ბლოგერები
Gio Rgashvili's ბლოგი
ისევე როგორც ენას, ჩემს ბლოგსაც არ აქვს ძვალი. ასე რომ, იმედს ვიტოვებ, ჩემი პოსტები  ყელში არავის გაეჩხირება.

პოლიტიკური მოვლენები, სოციალური პრობლემები და მედია - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ყველაზე ხშირად ვრეაგირებ.

პოსტებში წარმოდგენილია ჩემი პირადი, სუბიექტური შეხედულებები ჩემთვის საინტერესო მოვლენების მიმართ.

ყველაზე პოპულისტური და ცრუ წინასაარჩევნო დაპირებები
წინასაარჩევნო კამპანია ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ორი რამით არის საინტერესო: 1 - რამდენად ჯანსაღია წინასაარჩევნო გარემო, რამდენად თანაბარ პირობებში არიან საპრეზიდენტო კანდიდატები და 2 - რა შინაარსისაა და რამდენად მომხიბვლელია კანდიდატების დაპირებები ელექტორატისთვის. აქედან პირველი ფაქტორი თავად კანდიდატებისთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, მეორე კი - ამომრჩევლისთვის. წინასაარჩევნო დაპირებები ყოველთვის მრავალფეროვანია. დაპირებებისა და სლოგანების ფორმირებაზე ყოველი არჩევნების წინ დიდი ფული იხარჯება. იხარჯება "პიარშიკების" ენერგიაც, რომ რაც შეიძლება დამაჯერებელი იყოს მათი წინასაარჩევვნო დაპირებები ხალხისთვის.
23-10-2013
დაწვრილებით...
კიდევ 49 წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხო,სანამ ცოცხალი ხარ! - ახალი პროექტის დეტალები
ერთად გავაგრძელოთ საუკუნის პროექტი!
სწორედ მრავალრიცხოვან მკითხველთა თხოვნით, პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა, წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ", გრძელდება!
"50"  + ბიბლია + "კიდევ 49, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ!"
100 წიგნი  ჩვენს თაროზე და 1 საუკუნე სიცოცხლის გზა.
პროექტის პრეზენტაცია გაიმართება ამ სამშაბათს, 12 თებერვალს, 15:00-ზე, საბურთალოზე მდებარე "გუდვილში",  "ბიბლუსის" მაღაზიაში!
10-02-2013
დაწვრილებით...
50 + 1 = ბიბლია - გრანდიოზული მედიაპროექტის ფორმულა და სიურპრიზი მკითხველს!

ყველაფერს აქვს დასაწყისი და სასასრული. უბრალოდ, ადამიანების ბუნებრივი სურვილია, რომ ის, რაც კარგია, გავიხანგრძლივოთ; გავაგრძელოთ იქამდე, სანამ ლოგიკურად, დასრულდება... დასასრულისკენ მიდის ყველაზე სახალხო, მასშტაბური და პოპულარული მედიაპროექტი, „50 წიგნი“, თუმცა ამ პროექტთან დაკავშირებული მთავარი სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ გელით და ამ სიურპრიზების ნაწილს აქ, ამ პოსტში გაგიმხელთ...

06-11-2012
დაწვრილებით...
ან ტრ...კი დააყენე, ან სისტემა გადააყენე - არჩევანი არჩევნებამდე
მიშას და მის რეჟიმს, "გამშავებლების" წყალობით შეუძლია "გააშავოს" ყველა, ვინც მისი ხელისუფლების წინააღმდეგ წავა.
"ნაცმოს" პროფესიონალ "გამშავებელთა" გუნდს აქვს არაჩვეულებრივი ნიჭი, რომ, პირობითად, პატიოსანი მონაზონიც კი უკანასკნელ კახპად შერაცხოს.
29-09-2012
დაწვრილებით...
მეგობარი, რომელიც ამ ზაფხულს წაიკითხე
წიგნი ძალიან გავს მეგობარს. წიგნებს, ისევე როგორც მეგობრებს, თავად ვირჩევთ. ოღონდ ერთი განსხვავებით, იმისთვის, რომ წიგნი შენი მეგობარი გახდეს, მასთან ერთად 10 ფუთი მარილის ჭამა სულაც არ არის საჭირო. უბრალოდ, მას საფუძვლიანად უნდა გაეცნო - ისევე, როგორც მეგობარს დამეგობრებამდე. აი, მერე, მერე კი... მთელი ცხოვრების მანძილზე ხშირად გვახსენდება მათი კონკრეტული ფრაზები და რჩევა-დარიგებები, რომელსაც ხან ვითვალისწინებთ, ხან არა, მაგრამ ფაქტია, რომ ჭკუას ორივე მათგანს ვეკითხებით.
27-07-2012
დაწვრილებით...
ჯორჯ ორუელის საქართველო - კავშირი სააკაშვილსა და ღორ ნაპოლეონს შორის
"ცხოველების ფერმა" - ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია ტოტალიტარულ მმართველობაზე, სამწუხაროდ, ყველას, ვისაც ეს ნაწარმოები წაკითხული აქვს, საქართველოს თანამედროვე ისტორიას გაახსენებს.
30-05-2012
დაწვრილებით...
პატრიარქის პატრიარქატი?
"ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა. მაგალითად, როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე. დაფიქრდით თქვენს მოვალეობაზე"
30-04-2012
დაწვრილებით...
დაავადებები, რომლებიც
ამ პოსტით, მეტწილად, ქალბატონების ყურადღების მიქცევა მსურს, რადგან საფრთხე, რომელზეც ამ პოსტში ვსაუბრობ, მათ განსაკუთრებით ემუქრებათ.
ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ C ჰეპატიტი, იგივე ”ნაზი მკვლელი”, იმ ადგილებში ”ბუდობს”, სადაც სილამაზეზე ზრუნავენ.
სილამაზის სალონები - ადგილი, სადაც ადამიანები მიდიან იმისთვის, რომ იქიდან უფრო ლამაზები წამოვიდნენ, ვიდრე არიან და დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის ძალიან არასასიამოვნო იქნება იმის აღმოჩენა, რომ მათ სილამაზეს მათივე ჯანმრთელობა შეეწირა...
27-04-2012
დაწვრილებით...
ქართული მედიის ტრაგიკომედია მთავრობის სხდომათა დარბაზში - ნიკა გილაურთან შეხვედრის დეტალები
მთელი ამ დიალოგის განმავლობაში მეც და სხვა დამსწრე ბლოგერებიც ღიმილით ვისმენდით იმას, თუ როგორ გვიმტკიცებდა პრემიერი მედიასთან დაკავშირებით, რომ თეთრი შავია, თუმცა CNN-ს და FOX-ის და ”კავკასიისა” და ”იმედის” შედარებამ დაგვავიწყა, რომ იმ მაგიდასთან ვიჯექით, სადაც მაღალნი ამა ქვეყნისანი მჭმუნვარე სახით, ქვეყნის ხვალინდელი დღისათვის ბჭობენ და მოურიდებლად გადავიხარხარეთ. მას შემდეგ, რაც სიცილით გული ვიჯერეთ...
03-03-2012
დაწვრილებით...
რატომ ეპოტინება ქეთა პუტინს
მაშინ, როდესაც საქართველოში ოკუპაციიდან ოკუპაციამდე - კვირეული მიმდინარეობს, ქეთა თოფურიამ რუსეთში, პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე იმღერა. ქეთამ საკუთარ გამოსვლამდე შეკრებილებს 23 თებერვალი, სამშობლოს დამცველის დღე მიულოცა, ყველაფერ ამით კი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან გააღიზიანა.  საინფორმაციო პორტალებზე, ფორუმებზე თუ სოციალურ ქსელებზე, გაუთავებლად განიხილავდნენ ამ ამბავს. მათგან ყველაზე საინტერესო კომენტარებს თავი ამ პოსტში მოვუყარე.
23-02-2012
დაწვრილებით...
ომახიანი სააკაშვილი და ”მუმიფიცირებული, მოწყენილი და დაბღვერილი
ეს არის ხალხი, ვინც სხვადასხვა ფორმით, ხან ერთი დროშის ქვეშ, ხან მეორე ლიდერის ქვეშ (რა მაგარია! - მიშამ ისიც კი იცის, ვინ რომელი ლიდერის ქვეშ არის! :), ხან მესამეს ქვეშ (ღმერთო ჩემო, ეს უკვე გარყვნილებაა :) იკრიება ერთი და იგივე ძველი სახეები (მიშა, იკრიება ყურძენი, იკრიება ხალხი), ერთი და იგივე უკვე მოწყენილი, დაღვრემილი შესახედაობის, პოლიტიკურად მუმიფიცირებული...
17-02-2012
დაწვრილებით...
მიშა სააკაშვილი - მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი!
სუპერვარსკვლავი უნდა ცხოვრობდეს მდიდრულ სასახლეში. დადიოდეს ძვირადღირებული ავტომობილით და ცხადია, აუცილებლად უნდა ჰყავდეს ვერტმფრენი.
06-01-2012
დაწვრილებით...
გიგი უგულავა ახალგაზრდებს გატ...კებისკენ მოუწოდებს
"ახალგაზრდობა არ არის, თუნდაც აი, კარგი გაგებით ვიტყვი, არ გატრ*კება... პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ, რომ ახალგაზრდობის შემადგენელი ნაწილია ეს... ახალგაზრდული ბუნების შემადგენელი ნაწილია..."  - ეს სიტყვები ქალაქ თბილისის მერს, გიგი უგულავას ეკუთვნის.
04-01-2012
დაწვრილებით...
რა განსაზღვრავს სექსუალურობას საქართველოში?
მაშინ, როდესაც გასული საუკუნის ნეტარ დასავლეთში მამაკაცები თავს იმტვრევდნენ კითხვაზე - რა სურთ ქალებს, საქართველოში ამ კითხვაზე მამაკაცების უმრავლესობას უკვე ჰქონდა პასუხი. მათ ქალების სურვილებიც შეისწავლეს და სუსტი სქესის წარმომადგენლებს ადგილიც მიუჩინეს. გადაწყდა, რომ ქართველი ქალის ადგილი ”კუხნაშია”.
23-12-2011
დაწვრილებით...
ძალადობა

 

თქვენ თუ ქალაქში საკუთარი მანქანით გადაადგილდებით, ნუ დახარჯავთ დროს ამ ჩანაწერის წაკითხვისთვის!
ადამიანზე ძალადობის არაერთი საშუალება არსებობს.
გუანტანამოს ციხეში პატიმრების წამების სხვა მეთოდებთან ერთად, პატიმრების ხმამაღალი მუსიკით წამების ხერხსაც მიმართავდნენ...
27-04-2011
დაწვრილებით...
ჩემი ბედნიერი პრეზიდენტი
გადავწყვიტე, რამდენიმე საათით მაინც არ მეფიქრა საკუთარ ბედნიერებაზე და ჩემი ფიქრები იმ ადამიანისკენ მიმემართა, რომელიც დღედაღამ ათასობით ადამიანის ბედნიერებაზე ზრუნავს.
გიფიქრიათ, - არის თუ არა ჩვენი პრეზიდენტი ბედნიერი? ალბათ უმრავლესობა იტყვის, - არისო! მეც ასე ვფიქრობ, მას ხომ ამისთვის არაერთი მიზეზი აქვს.
31-03-2011
დაწვრილებით...
ვინ უქნა იმედს თავზე?
გასულ შაბათს "იმედმა", გადაცემაში "სპეციალური რეპორტაჟი", ქართველი სტუდენტების ის მცირე ნაწილი გვიჩვენა, რომლებმაც გადაცემის მიერ დასმულ პროვოკაციურ შეკითხვებს აბსურდული პასუხები გასცეს.
17-03-2011
დაწვრილებით...
პოლიტიკური თამაში ცხვარსა და

დიდი ხანია, რაც ეს ყოვლად უწყინარი ცხოველი ადამიანთა ჩანაფიქრების სამსხვერპლოდ იქცა. ამ ორი დღის წინ კი ცხვარს, ქართველი ხალხის სიმბოლოს ტიტულიც ერგო, როცა შალვა ნათელაშვილმა გაძვალტყავებული ბეკეკა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს - ცეზარ ჩოჩელს პირდაპირ  სახლის ჭიშკარზე ჩამოუკიდა...

13-03-2011
დაწვრილებით...
პროტესტი შინ და გარეთ

იმ ღამეს, როდესაც მუბარაქი გადადგა, CNN-თან სატელეფონო ჩართვაში, ცნობილი ეგვიპტელი აქტივისტი, ვაელ გონინი, თავისუფლებისთვის მადლობას მარკ ცუკერბერგსა და მის "ფეისბუქს" უხდიდა.

01-03-2011
დაწვრილებით...
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები