პატრიარქის პატრიარქატი?
პატრიარქის პატრიარქატი?
კვირა დღე, მეტწილად, ძილში, ლუდის სმასა და ფილმების ყურებაში გავატარე. საღამოხანს მამასთან ერთად საავადმყოფოში, დედაჩემის მოსანახულებლად წავედი. დედამ ოპერაცია გაიკეთა - ფეხში ხელოვნური სახსარი ჩაუსვეს.

საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ, სახლში მოსულმა, ფეისბუქი შევამოწმე. ჩემი 1,500 "ფრენდლისტის" "ნიუსფიდზე" ერთი თვალის შევლება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი - ჩემი ფეისბუქელი მეგობრების აღშფოთებული, ზოგის ცინიკური, ზოგიერთის კი უცენზურო სტატუსები პატრიარქის საკვირაო ქადაგების გამოძახილი იყო. რამდენიმე სიტყვით, ე.წ. თეგებით რომ შევაჯამო ათეული მეგობრის სტატუსები, დაახლოებით
ასეთ სურათს მივიღებთ:
Tags: პატრიარქი, ქადაგება, ტაშტი, დაბანვა, სექსიზმი, პატრიარქატი...

დღის განმავლობაში ახალი ამბებისთვის არ მიყურებია და თავდაპირველად ბევრს ვერაფერს მივხვდი, სანამ ერთმა ჩემმა მეგობარმა ეს "ნიუსი" არ მომაშველა:
ილია მეორემ მრევლ ქალებს მოუწოდა "დაფიქრდნენ თავიანთ მოვალეობაზე".

"ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა. მაგალითად,
როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე. დაფიქრდით თქვენს მოვალეობაზე", - განაცხადა პატრიარქმა.
წყარო ამბები.გე

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექსტში საუბარია წყვილებს შორის სიყვარულსა და პატივისცემაზე, პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდმა, როგორც უკვე ავღნიშნე, კრიტიკა დაიმსახურა. იყო ისეთიც, რომელმაც ქილიკით დაწერა, საპატრიარქოს ტაშტების ბიზნესი აქვსო, თუმცა ახლა, ამ პოსტში არა მავანთა, არამედ ჩემს მოსაზრებებზე გიამბობთ...

ჩემი მსჯელობა მსურს ორი, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გავშალო: - ერთში დავეთანხმო მათ, ვინც ამ ფრაზამ განარისხა, მეორეთი კი შევეცდები, ამ სიტყვებს სხვა, რელიგიური კუთხით შეგახედოთ. არა იმიტომ, რომ ორი კურდღლის დაჭერას ვლამობ, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, ყველაზე დამღუპველი კატეგორიული აზროვნებაა. მე მაინც ვფიქრობ, უმჯობესია, მედალს ორივე მხრიდან შევხედოთ და დასკვნები ამის ამის შემდეგ გავაკეთოთ.

ერთი შეხედვით, თუ პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდს სიტყვა-სიტყვით, ყოველ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით მივიღებთ, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ  ის შეიცავს სექსისტურ, კონკრეტულად კი პატრიარქატულ მიდგომას ცხოვრებისადმი. მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენს ეპოქაში წარმოუდგენელი და სრულიად არაბუნებრივია პატრიარქატი, ანუ ოჯახური სისტემა, რომელშიც ქალური მამაკაცს არის დამორჩილებული.

პატრიარქისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ წარმომიდგენია, რომ სახლში მისულს, ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ფეხი დამბანოს;
ვერც ის წარმომიდგენია, რომ, ჩვენს დროში, შესაძლოა, ისეთი ქალის მოძებნა, რომელიც ჩემდამი, როგორც ქმრისადმი პატივისცემას ფეხის დაბანვით დამიდასტურებს;
ისიც რომ დავუშვა, რომ ჩემი მეუღლე თანახმა იყოს, ფეხი დამბანოს, ამ შემთხვევაში მე თავად ვერ წარმომიდგენია, რომ ამან რაიმე სიამოვნება მომანიჭოს. პირიქით, ალბათ ეს ძალიან უხერხული და უსიამოვნო იქნება.

ასევე, შესაძლოა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ ზემოთ ნათქვამში (სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით გაგების შემთხვევაში) არის სექსისტური დამოკიდებულებაც, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის...

თუმცა მათ, ვინც ამ სიტყვებმა გააბრაზა, ერთი უმთავრესი რამ ავიწყდებათ -პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლური მრევლის წინამძღოლია. შესაბამისად, პატრიარქი ხელმძღვანელობს მართლმადიდებლური მოძღვრებით, რომლის თანახმად ფეხთბანვა ერთგვარი რიტუალია. სახარებაში ნათქვამია, რომ ფეხთბანვის წესი მაცხოვარმა დაადგინა. მან თორმეტივე მოწაფეს ფეხი დაბანა, რათა მათთვის ეჩვენებინა, როგორც ის იმდაბლებდა თავს, ასე ეპატრონებინათ მათ ერთმანეთისთვის. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხთბანვა გულისხმობს ფილოსოფიას - ვინც გემსახურება, ის არის შენზე უპირატესი და არა პირიქით...

ასე რომ, ვიდრე პატრიარქის მიმართვას, ფეხის ბანვასთან დაკავშირებით, ქილიკს დავუწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ მართლმადიდებლური მოძღვრება, რომელზე დაყრდნობითაც, ამ სიტყვებით პატრიარქმა მართლმადიდებელ მრევლს, ამ შემთხვევაში მეუღლეებს, სიყვარულსა და პატივისცემისკენ, სიმდაბლეზე, ერთმანეთის მიმართ მზრუნველობასა და პატრონობისკენ მოუწოდა.

ხოდა, ჩემო მეგობრებო, როდესაც ამ ფრაზის გაანალიზებას ვიწყებდი და სხვათა მსგავსად, პატრიარქის ნათქვამის სიტყვა-სიტყვით გაგებას შევეცადე, გამიჭირდა წარმომედგინა, თუ როგორ ბანს ჩემი მართლმადიდებელი დედა, ფეხში ხელოვნური სახსრით, სახლში მოსულ მეუღლეს ფეხებს, თუმცა ზემოთ აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფეხთბანვის რიტუალი, როგორც გადატანითი, აგრეთვე პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს ოჯახში მაინც შედგეს, თუმცა იმ მცირედი სხვაობით, რომ მეუღლეს ფეხი არა დედაჩემმა, არამედ მამაჩემმა დაბანოს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დედაჩემს ახლა მეუღლის დახმარება და გვერდში დგომა მართლაც ძალიან სჭირდება.  სჭირდება ბევრ რამეში და მათ შორის ფეხის დაბანვაში და მიმაჩნია, რომ ეს მამაჩემისთვის სულაც არ იქნება დამამცირებელი.
ასე რომ, ვფიქრობ, მეუღლეთა შორის სწორედ ასეთ დამოკიდებულებაზე, ურთიერთპატივისცემასა და დახმარებაზე საუბრობდა პატრიარქი მაშინ, როდესაც თავის საკვირაო ქადაგებაში ფეხთბანვაზე საუბრობდა...
მკითხველის კომენტარი (81)
jordano bruno
06 მაისი 2012 18:36
ალექსანდრე შმემანთან დაკავშირებით წყაროს მითითება დამავიწყდა. ჟურნალი „არჩევანი“ 2006 წლის ნომერი 2
jordano bruno
06 მაისი 2012 18:19
gigas

რა საინტერესოა, სამი სხვადასხვა ადამიანი ერთი პიროვნება ყოფილა(სამება და ერთარსება?). ასე საქმე გაიადვილე, რომ ერთად გვლანძღო. შენი „ქრისტიანობა“ შენსავე „ზრდილობაში“ ჩანს, თუმცა კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდება. სანამ ლანძღვას დაიწყებდი, იქნებ ჯერ ჩემს მიერ მითითებული წყაროები წაგეკითხა.

ადმინისტრატორო - ეგაა უხამსი კომენტარები არ გამოქვეყნდებაო?! ერთი დედა არ უგინებია, დანარჩენი ყველაფერი იკადრა.

მე ბევრი ადამიანისთვის მიქადაგია ქრისტიანობა და ეკლესიაში მიმიყვანია, მაგრამ იქ არსებულმა მწარე სინამდვილემ უმრავლესობას გული გაუტეხა და ეკლესიას განაშორა. მიკამათია მუსულმანებთან, კრიშნაიტებთან, იეღოველებთან, ბაპტისტებთან, მაგრამ კამათის ნაცვლად ლანძღვა-გინება არავის უკადრია. დოგმატური ღვთისმეტყველება და ეკლესიის ისტორია ბევრ სასულიერო პირზე უკეთ ვიცი, ასევე საქართველოს ისტორიაც, ამიტომ გული მტკივა იმაზე, რაც ეკლესიაში ხდება და ამაზე ვინც ხმას ამოიღებს შენნაირების აზრით ეკლესიის მტრები არიან. ამ ლოგიკით რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ორგანიზატორები - დავით აღმაშენებელი, იოანე კათალიკოსი, არსენ იყალთოელი და სხვები, რომელთაც ეკლესია სიბინძურისგან გაწმინდეს და უღირსი ეპისკოპოსები და მღვდლები ( ქუაბ ავაზაკნი- როგორც მათ მემატიანე უწოდებს) ეკლესიიდან გააძევეს - „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ დამფუძნებლები ყოფილან.

ლენინს რაც შეეხება. თქვენნაირი „მართლმადიდებელი“ ბოლშევიკები მისი სულით ნათესავები ხართ. განსხვავებული აზრისთვის (ჭეშმარიტების სახელით) მზად ხართ ადამიანს ყელი გამოჭრათ. შესაძლებლობა რომ მოგეცეთ, ისეთ ტერორს დაამყარებდით, რომ კომუნისტები და ინკვიზიცია მონაგონი იქნებოდა. სტალინისა და მრავალი სხვა ყოფილი სემინარისტის მძვინვარე ათეისტად ჩამოყალიბება ხელისუფლების მონა-მორჩილმა და უსამართლობის დამკანონებელმა („გამპრავებელმა“) სამღვდელოებამ განაპირობა.

რაც შეეხება წმინდა ილია მართალს. ილია ჭავჭავაძე ქართული ლიბერალიზმის მამა და მედროშე იყო (სწორედ ეს წამოაძახა მას გრიგოლ ორბელიანმა: „ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალი“). პატრიარქი და სასულიერო დასის 99% საკუთარ ქადაგებებში ლიბერალიზმს წყევლის და კრულავს და თან მათ მიერვე წმინდანად შერაცხულ ილიას ხატთან ლოცულობენ. აი ამას ჰქვია მარაზმი

თქვენნაირებს ეკლესია სასულიერო პირთა კორპორაცია ჰგონია. ეკლესია როგორს სამღვდელოთა, ასევე ერისკაცთა კრებულია და მხოლოდ ასეთი სახითაა ის ქრისტეს მისტიური სხეული. ამ თემაზე მოკლე ლექციას მე-20 საუკუნის დიდი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, ამერიკის წმ. ვლადიმიმირის სემინარიის რექტორი და ლიტურგიკული ღვთისმეტყველების პროფესორი, პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი წაგიკითხავთ და იქნებ მასაც სატანის მსახური უძახოთ.
ფრაგმენტი დღიურიდან. სამშაბათი, 2 თებერვალი, 1982 წ.

კლერიკალიზმი მახრჩობელაა, ის ისაკუთრებს ეკლესიის მთელ საკრალურ თვისებებს, თავის ძალას გადააქცევს გაკონტროლების, წინ წაძღოლის, მართვის, საეკლესიო საიდუმლოებების შესრულების საკრალურ ძალად და ზოგადად ნებისმიერ ძალაუფლებას აქცევს „ძალაუფლებად, რომელიც მე მომეცა“! კლერიკალიზმი ერისკაცებს ართმევს ყოველგვარ „საკრალურობას“: კანკელი, ზიარება (მხოლოდ ნებართვით), ღვთისმეტყველება. მოკლედ, იგი დე ფაქტო უარყოფაა ეკლესიისა, როგორც ქრისტეს სხეულისა, რადგან სხეულში ყველა ორგანო ერთმანეთთან კავშირშია. მათ განსხვავებული მხოლოდ ფუნქციები აქვთ და არა არსი. რაც უფრო ძლიერია კლერიკალიზმი ( ეპისკოპოსის ან მღვდლის ტრადიციული სახე ხაზგასმულია მისი ტანსაცმლით, თმით და ა.შ. ეპისკოპოსი თავის სრულ რეგალიებში!), ეკლესია მით უფრო ამსოფლიური ხდება და სულიერად ექვემდებარება მას. ახალ აღთქმაში მღვდელი წარმოდგენილია, როგორც იდეალური ერისკაცი, მაგრამ თითქმის დაუყოვნებლივ იწყება მისი რადიკალური გამორჩევა ერისკაცებისგან და არა მარტო დაცილება, არამედ დაპირისპირება, კონტრასტი მათთან. ჩნდება სასულიერო პირის სახე, როგორც ყოველგვარი საკრალურის ბატონ-პატრონისა, რომელიც ჩვეულებრივ მორწმუნეებზე აღმატებულია და არიგებს მადლს ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ.
დღევანდელი საღვთისმეტყველო განათლების ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდები, რომელთაც სასულიერო პირებად გახდომა სურთ, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ამ განცალკევების, ძალის, ერისკაცებზე მაღლა დგომისაკენ მიისწრაფვიან. მათ წყურვილს აძლიერებს და და წარმოშობს საღვთისმეტყველო განათლების, კლერიკალიზმის მთელი სისტემა. როგორ უნდა აიძულო ისინი, გაიგონ არა მხოლოდ გონებით, არამედ მთელი არსებით, რომ ადამიანი უნდა გაურბოდეს ნებისმიერ ძალაუფლებას, რომელიც ყოველთვის საცდურია, ყოველთვის ბოროტისგანაა. ქრისტემ გაგვათავისუფლა ჩვენ ამ ძალაუფლებისგან-„მომეცა მე ყოველი ხელმწიფებაი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა“...(მათე 28:18) იმით, რომ ამ ხელმწიფების ნათელი ვლინდება როგორც სიყვარულისა და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის ხელმწიფებაში. ქრისტემ ეკლესიას მისცა არა „ძალაუფლება“, არამედ სულიწმინდა: „მიიღეთ სულიწმინდა...“ ქრისტეში ხელმწიფება დაუბრუნდა ღმერთს და ადამიანი განიკურნა მმართველობისა და მბრძანებლობისაგან.
ჩემი ცხოვრების სამოცდამეერთე წელს საკუთარ თავს ვეკითხები: როგორ გაუკუღმართდა ეს ყველაფერი ასე ძალიან? და შიში მიპყრობს

ამით მე ვამთავრებ თქვენთან კამათს (წყლის ნაყვას). ხოლო თუ ვინმეს რაიმეს გაგების სურვილი აქვს, შემეხმიანოს და ვუპასუხებ.
dani
05 მაისი 2012 19:43
მე აქ ვერ ვხედავ რომ რომელიმე კაცს ქალისაგან ფეხის დაბანა სწყინდეს.რატომგაც ვეჭვობ, რომ მხოლოდ ჩვენი პატრიარქის სიძულვილი ალაპარაკებს აქ ვიღაც-ვიგაცებს. მეტი არაფერი. ნათელია. პატი -პუტო და კოცონზე დამწვარო, ერთი სული გაქვთ ალბათ გარეგინა მოგევლინოთ აქ, თბილისში და კაი გარეგინულად დაგმოღვროთ. მოდით რა, ნუ ელოდებით და თვითონ გადასახლდით მეზობელ, მეგობრულ და ჩვენდამი კეთილი მიზნებითა და სურვილებით სავსე გარეგინულ არმენიაში. ჰააა? რა მაგარი იდეა შემოგთავაზეთ! რა ავშენდებოდით იქით რომ გადასახლებულიკავით ყველა იქაური. სევანი, ბიჭებოოოო, სევანიიიიიიიიიი
L. Ch
05 მაისი 2012 18:27
სისულელეებს ბოდავ Gio Rgashvili -ო, აზრზე არ ხარ საერთოდ მართმადიდებლობაზე და ვერც ფეხთბანვის სიმბოლიკა გაგირჩევია...

სანამ ასეთ თემებზე საკუთარ მარგალიტებს გადმოაფრქვევ, ჯობია სახარების განმარტებები მაინც წაიკითხო!..
giga
05 მაისი 2012 00:32
jordano bruno, PAATA და goga ერთი და იგივე პიროვნება ხართ, ამიტომ ერთად გიპასუხებთ. თუ ვინმე ტექსტებს კარგად დააკვირდება, ამაში ადვილად დარწმუნდება.

შენს ცინიზმს საზღვარი არ ააქვს. ეშმაკის ტარტაროზი მელაპარაკები წმინდა ილია მართლის სიტყვებით. ნამუსიც კარგი საქოელია, მაგრამ სად გაქვს.

შენ საქონელი ხარ! რადგან ვერ ხვდები რომ, როცა ადამიანს რწმენას ულანძღავ, მას შეურაცყოფ. ამიტომ არც მე დაგინდობ. მაგრამ როგორც პირუტყვს ამდენი შეგნება არ გაქვს.

შენ ლაჩარი ხარ. საკუთარი ნამდვილი სახელის დაწერისაც კი გეშინია. საქართველოში 600-ზე მეტი მეჩეთია აშენებული. აბა გაბედე და მათზე რამე თქვი, ენას ამოგგლიჯავენ მუსულმანები. ქრისტიანობა ნახე არა დაბალი ღობე?! დარწმუნებული ვარ საკუთარი ჩრდილისაც გეშინია.

სატანის მსახური ხარ, ნებსით თუ უნებლიედ, რადგან ეკლესიას ებრძვი. ცნობისთვის ეკლესია თვითონ ღმერთმა დააარსა თავისი სამღვდელოებით.

შე ნაძირალა ვინ აგდიხარ ეკლესიას რომ აყვედრი? ვინმემ დაგაძალა ეკლესიის მშენებლობაში ან შესაწირში ფულის გაღება? შენი ჯიბით აშენდა რამე?

სასაცილოა შენნაირი არამზადისგან პატრიარქის და სამღვდელოების კრიტიკა. ვინ აგდიხარ ერთი გამაგებინე? საერთოდ გაქვს მორალი?

შე არამზადავ! ბიბლიის სიტყვებით რომ მანიპულირებ, საერთოდ წაგიკითხავს? შენი ყველა არგუმენტი დაგმობილია ბიბლიაში, მაგრამ არ ჩაგიღრმავდები, რადგან იქვე წერია ნუ დაუყრით მარგალიტებს ღორებსო!

რომელ დასაბუთებულ კრიტიკაზე მელაპარაკები შე მასხარავ? რა დაასაბუთე? ის რომ ეკლესია გძულს?

მე აქ რამოდენიმე კომენტარი დავწერე, მაგრამ სად გაქვს მისი გაგების ტვინი!

შენ თავს თავისუფალს უწოდებ, მაშინ როცა ლენინის იდეებით საზრდოობ. ერთი-ერთზეა მსგავსება შენსა და მათ შორის.

შენ და შენნაირი ,,ჭკვიანები'' მებრძოლ უღმერთოთა კავშირის რიმეიქი ხართ. მემგონი ეს კომპლიმენტად მიიჩნიე.

შენნაირი გარეწრებისთვის, რომ ესმინა ქართველ ერს, არც სვეტიცხოველი გვექნებოდა და არც სხვა მრავალი ტაძარი. შენ თვითონ 5 თეთრი თუ მიგიცია მათხოვრისთვის ოდესმე?

სანამ 2 მეტრიან ენას გამოყოფდეთ შენ და შენი თანამოაზრეები, მანამ საკუთარ ბინძურ სულში ჩაიხედეთ.

ადმინისტრატორო სიტყვები არ ამომიკლო. ამ ნაძირლების სიტყვები თავისუფლად დაბეჭდე და ნურც ჩემსას დააკლებ.
page
04 მაისი 2012 22:15
აზრთა ასეთი სხვადასხვაობა იმას ნიშნავს,რომ ქართულ მართმადიდებლურ საქრისტიანოში ყველაფერი ისე არ არის,როგორც უნდა იყოს.
jordano bruno
04 მაისი 2012 20:57
gigas
დასაბუთებულ კრიტიკის პასუხად პიროვნულ შეურაწყოფაზე გადასვლა სისუსტის ნიშანია. ამჯერად ჩემს ნაცვლად ილია ჭავჭავაძე გპასუხობთ :

იმით თამამობთ, რომ ბეზღით გვწამობთ ურჯულოებას, ღვთის უარყოფას? ღმერთი არმობის, ღმერთი ყალბობის არ ურწმენია ჩვენსა თაობას;
ღმერთი მზაკვრობის და თვალთმაქცობის, ღმერთი უქმობის უარუყვია, ღმერთი ხარბობის და მძარცველობის თქვენთა მსგავსთათვის მას დაუთმია.
ხოლო გვწამს ღმერთი, უქმთა წარმწყმედი, ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა მხსნელი, ღმერთი ტანჯულთა, ღმერთი ჩაგრულთა, ღმერთი უძლურთა შემწყნარებელი;
ყოველთა ძმობის, თანასწორობის მოძღვრობისათვის ქვეყნად ჯვარცმული, ძლიერთ დამბმელი, უძლურთ ამხსნელი, თქვენგვარ კაცთაგან გმობილ-დევნული;
ორგულობისა, ორპირობისა ძირსა დამცემი და დამთრგუნველი, ფარისეველთა, სადუკეველთა გამაკიცხველი და და გამდევნელი.
მან კუბოს მორთულს, შიგ სიმყრალით სრულს, თქვენებრი კაცი არ დაადარა?! ზაკვით სავსენო, ავმორწმუნენო, ის თქვენ სიტყვით გწამთ და საქმით არა.

PAATA
04 მაისი 2012 19:59
jordano bruno
ნეტა აქამდე სად იყავი?! ძალიან განათლებული ადამიანი ჩანხარ! მადლობას გიხდი რო გამონახე დრო და აქ დაწერე! შენისთანა, goga_ს და qeti_ს ნაირი ხალხი საქართველოს ახლა ჰაერივით ჭირდება! ამოვიდა ყელში ამდენი არათავისუფალი ხალხი! ცხოვრება შემაზიზღეს ამ ვითომ ქრისტიანმა ტვინგადალესილმა ხალხმა! ამ ხატებს და ჯვრებს ამოფარებულმა არამზადებმა! მიზეზი რის გამოც ისინი ასეთ აგონიაში ვარდებიან როდესაც განსხვავებულ აზრს ისმენენ არის ის რომ მათ აქვთ ნოლამდე დაყვანილი ყოველგვარი განსჯის უნარი! მათ საკუთარი აზროვნება აქვთ დაქვეითებული ისე რომ "თავიანთი სიმართლის" ჩამოყალიბება არ შეუძლიათ და ამიტომაც გრძნობენ ისინი საჭიროებას რომ ვიღაცა სხვამ მიართვას მათ ეს სიმართლეები მზა მზარეული!

აქ ანონიმურობას ამოფარებული ძალიან ადვილია რომ გამოხატო შენი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხზე, სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვით ჩვენს ყოველდღიურობაზე! ის რაც საქართველოში განსაკუთრებით პატრიარქთან და ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებით ხდება არ არის უბრალოდ აზრის თავისუფლად გამოხატვის შეზღუდვა, არამედ ეს არი ფაშიზმი! დამერწმუნე შენ და მე რომ ეს საზოგადოდ დაგვეწერა და ჩვენი ნამდვილი სახელი და გვარი ამ ხალხს ცოდნოდათ ისინი ყოველგვარი ეჭვის გარეშე მოგვძებნიდნენ და სულ მცირე კარგა გვარიანად ჩაგვწიხლავდნენ (და რა თქმა უნდა ამასაც ღმერთის სიყვარულის სახელზე გააკეთებდნენ)! და გალახვა ერთია და ის საზოგადოებრივი გარიყვა, ზურგის შექცევა და ათასი საზიზღრობა რომელიც მთელი ცხოვრება თან გაგყვება (და არა მხოლოდ შენ არამედ შენს ოჯახსაც) ის კიდე სხვაა რომელიც ასევე მტკივნეულია ყველა ჩვენგანისთვის! მტკივნეულია ის რომ შეიძლება მთელი ცხოვრება შენსკენ ხელი იშვირონ ისე თითქოს იყო ყველასაგან დასაგმობი მაგალითი და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ შენ გაბედე და შენი აზრი თავისუფლად გამოხატე! არა აქვს მნიშვნელობა ეს აზრი სწორია თუ მცდარი! ყველას უნდა ქონდეს აზრის გამოხატვის საშუალება ისე რომ მას ჩაწიხლვით არ ემუქრებოდნენ!

სამწუხაროდ ჩვენს სახელმწიფოში ქვეყნის უმაღლეს კანონის მიმართ არანაირი პატივისცემა არ იგრძნობა! საქართველოს კონსტიტუცია არის ყველაზე მეტად "გაუპატიურებული" დოკუმენტი ალბათ მთელს მსოფლიოში! დასავლეთის ნებისმიერ ქვეყნის ნებისმიერ სახელგანთქმულ რესტორანში მენიუ უფრო იშვიათად იცვლება ვიდრე საქართველოში კონსტიტუცია! ხან მიშასთვის ცვლიან ხან ბიძინასთვის ხან პეტრესთვის და ხან პავლესთვის! ეს კანონის უზენაესობა კი არა კანონის საცვლად ქცევაა!
მაგალითისთვის გერმანიის კონსტიტუციაში 1990 წლიდან დღემდე ცვლილებები შევიდა სულ რაღაც სამჯერ მაშინ როდესაც ჩვენ 1995 წლიდან ჩვენს კონსტიტუციაში 27_ჯერ შევიტანეთ ცვლილება და ეხლა უკვე მას 28_ე ცვლილებისთვის ვამზადებთ!
ძალიან რთულია მოითხოვო შენი ის უფლებები რომელიც იმ დოკუმენტშია ასახული რომელსაც არავინ არაფრად აგდებს! მაგრამ მაინც! ჩვენ უნდა მოვთხოვოთ სუყველას პატრიარქს, ხელისუფლებას, უბრალო მოქალაქეებს თუ მოქალაქეთა ჯგუფს რომ პატივი სცენ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს! კონსტიტუცია მრავალ ქვეყანაში მაგ. საფრანგეთში ითვლება საზოგადოების ერთ ერთ უდიდეს მონაპოვრად და დროა საქართველოშიც მივხვდეთ მის მნიშვნელობას! სხვაგვარად ჩვენ საზოგადოებად ვერასდროს ვერ ჩამოვყალიბდებით! საზოგადოება ნიშნავს მრავალფეროვნებას და არა ყველას ერთ ხმაზე ყროყინს!

პ.ს.
goga
და შენ რა იცი რო პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ დადის?! გინახია როდესმე კადრი სადაც პატრიარქი საავადმყოფოში შედის?!
ნწ ნწ ნწ!
გოგა გოგა!
განა არ იცი რომ უცხოეთში მხოლოდ სამკურნალოდ არ დადიან! ... მითუმეტეს საქართველოდან!
ავსტრიაც იქვეა...
დიდი პოლიტიკა გოგა! დიდი პო ლი ტი კა! ...

პ.პ.ს.
წარმატებები ჩვენს 17 წლამდელებს!
giga
04 მაისი 2012 19:12
Paata, goga, jordano bruno და მათი მხარდამჭერები ,,მებრძოლ უღმერთოთა კავშირის'' რიმეიქი ხართ.

თქვენთან თოფით არავინ მოსულა, გინდა თუ არა ღმერთი გწამდეთო. ვისაც გვჯერა გაგვატარეთ და შეურაცყოფას ნუ გვაყენებთ. თქვენი ბინძური აზრები თქვენთვისვე შეინახეთ.

სანამ ეკლესიის ლანძღვას დაიწყებდეთ, მანამდე საკუთარ ბინძურ სულში ჩაიხედეთ.
jordano bruno
04 მაისი 2012 18:00
საქმე პატრიარქის ერთი ქადაგების „სიღრმეებს“ არ ეხება. პაატამ ტაბუს დარღვევა გაბედა და „მართლმადიდებელთა“ ისტერიკა მიიღო. პრობლემა უფრო ღრმაა და იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანული ეთიკასა და ღვთისმეტყველებას მნიშვნელოვნად დაშორდა. მრევლის უდიდესი ნაწილის რელიგიური გაუნათლებლობის გამო ხშირად პიტალო სისულელეები და თვით ანტიქრისტიანული იდეებიც კი ჭეშმარიტებად საღდება. „არ განიკითხოთი“ სპეკულირებით კრიტიკულ აზროვნებას ახშობენ. სასულიერო პირებმა კერპების ფუნქცია შეიძინეს და შესაბამისად მათი ნებისმიერი, ხშირად უზნეო და ზოგჯერ კრიმინალური მოქმედებების კრიტიკა აკრძალულია. ახლა კი იმ ერეტიკულ-მწვალებლური (ანუ ანტიმართლმადიდებლური) იდეების შესახებ რომელსაც სასულიერო პირები (პატრიარქით დაწყებული და რიგითი მღვდლით დამთავრებული) ქადაგებენ. კერძოდ თემა საზვერეების შესახებ. ეს თემა კვალიფიციურადაა გაანალიზებული ამერიკისა და კანადის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის ლაზარე პუჰალოს ნაშრომში „მითი საზვერეების შესახებ“ (ჟურნალი „არჩევანი“ 2006 წლის მე-3-4). მთავარეპისკოპოსი ლაზარე კითხულობს ლექციებს კვანტური ფიზიკის ფილოსოფიასა და მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. პატივცემული ავტორი „თეოდორა კონსტანტინოპოლელის ცხოვრების“ როგორც ბერძნული ორიგინალის, ასევე რუსული ვერსიის ანალიზით აჩვენებს, რომ ეს ძეგლი გნოსტიკურ-მანიქეველურია და შესაბამისად მასში მოცემული საზვერეების იდეაც ერეტიკულ-მწვალებლურია. ასეთადვე იყო ის შეფასებული თავის დროზე ბიზანტიაში და ასევე აფასებს მას საბერძნეთის ეკლესია. კიდევ ერთი ანტიქრისტიანული მოვლენა, რომელიც საქართველოს ეკლესიაში მძვინვარებს საეკლესიო ნაციონალიზმი ანუ ფილეტიზმია. ორიოდე სიტყვით თუ ვიტყვით ესაა საკუთარი ერის გამორჩეულობაზე აქცენტირება, რასაც არავითარი სახარებისეული საფუძველი არ გააჩნია („ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“, მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს მიერ კაცობრიობის ქართულ ენაზე განკითხვა, გასაბრწყინებლად გამზადებული ივერია და დასაღუპად განწირული მსოფლიო, ქართველნო ერთად ღვთისაკენ და ა.შ.). ფილეტიზმის ანტიქრისტიანული არსის შესახებ იხილეთ ზურაბ კიკნაძის ნაშრომი „ეკლესია გუშინ, ეკლესია ხვალ“. თუმცა უნდა ითქვას, რომ ფილეტიზმი რუსული და სერბული ეკლესიების სენიცაა. ქრისტემ სამარიელი ქალის კითხვაზე, თუ რომელ ტაძარშია ღვთის თაყვანისცემა მართებული - იერუსალიმში თუ სამარიელთა ტაძარში გარიზიმის მთაზე, უპასუხა ,რომ მთავარია არა შენობა ან ადგილი, არამედ ღვთის თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით. მანვე პეტრე მოციქულს მიუთითა, რომ ყველაზე ბრწყინვალე ტაძრიდანაც კი შეიძლება ქვა ქვაზე არ დარჩეს. პავლე მოციქული გვეუბნება, რომ თქვენ ხართო ტაძარნი ღვთისანი. ჯერ კიდევ წმინდა გიორგი მთაწმინდელმა ამხილა და დაგმო ის ეპისკოპოსები, რომელნიც ხუთწლიანი მოუსავლიანობისაგან შიმშილობით განადგურებულ ქვეყანაში გაუბედურებულ ადამიანებზე ზრუნვის მაგიერ ეკლესიების ოქრო-ვერცხლით მორთვით იყვნენ დაკავებულნი. მან პირადი მაგალითი უჩვენა, როდესაც 80 უდედმამო ბავშვი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა და ბიზანტიაში წაიყვანა განათლების მისაღებად. დღეს კი რას ვხედავთ. ასეთივე განადგურებულ და გაუბედურებულ ქვეყანაში, რომელშიც ბავშვთა პროსტიტუცია ყვავის, რომლის ერთი მილიონი მოქალაქე შიმშილს საზღვარგარეთ გაექცა, ხოლო დარჩენილთა უდიდეს ნაწილს დღიდან დღემდე გაჭირვებითგააქვს თავი, ერთი 100 მილიონად ღირებული ტაძარი აშენდა. ეს არ ყოფნით და მეორე ასეთს იწყებენ. ქრისტეს არ უთქვამს, რომ იმას მოგკითხავთ ტაძრები ამიშენეთ თუ არაო, არამედ მშიერი თუ დააპურეთ და მწყურვალი თუ დაარწყულეთ, პატიმარი თუ მოინახულეთო. რომის პაპებმა იურიდიულად დაიკანონეს უცდომელობის დოგმატი. ჩვენთან ეს ჯერ იურიდიულად არ გაფორმებულა, მაგრამ უკვე იგულისხმება და ვაი მას ვინც დაეჭვდება, მისთვის ათასგვარი იარლიყი გარანტირებულია. პატრიარქები მრავალნაირნი გვყოლია: წმინდანებიც, ნელთბილებიც და ისეთიც, როგორიც დომენტი ბაგრატიონი იყო, რომელიც ირანის შაჰს ეხვეწებოდა ქართლის მეფედ დამსვი და მუსულმანობას მივიღებო. ამიტომაც, ქრისტიანისთვის მთავარი საზომი ქრისტე და მისი სახარება უნდა იყოს და არა ესა თუ ის პატრიარქი

რუბრიკის სხვა სიახლეები