლოკოთ
23 დეკემბერი 2018 19:19
საქართველოში ბიზნესმენი არ არსებობს
ალექს
20 დეკემბერი 2018 18:25
"150 დეპუტატი არა გვჭირდება,83 მაჟორიტარი საკმარისია +11 ან 12 სენატორი ! "-მაჟორიტარში ვიგულისხმე რომ იმ რაიონში გამარჯვებული პარტიის წარმომამადგენელი შეითავსებს იგივე რაიონის მაჟორიტარობას,უცნაურია ?!
სენატორები კი ავტონომიებსა და მხარეებს ეყოლება ზოგს თითო ზოგსაც ორი ,ნუ ეს დეტალებია და 1921 წლის კონსტიტუციისთ ნააზრევის გაყოლა დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით!
ერთი უდავოა ,არც წერენ და არც იციან რას აძლევენ ხმას ჩვენი დეპუტატები !
აპარატი და ათიოდე დეპუტატი წერს კანომდებლობას,ერთ ოცს ესმის რას იწვევს ეს კანონი დროში !
ნაყიდი მანდატის მქონე დეპუტატი ,ან ძალად გადეპუტატებული ან არ დაწერს საერთოდ,ან საჩვენოს და საქვეყნოს არაფერს დასწერს !
ალექს
20 დეკემბერი 2018 12:20
ცდები,ვაითუ შეგნებულად !
არც პარტიის თავმჯდომარე არ უნდა იყოს !
სახელმწიფოა შესაცვლელი და ბიძინა ვერ შეცვლის,არ იცის ,არ უსწავლია,არ უკეთებია ,მაგრამ კარგი დამკვეთია,ესაა მისი სწორი პოზიცია ადგილი ,პოლიტიკის დამკვეთი სხვა ბიზნესმენებთან ერთად ალიანსში,ეს დაკვეთა და პროექტი სამრეწველო სავაჭრო პალატიდან უნდა მოდიოდეს ,რომელიც აქ ჯერჯერობით ბუტაფორიაა და იქიდან დღეს გამოვა ისეთივე პარტოკრატიული სამოხელეო ოლიგარქიული მოწყობის მოდელი,როგორიც მივიღეთ სააკაშვილისაგან პუტინის დაკვეთით !
ეს ორივე საბჭოთა პროდუქტია ,მაგარამ ბიძინა ფესვებით ახლოა ხალხთან და მიშა თავადაა კგბ ფესვი ,პაპა ყავდა ჩეკისტი ,ბერიას ქვეშევრდომი ,ჩეკა კი კგბ-ს ფესვია ,ბიძა კგბ-ა ,თვითონაც და პუტინიც კგბ-ა ,ბერია იყო ჩეკას ფესვი !
ანუ ბიძინა დამკვეთის როლის ფარგლებში ადამიანურ სახალხო დემოკრატიულ მოდელს გაიგებს ,მიშა და მიშისნაირები გაიგებენ რომელია-საკუთარ სისხლში აბანავებენ პროექტის ავტორებს ,სხვა საქმეა ბიძინას შეეშინდება თუ არა სახალხო დემოკრატიის მოდელზე გადასვლის ,აი პალატა რომ პალატობდეს და ეკონომიკური აქტივის სახალხო სამეურნეო საფინანსო რესურსს კონსოლიდირებულად და ინტელექტუალურად წარმოადგენდეს,მაშინ ამ ძალასთან ერთად არ შეეშინდებოდა ,ისიც სახალხო ძალაა და მიტომ :ამერიკას აღმოჩენა არა სჭირდება ,ამ უკვე აღმოჩენილის მოდელის გადმოტანაა საჭირო სანამ დროა !
150 დეპუტატი არა გვჭირდება,83 მაჟორიტარი საკმარისია +11 ან 12 სენატორი !
გვჭირდება სამრეწველო სავაჭრო პალატა როგორც პოლიტიკური ხელისუფლების სახალხო ალტერნატივა და პოლიტიკის დამკვეთი ,ბიზნესის ქოლგა,კოლექტიური რეგიონალურ დარგთაშორისი სავალდებულო საყოველთაო გაერთიანება,არბიტრი,ექსპერტი,ანტიმონოპოლისტური ,მალიცენზირებელ გამნებართვიანებელი, სტანდარტთან შესატყვისობის დამდგენი -ერთი სიტყვით სრული სახალხო სამოქალაქო მთავრობა ,როგორც ამერიკაშია !
არ გამოვა ?!
გამოვა კი არა და გადმოვა კიდეც !
შენ ნუ იბნევი მანდა ,ნურც აბნევ მარგალიტებს,ნუ გამიჩენ ეჭვს ,რომ დეზორიენტაციის გზას დაადექი !


საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თვის კითხვადი სტატიები