დაავადებები, რომლებიც "სიამოვნებით" გადადის
დაავადებები, რომლებიც "სიამოვნებით" გადადის

პოსტი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის!

თქვენ, სავარაუდოდ, თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ინტერნეტში ატარებთ. ხშირად ამოწმებთ შეტყობინებებსა და სტატუსებს ფეისბუქზე, კითხულობთ ფორუმებსა და ათეულობით ინტერნეტგვერდს. ღებულობთ ინფორმაციას ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე სხვადასხვა ტიპის მოვლენებზე, ეცნობით სპორტის სიახლეებს, "სელებრითების" ცხოვრებას. უყურებთ გასართობ, არაფრისმომცემ, თუმცა თავშესაქცევ ვიდეოებს, თუმცა გაგიჭირდებათ გაიხსენოთ შემთხვევა, როდესაც ინტერნეტში მიზანმიმართულად მოძებნეთ და წაიკითხეთ ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
უმორჩილესად გთხოვთ, დარჩეთ ამ გვერდზე და ბოლომდე, ყურადღებით ჩაიკითხოთ
პოსტი, სადაც დღეისათვის ყველაზე პრობლემატურ დაავადებებზე, მეტწილად კი C ჰეპატიტზე მოგაწვდით ინფორმაციას. გაგაცნობთ თავად დაავადებას, მის გავრცელების გზებს და რაც მთავარია, ამ პოსტში მიიღებთ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა აირიდოთ C ჰეპატიტით დაავადების საფრთხე.

რამდენიმე თვის წინ, ჯანდაცვის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგაშო სტატისტიკა გამოაქვეყნა,
რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოში 180 მილიონი ადამიანია ინფიცირებული C ჰეპატიტით, ხოლო ამ სენისგან წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი კვდება. სავარაუდოდ, ყოველწლიურად, მაჩვენებელი 4 მილიონი ახალი შემთხვევით იზრდება. სტატისტიკა, სამწუხაროდ, მზარდია როგორც უცხოეთში, ასევე ჩვენთან, საქართველოში. ბოლო მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 6,7 პროცენტია C ჰეპატიტის მატარებელი, თუმცა ეს ოფიციალურად და თანაც რამდენიმე წლის წინანდელი მონაცემებით. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებში არ არის საჭირო სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმი, დაავადების გავრცელება სულ უფრო სწრაფად ხდება, თუმცა ამაზე მოგვიანებით...

არ მინდა შეგაშინოთ, თუმცა დაავადების მიმართ გულგრილობისა და არაინფორმირების შემთხვევაში, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ C ჰეპატიტით მომდევნო დაავადებული თქვენ აღმოჩნდეთ...ასეა, ყველა დროში არსებობდა დაავადებები, რომელებიც ადამიანის ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საშიშროებას, მედიცინას კი დიდ თავსატეხს უჩენდა. ჩვენს დროში, ასეთი აივ-ინფექცია და C ჰეპატიტია. რაც შეეხება გავრცელებას, გეტყვით, რომ ამ ორს შორის აივ-ინფექცია ნაკლებად გადამდებია, ვიდრე C ჰეპატიტი, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილე ორივე მათგანის მიმართ უნდა გამოიჩინოთ, რადგან გადადების გზები თითქმის იდენტურია.

C ჰეპატიტი ერთნაირად უქმნის საფრთხეს როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, აგრეთვე მის ჯიბეს, რადგან C ჰეპატიტის მედიკამენტოზური მკურნალობა ძალზედ ძვირადღირებულია. მერწმუნეთ, ამ მკურნალობის კურსის ღირებულებასთან შედარებით წარმოუდგენლად მცირეა თანხა, რომელსაც იმ "სიამოვნებებში" ხარჯავთ, რომელიც, შესაძლოა, თქვენი ინფიცირების მიზეზი გახდეს.

ამ პოსტით, მეტწილად, ქალბატონების ყურადღების მიქცევა მსურს, რადგან საფრთხე, რომელზეც ამ პოსტში ვსაუბრობ, მათ განსაკუთრებით ემუქრებათ.
ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ C ჰეპატიტი, იგივე ”ნაზი მკვლელი”, იმ ადგილებში ”ბუდობს”, სადაც სილამაზეზე ზრუნავენ.

სილამაზის სალონები - ადგილი, სადაც ადამიანები მიდიან იმისთვის, რომ იქიდან უფრო ლამაზები წამოვიდნენ, ვიდრე არიან და დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის ძალიან არასასიამოვნო იქნება იმის აღმოჩენა, რომ მათ სილამაზეს მათივე ჯანმრთელობა შეეწირა. ხშირად ამბობენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა მერწმუნეთ, ასეთი მსხვერპლის გაღება ნამდვილად არ არის საჭირო, მეგობრებო.

საქმე ის არის, რომ სილამაზის სალონის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, რადგან C ჰეპატიტით ინფიცირება ხშირად ხდება მანიკურისა და პედიკურის კეთების პროცესში. იმის თქმა მსურს, რომ სილამაზის სალონებში მანიკიურის და პედიკიურის სამუშაო ინსტრუმენტების სტერილიზაციის ნორმების დარღვევა, შესაძლოა, მომხმარებელის B და C ჰეპატიტით დაავადების მიზეზი გახდეს.

ერიდეთ ისეთ დაწესებულებებს, რომელთა ჰიგიენურ მაღალ სტანდარტებში ეჭვს შეიტანთ. პრობლემას ქმნის ისიც, რომ სილამაზის სალონებისათვის არ არსებობს უსაფრთხოების დაცვის საერთო სტანდარტი. თითოეულ სალონს ინდივიდუალური სასტერილიზაციო წესები აქვს შემუშავებული, რაც განსხვავებული სასტერილიზაციო ხელსაწყოებით ხორციელდება. სავალალოა, რომ თბილისში არსებობს სილამაზის სალონები (განსაკუთრებით მიწისქვეშა გადასასვლელებში), სადაც სამუშაო ხელსაწყოების სასტერილიზაციო წესების შესახებ არაფერი სმენიათ.

INFO:  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მათთან მოსული პაციენტების ისტორიის ანალიზის საფუძველზე ვარაუდობს, რომ სილამაზის სალონში არასწორი პროცედურის შედეგად ვირუსული დაავდების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით რეკომენდირებულია, რომ სილამაზის სალონებს თქვენივე მანიკურ-პედიკურის ინსტრუმენტებით ეახლოთ.

დამეთანხმებით, დიდი შვებაა, როდესაც კბილის ტკივილისას დახმარებას დენტისტებისგან იღებთ, თუმცა დადგენილია, რომ C ჰეპატიტით დაავადების კიდევ ერთ გზას სტომატოლოგიური კლინიკები წარმოადგენენ. ასე რომ, აქაც, ისევე როგორც სილამაზის სალონის შერჩევაში, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ.

გარდა ამისა, აღნიშნული დაავადებების გავრცელება პირსინგითაც ხდება. ასე რომ, შესაძლოა, ყურის, ცხვირის, ტუჩის, ან სხეულის სხვა რომელიმე ნაწილის გახვრეტით, თქვენს ღვიძლს სერიოზული ზიანი მიაყენოთ.
INFO: დაავადება უმეტეს წილად მიმიდნარეობს ქრონიკული ფორმით.
-ციროზი;
-ღვიძლის კოლაფსი შემდგომი სიკვდილით;
-ღვიძლის კიბო.
ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.


კიდევ ერთ საფრთხეს ტატუირება წარმოადგენს. ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ სექსსიმბოლო პამელა ანდერსონი C ჰეპატიტით ტატუს გაკეთების დროს დაავადდა.

ადამიანისთვის სიამოვნების მიღების საშუალებებზე საუბრისას, შეუძლებელია არ ვისაუბროთ სექსსზე. იმის მიუხედავად, რომ C ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა იშვიათად ხდება, ვიდრე B ჰეპატიტისა და აივ-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) შემთხვევაში, C ჰეპატიტის ვირუსმატარებელთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს ინფიცირების ალბათობა მაინც არსებობს და ის 3-5%-ს შეადგენს.

არასასიამოვნოა, თუმცა ფაქტია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიამოვნებას ნარკოტიკების გამოყენებით ღებულობენ. ამ ხერხით, C ჰეპატიტით, მომღერალი სტივენ ტაილერი და კიდევ ერთი უნიჭიერესი მომღერალი, ნატალი კოული დაავადნენ, რომელთა შემოქმედების თაყვანისმცემელთა შორის მეც ვარ.

როგორც ხედავთ, ამ დაავადებისგან არავინაა დაზღვეული, მათ შორის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანები.
როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან? ჩემი მეგობრული რჩევაა, რომ პირველ რიგში, ნუ იქნებით C ჰეპატიტის მიმართ გულგრილები, რადგან გვიწევს ისეთ მოცემულობაში ცხოვრება, რომელშიც ”ნაზი მკვლელის” გავრცელების მასშტაბები სტაბილურად იზრდება. შეეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და ნუ გექნებათ C ჰეპატიტის, როგორც დაავადების და მისით დაავადებული ადამიანის მიმართ მასტიგმატიზებელი დამოკიდებულება.

იCოდე, შეCვალე, დაიCავი - ასეთია პროფესიონალთა მთავარი გზავნილი.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით შემდეგ ბმულს:
რა უნდა ვიცოდეთ С ჰეპატიტზე, შესაძლებელია თუ არა C ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა და გადაედება თუ არა C ჰეპატიტი საყოფაცხოვრებო კონტაქტის მეშვეობით?
anna
29 აპრილი 2012 02:17
მაგარი შტერი უნდა იყო ნუნები დაიჭრა! ეს მსოფლიოს არც ერტ ქვეყანაში აღარ ხდება ამ მიზეზტა გამო, საქარტველოში ისევ ბნელა და შუა საუკუნეებია ამ მხრივ, ვაი ამატ პატრონს, ვითომ ისე შიდსი და ამდენი უბედირენა არ ეყოფოდეთ, ჰეპატიტი ც თი რამდენია დაავადებული სიე რომ არ იციან, როცა იგებენ 20 წლის მერე უკვე გვიანია, ღვიძლი სულ დაშილი აქვტ.
აგრიჯენტო
28 აპრილი 2012 23:50
პამელას მაინც ააქ ფული და იმკურნალებს, მარა რად გინდა მაგ წამლების გაკეთების მერე ადამიანი ადამიანად აღარ ვარგა, ანგრევს მთელს ორგანიზმს ინტერფერონი.
Gio Rgashvili (ავტორი)
28 აპრილი 2012 16:52
ანა, გმადლობთ გამოხმაურებისთვის, თუმცა უზუსტობა არ არის პოსტში. უბრალოდ, არ ჩავთვალე საჭიროდ სრული ისტორიის მოყოლა.
პამელა ანდერსონი დაინფიცირდა ტატუს კეთებისას. მან მეუღლესთან ერთად, რომელიც ც ჰეპატიტის მატარებელი იყო, გაიკეთა ტატუ საერთო ნემსით, რამაც მისი დაინფიცირება გამოიწვია.
Pamela says she was infected by sharing a tattoo needle with her ex-husband, rock musician Tommy Lee. Though Anderson says Lee has the disease, he has not confirmed it.
წყარო: http://www.webmd.com/hepatitis/news/20020321/pamela-anderson-says-she-has-hepatitis-c
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები