ბიძინას პოლიტიკური იდენტურობის დისოციაციური აშლილობა - კვირის პალიტრა

ბიძინას პოლიტიკური იდენტურობის დისოციაციური აშლილობა

ბიძინას პოლიტიკური იდენტურობის დისოციაციური აშლილობა

მას სურდა გაეფილტრა საქართველოს უახლესი ისტორია... შეეთავსებინა ყველაფერი კარგი წინა ლიდერებისგან - ზვიადის ემოციური ბმა საქართველოსთან, შევარდნაძის ბალანსირების უნარები, სააკაშვილის ინსტიტუციური მშენებლობის დინამიკა და მოეშორებინა მათი სისუსტეები. კომპეტენცია არ ეყო და მთლიანად შეისრუტა, თავისი პლიუს-მინუსებით. ახლა მასში სამივე ცხოვრობს და ეს არის მისი რეალური გუნდი. ზვიადია, ედუარდი და მიშა.

ერთი რამეა უცვლელი, რაც სამივეს აერთიანებს - ძალაუფლება. თვითონ ბიძინა აღარ არსებობს. ხან მიშა იღვიძებს და მურუსიძეს ლობირებს, ხან შევარდნაძე ალაგებს და აბალანსებს შიდა თუ გარე ინტერეს-ჯგუფებს და ხან ზვიადი თავისუფლების სურნელს გვასუნთქებს. ყველა ეს ქმედება სუროგატული, ფსევდო-შედეგის მომტანია. უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთის ნამოქმედარს ანგრევენ.

მიშა მაინც ყველაზე მაგარია! ის კი არა, ჰოლანდიაში რომ ცხოვრობს. ის, ბიძინას ქვეცნობიერში რომ ჩაიბუდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს