პატრიარქის პატრიარქატი?
პატრიარქის პატრიარქატი?
კვირა დღე, მეტწილად, ძილში, ლუდის სმასა და ფილმების ყურებაში გავატარე. საღამოხანს მამასთან ერთად საავადმყოფოში, დედაჩემის მოსანახულებლად წავედი. დედამ ოპერაცია გაიკეთა - ფეხში ხელოვნური სახსარი ჩაუსვეს.

საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ, სახლში მოსულმა, ფეისბუქი შევამოწმე. ჩემი 1,500 "ფრენდლისტის" "ნიუსფიდზე" ერთი თვალის შევლება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი - ჩემი ფეისბუქელი მეგობრების აღშფოთებული, ზოგის ცინიკური, ზოგიერთის კი უცენზურო სტატუსები პატრიარქის საკვირაო ქადაგების გამოძახილი იყო. რამდენიმე სიტყვით, ე.წ. თეგებით რომ შევაჯამო ათეული მეგობრის სტატუსები, დაახლოებით
ასეთ სურათს მივიღებთ:
Tags: პატრიარქი, ქადაგება, ტაშტი, დაბანვა, სექსიზმი, პატრიარქატი...

დღის განმავლობაში ახალი ამბებისთვის არ მიყურებია და თავდაპირველად ბევრს ვერაფერს მივხვდი, სანამ ერთმა ჩემმა მეგობარმა ეს "ნიუსი" არ მომაშველა:
ილია მეორემ მრევლ ქალებს მოუწოდა "დაფიქრდნენ თავიანთ მოვალეობაზე".

"ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა. მაგალითად,
როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე. დაფიქრდით თქვენს მოვალეობაზე", - განაცხადა პატრიარქმა.
წყარო ამბები.გე

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექსტში საუბარია წყვილებს შორის სიყვარულსა და პატივისცემაზე, პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდმა, როგორც უკვე ავღნიშნე, კრიტიკა დაიმსახურა. იყო ისეთიც, რომელმაც ქილიკით დაწერა, საპატრიარქოს ტაშტების ბიზნესი აქვსო, თუმცა ახლა, ამ პოსტში არა მავანთა, არამედ ჩემს მოსაზრებებზე გიამბობთ...

ჩემი მსჯელობა მსურს ორი, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გავშალო: - ერთში დავეთანხმო მათ, ვინც ამ ფრაზამ განარისხა, მეორეთი კი შევეცდები, ამ სიტყვებს სხვა, რელიგიური კუთხით შეგახედოთ. არა იმიტომ, რომ ორი კურდღლის დაჭერას ვლამობ, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, ყველაზე დამღუპველი კატეგორიული აზროვნებაა. მე მაინც ვფიქრობ, უმჯობესია, მედალს ორივე მხრიდან შევხედოთ და დასკვნები ამის ამის შემდეგ გავაკეთოთ.

ერთი შეხედვით, თუ პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდს სიტყვა-სიტყვით, ყოველ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით მივიღებთ, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ  ის შეიცავს სექსისტურ, კონკრეტულად კი პატრიარქატულ მიდგომას ცხოვრებისადმი. მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენს ეპოქაში წარმოუდგენელი და სრულიად არაბუნებრივია პატრიარქატი, ანუ ოჯახური სისტემა, რომელშიც ქალური მამაკაცს არის დამორჩილებული.

პატრიარქისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ წარმომიდგენია, რომ სახლში მისულს, ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ფეხი დამბანოს;
ვერც ის წარმომიდგენია, რომ, ჩვენს დროში, შესაძლოა, ისეთი ქალის მოძებნა, რომელიც ჩემდამი, როგორც ქმრისადმი პატივისცემას ფეხის დაბანვით დამიდასტურებს;
ისიც რომ დავუშვა, რომ ჩემი მეუღლე თანახმა იყოს, ფეხი დამბანოს, ამ შემთხვევაში მე თავად ვერ წარმომიდგენია, რომ ამან რაიმე სიამოვნება მომანიჭოს. პირიქით, ალბათ ეს ძალიან უხერხული და უსიამოვნო იქნება.

ასევე, შესაძლოა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ ზემოთ ნათქვამში (სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით გაგების შემთხვევაში) არის სექსისტური დამოკიდებულებაც, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის...

თუმცა მათ, ვინც ამ სიტყვებმა გააბრაზა, ერთი უმთავრესი რამ ავიწყდებათ -პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლური მრევლის წინამძღოლია. შესაბამისად, პატრიარქი ხელმძღვანელობს მართლმადიდებლური მოძღვრებით, რომლის თანახმად ფეხთბანვა ერთგვარი რიტუალია. სახარებაში ნათქვამია, რომ ფეხთბანვის წესი მაცხოვარმა დაადგინა. მან თორმეტივე მოწაფეს ფეხი დაბანა, რათა მათთვის ეჩვენებინა, როგორც ის იმდაბლებდა თავს, ასე ეპატრონებინათ მათ ერთმანეთისთვის. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხთბანვა გულისხმობს ფილოსოფიას - ვინც გემსახურება, ის არის შენზე უპირატესი და არა პირიქით...

ასე რომ, ვიდრე პატრიარქის მიმართვას, ფეხის ბანვასთან დაკავშირებით, ქილიკს დავუწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ მართლმადიდებლური მოძღვრება, რომელზე დაყრდნობითაც, ამ სიტყვებით პატრიარქმა მართლმადიდებელ მრევლს, ამ შემთხვევაში მეუღლეებს, სიყვარულსა და პატივისცემისკენ, სიმდაბლეზე, ერთმანეთის მიმართ მზრუნველობასა და პატრონობისკენ მოუწოდა.

ხოდა, ჩემო მეგობრებო, როდესაც ამ ფრაზის გაანალიზებას ვიწყებდი და სხვათა მსგავსად, პატრიარქის ნათქვამის სიტყვა-სიტყვით გაგებას შევეცადე, გამიჭირდა წარმომედგინა, თუ როგორ ბანს ჩემი მართლმადიდებელი დედა, ფეხში ხელოვნური სახსრით, სახლში მოსულ მეუღლეს ფეხებს, თუმცა ზემოთ აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფეხთბანვის რიტუალი, როგორც გადატანითი, აგრეთვე პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს ოჯახში მაინც შედგეს, თუმცა იმ მცირედი სხვაობით, რომ მეუღლეს ფეხი არა დედაჩემმა, არამედ მამაჩემმა დაბანოს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დედაჩემს ახლა მეუღლის დახმარება და გვერდში დგომა მართლაც ძალიან სჭირდება.  სჭირდება ბევრ რამეში და მათ შორის ფეხის დაბანვაში და მიმაჩნია, რომ ეს მამაჩემისთვის სულაც არ იქნება დამამცირებელი.
ასე რომ, ვფიქრობ, მეუღლეთა შორის სწორედ ასეთ დამოკიდებულებაზე, ურთიერთპატივისცემასა და დახმარებაზე საუბრობდა პატრიარქი მაშინ, როდესაც თავის საკვირაო ქადაგებაში ფეხთბანვაზე საუბრობდა...
მკითხველის კომენტარი (81)
lika
04 მაისი 2012 17:56
ხალხო რატომ გგონიათ რომ საწინააღმდეგო აზრი ნიშნავს რომ სხვათქვენზე ნაკლებ მორწმუნეა და უფლება გაქვთ ლანძღოთ,ამ საკითხმა იმითომ გამოიწვია უარყოფითი რეაქცია საზოგადოების ნაწილის მიმართ რომ რეალურად დღეს სულ სხვა სიტუაციაა ოჯახებში და ქალზე ძალადობის მაღალი მაჩვენებელით გამოვირჩევით.პატრიარქის მხრიდან ქალის მორჩილებაზე საუბარი სრულიად ზედმეტი იყო რადგან ქალები ძირითადად ამ როლში არიან და კარგი იქნებოდა მამაკავებისთვისაც მიემართა რომ პატივი სცენ თავის მეუღლეებს
PAATA
04 მაისი 2012 14:54
zangura
http://www.kvirispalitra.ge/politic/12203-qamkhela-procentebi-thvithon-kvlevis-chatarebis-teqnikas-khdis-saetcvosq.html
zangura
04 მაისი 2012 13:51
ვინც პატრიარქის სიტყვები სწორად ვერ გაიგო ძალიან მწირი და დაბალი აზროვნების ყოფილა. რაც იქადაგა ყველაფერი 100%-იანია.
goga
04 მაისი 2012 09:48
Paata- რით ვერ გაიდე რომ პატრიარქი და მთელი მისი ამალა ყოველთვის მართლები არიან.
მართლები არიან მაშინ როცა ამბობენ რომ რუსეთი როცა გვმობავდა ეს პუტინ–მედვედევ–სააკაშვილის უაზრო დანაშაულებლივი პოლიტიკის ბრალი კი არ ყოფილა არამედ ღვთისგან მოვლენილი სასჯელი და რუსი სამხედროები მაშინ ღვთის დავალებას ასრულებდენ თურმე (იხ.რუის–ურბნისის ეპისკოპოს მეუფე იობის ქადაგება 2008წ. აგვისტო)
მართლები არიან როცა მორწმუნეებისთვის რაც შეიძლება დიდი ფულის გამოძალვის მიზნით ავადმყოფებს ბერი გაბრიელის საფლავზე დიდ ძღვენის შეწირვას აიძულებენ და თვითონ გასაცოდავებული მლოცველების ხარჯზე გერმანიის ძვირადღირებულ კლინიკებში დადიან 50 კაციან ამალით სამკურნალოდ(ისე საინტერესოა პატრიარქმა ვერ მიაგნო ბერი გაბრიელის საფლავს?ის ხომ ყველა დაავადებას კურნავს? რაღას გარბოდა გერმანიაში?)
დიახ,ისინი არასდროს სცდებიან.
აქ ვიღაცამ იკითხა როდის შემოგივარდა ვინმე მართლმადიდებელი სახლში და რამე მოგთხოვაო. დიახაც რომ სახლში,ტელევიზორში მივარდებიან და ურცხვად ითხოვენ სხვადასხვა სარეკლამო კლიპებით შესაწირს ამა თუ იმ ტაძრის ასაშენებლად,ლოგიკა მარტივია მეტი ტაძარი მეტ გაყვლეფილ გოიმს (ისინი ასე თვლიან ხალხს)ნიშნავს
90–იან წლებში როცა მთელი საქართველო იქცეოდა,როცა არ აშენებულა არც ერთი საავადმყოფო,სკოლა,საბავშვო ბაღი და ა. შ. შენდებოდა მხოლოდ დიდი ფულის საჭრელი დაწესებულებები,ასწთები კი იყვნენ და არიან კაზინო,რესტორნი,საროსკიპო და ეკლესია
მიწოდეთ ეხლა გინდ სატანა,გინდ ეშმაკი და რაც გაგეხარდებათ მაგრამ ჩემი სიტყვები რომ მართალია ამას მგონი თქვენც ვერ უარყოფთ(თუ თავი ოდნავ მაინც გიმუშავებთ რა თქმა უნდა)
თამარი
04 მაისი 2012 00:01
გული ამერია , ყველაფერი პოლემიკად როგორ იქცევა ხოლმე საქართველოში. პატრიარქმა რაც თქვა, იმას ახსნა არ ჭირდება,კარგად მოსმენა უნდა მხოლოდ. სადაც სიყვარულია. იქ პატივისცემაცააა და ურთიერთზე ზრუნვაც.
zura
03 მაისი 2012 19:07
აღარ მინდოდა ამ უაზრობაში ჩართვა, მაგრამ ამ პაატას ბოლო ბალღამმა მოთმინება დამიკარგა. ერთი, ძმურად, რომელი მართლმადიდებელი შემოგივარდა სახლში და კოცონზე წაგათრია, შენისთანები მონახე და შენი ფილოსოფიური (გადაბრუნდა კანტი საფლავში შენი შემყურე) ნაბოდვარები იმათ უკითხე, მეორე, ქართულად წერა ისწავლე,რომელიმე გამხდარ ფილოლოგს წააკითხე შენი შედევრები, არ გაინტერესებს, რამდენ შეცდომას აღმოგიჩენს? და მესამე, ერთი ამ წერილის რესპონდენტის არ იყოს, ყველამ თქვენს მამიდებს მოუარეთ და პატრიარქს შეეშვით. მიუხედავად თქვენგან გადმოფრქვეული სიბინძურისა, მაინც მეცოდებით იმ ძაღლის როლში, ქარავანს(პატრიარქს და ეკლესიას) რომ უყეფს. ხოლო გონიერებს გირჩევთ, ამათთან პოლემიკას თავი დაანებოთ, უაზრობას გარჩევა არ ჭირდება. მე პირადად ვწყვეტ აქ შემოსვლას. სტატიის ავტორს კი ვურჩევ,რელიგიურად მეტად განათლდეს (მე მგონი საწყენად არ მიიღებს)და ნალუდარზე ასეთ თემებს ნუ შეეჭიდება, იმიტომ რომ მას ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აკისრია - ის ჟურნალისტია. ყველას კი გირჩევთ წაიკითხოთ (პირველ რიგში პაატას) წმ. იოანე ოქროპირის -ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანი აპოლოგეტის - წერილი "ნუ განიკითხავთ მღვდლებს"(სვინაქსარი ტ I თებერვალი, დღე 4). მგონი ოქროპირს ზოგიერთზე მეტად დაეჯერება. ნახვამდის და მომიტევეთ ყველამ...
p.s. მთელი კვირა დღე რომ გძინავს, ლუდს სვამ და ფილმებს უყურებ, ნაოპერაციევი დედის სანახავად იქნებ საღამოს დადგომამდე წასულიყავი, რაც არ უნდა იყოს, 9 თვე მუცლით გატარა... ძუძუ გაწოვა... თავს დაგტრიალებდა... რა ვიცი.... მას ჯანმრთელობას და ყურადღებიან შვილს ვუსურვებ
giga
03 მაისი 2012 18:32
ერთი ამ სატანისტ PAATA-ს დამიხედეთ. ვინ ახარ რომ ჭკუას გვასწავლი.

სამღვდელო დასი თვითონ ღმერთმა დაადგინა ბიბლიაში და შენ ვინ ხარ ღმერთის სახელით რომ მანიპულირებ?

ბევრ ისეთ რამეს ამბობ რაც ბიბლიაში დაგმობილია, მაგრამ არ ჩაგიღრმავდები, რადგან ბიბლიაშივე წერია ნუ დაუყრით მარგალიტებს ღორებსო.

შენ და შენი თანამოაზრეები ,, მებრძოლ უღმერთოთა კავშირის'' რიმეიქი ხართ.

ლუციფერის ,,ღირსეული'' მსახური ხარ შენ და ისინი ვინც აქ მხარს გიჭერს.
nita
03 მაისი 2012 18:21
უფალო შეგვინდე და მოგვიტევე ყოველივე, გვაპატიე ჩვენი უგნურება....
PAATA
03 მაისი 2012 16:53
სამწუხაროდ ყოველივე ეს რეალობაა.
ხალხი რომელიც ასე გულმოდგინედ ილანძღება ჩემი მისამართით (და ალბათ უკვე ზოგიერთი თქვენგანის კომენტარიდან გამომდინარე თქვენი ჯერიც დადგა:) არიან სწორედ ის ადამიანები რომლებსაც პატრიარქი სამწყემსოს უწოდებს (goga_ს და qeti_ს).

ღმერთმა ადამიანი შექმნა თავისუფალი და თავისუფლება გამორიცხავს ყოველგვარ გამწყემსვას!
ვაი იმ ერს და იმ ხალხს ვისაც გამწყემსვა ჭირდება!
ჩვენ ვართ ჩვენი არსით და ბუნებით თავისუფალი ადამიანები და არავისი გამწყემსვა არ გვჭირდება! არც მიშასი და არც პატრიარქის! თუ კი თქვენ პროტესტი არ გიჩნდებათ იმაში რომ თქვენ მოგმართავენ თითქოს წარმოადგენდეთ არა საზოგადოებას არამედ ცხვრის ფარას... რა ვქნა... პირადად მე მწყინს და არ მომწონს... მაგრამ მე მეტი ძალა არ შემწევს გარდა იმისა რომ დავაფიქსირო ჩემი პროტესტი ასეთი მოწოდებების თუ "ქადაგებების" წინააღმდეგ.

ისე ეხლა ამას ვწერდი და რა გამახსენდა... YouTube__ის ვებ გვერდზე არსებობს ასეთი ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=OTgyjjHEkjk&feature=related და ღმერთმა იცის კიდევ რამდენი საინტერესო. მოკლედ ეს კადრები საქართველოს ავად სახსენებელი და ყოფილი პრეზიდენტის ე. შევარდნაძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 1998 წელსაა გადაღებული. აქ თქვენ დაინახავთ პატრიარქს რომელიც აღფრთოვანებას ვერ მალავს: "ბატონი ედუარდი დილის 10 საათზე მოვიდაო" "დღეს არა მხოლოდ ედუარდის დაბადების დღეა, დღეს ასევე ერეკლეს გარდაცვალებიდან 200 წელი სრულდებაო" მერე მიდის მოთხრობა მისი ჩამოსვლის სისწორეზე, ბატონი პრეზიდენტის კარიერის აპოგეაზე და თუ კი ყურადღებით მოუსმენთ ბატონ ილიას მილოცვას იმასაც შეიტყობთ თუ რა დაგვემართებოდა ჩვენ საწყლებს, ქართველებს, მისი აღმატებულება, სამჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რომ არ ჩამოსულიყო (ისე მაინც საინტერესოა რა უნდა დაგვმართოდა იმაზე უარესი ვიდრე ამ არარაობის მმართველობის პერიოდში დაგვემართა?!!!), ასევე იმასაც შეიტყობთ რომ თურმე მთელი მისი მოღვაწეობა სხვა არაფერი ყოფილა თუ არა მოსამზადებელი პერიოდი იმისთვის რომ ბატონი ედუარდი საქართველოს სათავეში ჩასდგომოდაო. და თურმე კიდევ კარგი ბატონი პრეზიდენტისთვის რომ ჩამოვიდა თორე ამას ქართველი ხალხი არ გაპატიებდაო! პატრიერქი იქვე თითქოს წინასწარმეტყველებას აკეთებს და დიდი სიხარულით ამცნობს იუბილარს: "მე მინდა გითხრათ რომ ქართველი ხალხი თქვენი უმადური არ იქნებაო" "...დაუმადლებსო".
ისე აგიხდათ ყველა ოცნება! (რა თქმა უნდა აქ მხოლოდ კეთილი ოცნებები იგულისხმება თუ არა ახლა ღმერთმა უწყის რამდენი თქვენგანი ოცნებობს ჩემს ჩაქოლვას...).
...2003 წლის 23 ნოემბერი! გამგები გაიგებს, მიმხვედრიც მიხვდება! და არ მითხრათ ახლა არ გვახსოვსო! გახსოვთ გახსოვთ როგორ არ გახსოვთ! 2008 წელიც გახსოვთ! იმ დროს საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ახალი ჩატარებული იყო, ბევრი მიტინგებიც იმართებოდა და აწ არჩეულ პრეზიდენტს ქუჩაში გამოსული ხალხი არც მეტი არც ნაკლები მათი ლიდერების თამადობით პირდაპირ ეთერში სულ "დედას უტრიალებდა"! იმ დროს ყველასთვის ახალი ამბების ყურება პროფესიათ იყო ქცეული და ალბათ ისიც გემახსოვრებათ თუ როგორ ჩუქნიდა მთავრობა სახელმწიფო მიწებს ეკლესიას და რა დიდი სიხარულით იღებდნენ ეკლესიის წარმომადგენლები მთავრობის "სააღდგომო" საჩუქრებს. იმ პერიოდში პატრიარქიც არ დარჩენია მიშას ვალში, ხან ჯვარი უსახსოვრა და ხარ ძველისძველი სახარება! მერე განცხადებებიც მოაყოლა: "თითქოს ჩვენ სენათ გვექცა რო სულ რევოლუციები მოვაწყოთ. ხან ერთი პრეზიდენტი არ მოგვწონს, ხან მეორე და ეხლა უკვე მესამესაც იგივეს ვუპირებთო!" ეს რა თქმა უნდა ვიღაცა "გრეჩიხას" რომელსაც მაშინ არც მეტი არც ნაკლები პრეზიდენტობის ამბიციები ტანჯავდა სულაც გულზე არ დაეხატა და შურისძიებაც მისმა ძმამ ივალა.
და რაო?! მის გადაცემაში, გალია თუ რაღაცა რო ერქვა ხალხი მოიწვია რომლებმაც ის თქვეს რაც ისედაც მშვენივრად ვიცოდით, მათ უბრალოდ გაიმეორეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს: "ილია მეორე 9 აპრილის ღამეს "წადით სახლშიო" ხალხს რო უძახოდა ვირაცეების დავალებით მოქმედებდაო!" http://www.youtube.com/watch?v=IOJVo-LNBVw&feature=related ...ახალი ამბავი!

კომენტარი მოთხრობის სტილში გამომივიდა და ასევე განვაგრძობ.
და მერე?
მერე მოვიდა ბიძინა! მიშამ არ დააყოვნა და მოქალაქეობა აართვა! ამაზე პატრიარქი-პოლიტიკოსი რისი პოლიტიკოსი იქნებოდა და პოლიტიკური განცხადებების ქარცეცხლი მოაყოლა! ეს არ აკმარა და ბატონ ბიძინას მრავალჯერ (პირადად ათვლა ამერია) შეხვდა! იმანაც არ დააყოვნა და "სამების ტაძარი რო აგიშენე და სერთოდ შენი მღვდელთ მთავრები რომ ჩემ ჯიბეს ეპოტინებიან ეგ მთელმა საქართველომ იცის, ეხლა ამას მოხატვა ჭირდება, მე რო ბევრი ფული მაქ ეგ ჩემზე კარგად შენ იცი ჰო და მაგ ეკლესიასაც მე მოგიხატავ და აბა შენ იციო!"
მიშა რისი მიშა იქნებოდა რო პატრიარქის ეს "გადახრები" და განცხადებები: "არიქა ბიძინას გინდა თუ არა მოქალაქეობა აღუდგინეო" რო უპასუხოდ დაეტოვებინა! არც აცია არც აცხელა და პირდაპირ ქუთათელ გაენათელს მეუფე კალისტრატეს შეეკედლა! იმანაც: "ეს რა პატივი მხვდა ადრე ეს კაცი პატრიარქის ხელზე ამბორს არ კადრულობდა და ეხლა პირდაპირ კალთაში ჩამიხტა უთუოდ დიდი და ამავ დროს სიმბოლური საჩუქარი უნდა მივუძღვნაო!" ადგა და კაი 10 ლიტრა "სუფთა" თაფლი თავისივე ხელით გამოყვანილი მიუძღვნა საჩუქრათ! მიშიკოსაც გაუხარდა და დააყოლა: "აწი ვეღარავინ ვეღარ გამამწარებსო!" მიშას "ალტერნატივის" მოძებნა ბევრს გულზე არ დაეხატა და კვირის პალიტრის ერთ ერთ ჟურნალისტმა მეუფე კალისტრატეს ჯერ "ბაბუ" უწოდა და მერე ისიც დაამატა: "ეს კაცი ბოდვას მიჩვეულია და ალბათ ეს განცხადებებიც მისი ალკოჰოლზე "კარგი" დამოკიდებულების ბრალიაო!".
მოკლეთ ბოდვის არ ვიცი მაგრამ ბოდვამდე რომ ქართული ეკლესია პოლიტიკაში გვარიანათ ერთვება ეს უკვე 89 წლიდან მოყოლებული ყველასათვის კარგად ცნობილია! http://www.youtube.com/watch?v=TOgjLaxQG3I

P.S.
"History is a people's memory and without a memory
man is demoted to the lower animals"
Malcolm X

მალკომ ექსიო?!!!
ვნახოთ ეხლა რას მიწოდებთ როცა ამას წაიკითხავთ! ალბათ ჯერ მუსულმანს! მერე ანარქისტს ან ისევ კომუნისტს! ჰო ისე 70 წლის წინანდელ შტატებშიც დაახლოებით ისე იყო როგორც დღეს ვითომ 21_ე საუკუნის საქართველოში: ყველა ვინც არსებული რეჟიმის ან ეკლესიის წინააღმდეგ მიდიოდა ავტომატურად კომუნისტობის "ნათლობას"იღებდა! იქ ხალხი განვითარდა! ჩვენ კვლავ ნეოანდერდალების ეპოქაში ვცხოვრობთ!
განვითარებული ქვეყნები არიან სწორედ განვითარებულნი იმიტომ რომ იქ დრო გადის და ეპოქები იცვლება! საქართველოში უბრალოდ დრო გადის...!
სამწუხაროა!
ისე მე პირადად მალკომ ექსის კითხვა ათასჯერ მირჩევნია პატრიარქის ქადაგებას სადაც ის კიდევ ერთხელ შეეცდება დაგვარწმუნოს რომ "დედამიწა ბრტყელია!" სადაც ის კიდევ ერთხელ შეეცდება მისი ულტრა კონსერვატული აზრები თავს მოგვახვიოს! სადაც ის კიდევ ერთხელ გვიწოდებს სამწყსოს!
არ მინდა ვიღაცა (ზუსტათაც ვიღაცა!) ჩემს მეუღლეს ცალმხრივად მოუწოდებდეს რო შენს ქმარს ფეხები უნდა დაბანოო! ფეხები არა...! მოდით ყველამ თავის ფეხებს და ერთ ადგილს მოუაროს! მე არ ვეუბნები არც ერთ ეკლესიურ პირს ვინ ვის რა უნდა დაბანოს და როგორ მოექცეს და კარგს იზავენ ისინიც თუ კი ჩვენს ოჯახურ საქმეებში არ ჩაერევიან! ყველა ოჯახმა თავი თავადვე უნდა გაიწონასწოროს და არა ვიღაცის ჩამორჩენილი იდეოლოგიური ჩარევის საშუალებით!
ჩემი მეუღლე არის ჩემი თანასწორი! და სწორედაც რო მას აქვს ყოველივე იმის უფლება რისი უფლაბაც მაქვს მე და პირიქით! ამ პრინციპში "მაგრამ" არ არსებობს! თანასწორობა ან არსებობს ან არა! იქ სადაც ისმის "მაგრამ" იქ პრინციპი ირღვევა!
არანაირი ფეხების დაბანა და არანაირი კაცის ბატონობა ქალზე!
ნუ შეურაცყოფთ თქვენს დედებს, თქვენს დებს და თქვენს მეგობრებს ვიღაცეების ასეთ ბოდვაზე მხარის აბმით!
qeti
03 მაისი 2012 15:15
უნიჭო სტატიაა, თავად ავტორმა სწორად თქვა, არც მწვადი დაწვა და არც შამფური და გამოუვიდა...მაინც ვერ გავიგე, რა უნდა????ქმრისთვის ფეხის დაბანა ჩემთვის დამცირება ნამდვილად არ არის,მაგრამ პატრიარქი რომ საუბრობს ქალების მოვალეობაზე, კაცების მოვალეობაზე რატომ არასოდეს საუბრობს...ამასობაში კი მამაკაცები სულ გადაგვარდნენ, პასუხისმგებლობა ნულზე, ცოლის პატივისცემა ცოლის ნულს ქვემოთ.. ლუარსაბ თათქარიძე დადებითი გმირია, მათ ფონზე...მას ცოლი მაინც უყვარდა...და სცემდა პატივს...პაატა ყოჩაღ, მიხარია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ აზროვნებენ, ღმერთმა ამრავლოს შენნაირი ადამიანები...და საქართველოს მართლაც ეშველება

რუბრიკის სხვა სიახლეები