პატრიარქის პატრიარქატი?
პატრიარქის პატრიარქატი?
კვირა დღე, მეტწილად, ძილში, ლუდის სმასა და ფილმების ყურებაში გავატარე. საღამოხანს მამასთან ერთად საავადმყოფოში, დედაჩემის მოსანახულებლად წავედი. დედამ ოპერაცია გაიკეთა - ფეხში ხელოვნური სახსარი ჩაუსვეს.

საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ, სახლში მოსულმა, ფეისბუქი შევამოწმე. ჩემი 1,500 "ფრენდლისტის" "ნიუსფიდზე" ერთი თვალის შევლება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი - ჩემი ფეისბუქელი მეგობრების აღშფოთებული, ზოგის ცინიკური, ზოგიერთის კი უცენზურო სტატუსები პატრიარქის საკვირაო ქადაგების გამოძახილი იყო. რამდენიმე სიტყვით, ე.წ. თეგებით რომ შევაჯამო ათეული მეგობრის სტატუსები, დაახლოებით
ასეთ სურათს მივიღებთ:
Tags: პატრიარქი, ქადაგება, ტაშტი, დაბანვა, სექსიზმი, პატრიარქატი...

დღის განმავლობაში ახალი ამბებისთვის არ მიყურებია და თავდაპირველად ბევრს ვერაფერს მივხვდი, სანამ ერთმა ჩემმა მეგობარმა ეს "ნიუსი" არ მომაშველა:
ილია მეორემ მრევლ ქალებს მოუწოდა "დაფიქრდნენ თავიანთ მოვალეობაზე".

"ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა. მაგალითად,
როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე. დაფიქრდით თქვენს მოვალეობაზე", - განაცხადა პატრიარქმა.
წყარო ამბები.გე

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექსტში საუბარია წყვილებს შორის სიყვარულსა და პატივისცემაზე, პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდმა, როგორც უკვე ავღნიშნე, კრიტიკა დაიმსახურა. იყო ისეთიც, რომელმაც ქილიკით დაწერა, საპატრიარქოს ტაშტების ბიზნესი აქვსო, თუმცა ახლა, ამ პოსტში არა მავანთა, არამედ ჩემს მოსაზრებებზე გიამბობთ...

ჩემი მსჯელობა მსურს ორი, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გავშალო: - ერთში დავეთანხმო მათ, ვინც ამ ფრაზამ განარისხა, მეორეთი კი შევეცდები, ამ სიტყვებს სხვა, რელიგიური კუთხით შეგახედოთ. არა იმიტომ, რომ ორი კურდღლის დაჭერას ვლამობ, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, ყველაზე დამღუპველი კატეგორიული აზროვნებაა. მე მაინც ვფიქრობ, უმჯობესია, მედალს ორივე მხრიდან შევხედოთ და დასკვნები ამის ამის შემდეგ გავაკეთოთ.

ერთი შეხედვით, თუ პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდს სიტყვა-სიტყვით, ყოველ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით მივიღებთ, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ  ის შეიცავს სექსისტურ, კონკრეტულად კი პატრიარქატულ მიდგომას ცხოვრებისადმი. მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენს ეპოქაში წარმოუდგენელი და სრულიად არაბუნებრივია პატრიარქატი, ანუ ოჯახური სისტემა, რომელშიც ქალური მამაკაცს არის დამორჩილებული.

პატრიარქისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ წარმომიდგენია, რომ სახლში მისულს, ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ფეხი დამბანოს;
ვერც ის წარმომიდგენია, რომ, ჩვენს დროში, შესაძლოა, ისეთი ქალის მოძებნა, რომელიც ჩემდამი, როგორც ქმრისადმი პატივისცემას ფეხის დაბანვით დამიდასტურებს;
ისიც რომ დავუშვა, რომ ჩემი მეუღლე თანახმა იყოს, ფეხი დამბანოს, ამ შემთხვევაში მე თავად ვერ წარმომიდგენია, რომ ამან რაიმე სიამოვნება მომანიჭოს. პირიქით, ალბათ ეს ძალიან უხერხული და უსიამოვნო იქნება.

ასევე, შესაძლოა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ ზემოთ ნათქვამში (სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით გაგების შემთხვევაში) არის სექსისტური დამოკიდებულებაც, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის...

თუმცა მათ, ვინც ამ სიტყვებმა გააბრაზა, ერთი უმთავრესი რამ ავიწყდებათ -პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლური მრევლის წინამძღოლია. შესაბამისად, პატრიარქი ხელმძღვანელობს მართლმადიდებლური მოძღვრებით, რომლის თანახმად ფეხთბანვა ერთგვარი რიტუალია. სახარებაში ნათქვამია, რომ ფეხთბანვის წესი მაცხოვარმა დაადგინა. მან თორმეტივე მოწაფეს ფეხი დაბანა, რათა მათთვის ეჩვენებინა, როგორც ის იმდაბლებდა თავს, ასე ეპატრონებინათ მათ ერთმანეთისთვის. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხთბანვა გულისხმობს ფილოსოფიას - ვინც გემსახურება, ის არის შენზე უპირატესი და არა პირიქით...

ასე რომ, ვიდრე პატრიარქის მიმართვას, ფეხის ბანვასთან დაკავშირებით, ქილიკს დავუწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ მართლმადიდებლური მოძღვრება, რომელზე დაყრდნობითაც, ამ სიტყვებით პატრიარქმა მართლმადიდებელ მრევლს, ამ შემთხვევაში მეუღლეებს, სიყვარულსა და პატივისცემისკენ, სიმდაბლეზე, ერთმანეთის მიმართ მზრუნველობასა და პატრონობისკენ მოუწოდა.

ხოდა, ჩემო მეგობრებო, როდესაც ამ ფრაზის გაანალიზებას ვიწყებდი და სხვათა მსგავსად, პატრიარქის ნათქვამის სიტყვა-სიტყვით გაგებას შევეცადე, გამიჭირდა წარმომედგინა, თუ როგორ ბანს ჩემი მართლმადიდებელი დედა, ფეხში ხელოვნური სახსრით, სახლში მოსულ მეუღლეს ფეხებს, თუმცა ზემოთ აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფეხთბანვის რიტუალი, როგორც გადატანითი, აგრეთვე პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს ოჯახში მაინც შედგეს, თუმცა იმ მცირედი სხვაობით, რომ მეუღლეს ფეხი არა დედაჩემმა, არამედ მამაჩემმა დაბანოს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დედაჩემს ახლა მეუღლის დახმარება და გვერდში დგომა მართლაც ძალიან სჭირდება.  სჭირდება ბევრ რამეში და მათ შორის ფეხის დაბანვაში და მიმაჩნია, რომ ეს მამაჩემისთვის სულაც არ იქნება დამამცირებელი.
ასე რომ, ვფიქრობ, მეუღლეთა შორის სწორედ ასეთ დამოკიდებულებაზე, ურთიერთპატივისცემასა და დახმარებაზე საუბრობდა პატრიარქი მაშინ, როდესაც თავის საკვირაო ქადაგებაში ფეხთბანვაზე საუბრობდა...
მკითხველის კომენტარი (81)
adamiano
02 მაისი 2012 12:59
გრცხვენოდეთ თანამედროვეონის მიმდევრებო
ფიქრობთ თუ იმას დაუპირისპირდებით რაც ყველაზე ძვირფასია და რაც შენს ერს და ყოველივე იმას ინახავს რაც ოდესმე გაგაცჰნდათ ამით რამე მოგემატებათ?
სირცხვილია როცა უარყოფ იმას რაც უფალმა დაგიტოვა, როცა უარყოფ იმას ვინც უფლის დანატოვარს გინახავს.
გრცხვებოდეთ ყველას ვინც ამ ადამიანს უარყოფთ და აკრიტიკებთ ან ტუნდაც ერთ მის საქჩიელს მაინც ნსჯით
თუ არ გწამტ გაჩუმდით მაინც
-----------------------
პასუხი - Gio Rgashvili (ავტორი)
გთხოვთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველა ადამიანის უფლებაა სწამდეს ან არ სწამდეს.
აგრეთვე, ვერავის წავართმევთ უფლებას, ქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება ეკლესიისადმი. მთავარია, შევძლოთ ჩვენი მოსაზრებების კორექტულად დაფიქსირება.
Ven
02 მაისი 2012 12:43
Kidev ertxel vrcmundebi rom qartvelebs tvini agar dagrchat amdens rom laparakobt : ))) imedia gamigebt tumca vergamigebt tqven xom tvini ar gaqvt rogorc me.. radgan amas vcer : )) hah : )
------------
პასუხი - Gio Rgashvili (ავტორი)
გმადლობთ კომენტარისთვის, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მართლაც ვერ მივხვდი რას გულისხმობთ :) მოხარული ვიქნები, უფრო მკაფიოდ თუ დააფიქსირებთ თქვენს მოსაზრებას :)
nana
02 მაისი 2012 09:57
გიო გეთანხმები. კარგი ბიჭი ხარ. ბოლო აბზაცზე განსაკუთრებით. დარწმუნებული ვარ ზუსტად ეგ იგულისხმება ამ ქადაგებაში.
----------------
პასუხი - Gio Rgashvili (ავტორი)
ნანა, გმადლობთ! :)
mzeo
02 მაისი 2012 09:50
როგორ არ გეშინიათ უფლის კომანტარს რომ უკეთებთ პატრიარქის ქდაგებას,ვინ მოგცათ ამის უფლება.
TaTia
02 მაისი 2012 09:25
გიგა კიდევ კაი აგვიხსენი და გაგვანათლე თორემ რა გვეშველებოდა.
daviti
02 მაისი 2012 00:58
რასაც ვერ გაიგებ იმით მხოლოდ გაკვირვება ძეგიძლია, უარყოფას კი ნუ გაბედავო, ნათქვამია..

პატრიარქმა ნეტა იმხელა სიყვარულზე ხომ არ მიგვანიშნა, რომ ცოლს ქმარი იმხელა სიყვარულით უყვარდეს რომ ფეხის დაბანვაც არ შეეზაროს. ეს იცით რამხელა სიყვარულს შუძლია? ან თუნდაც ის რომ შეძლო კეთროვანს მოეხვიო და ანუგეშო, სიყვარული და თანადგომა აგრძნობინო. სიყვარულის გარეშე მაგას ვერ შეძლებ, გული აგერევა ხომ?? ხოდა პატრიაქმა იქნებ ამხელა სიყვარულის გამოხატვა იგულისხმა, სიყვარულის გამოხატვა დიდი სითბო და სტიმული არ არის ადამიანისთვის, სახლში მოსული დაღლილი ადამიანისთვის? პატრიაქს ნამდვილად არ უთქვია ფეხები დაბანეთო, დაუკვირდით! მაგრამ, შესთავაზეთო - ასე თქვა.. ანუ მხოლოდ სიყვარულის გამოხატვა გვირჩია..

ეხლა მე ჩემს საყვარელ მეუღლეს, არასოდეს ცოცხალი თავით არ დავაბანინებ ფეხებს, რომელი კაცი დააბანინებს მართლა ფეხებს?! ან გვაიძულებს ვინმე? მაგრამ ცოლი რომ შემოგთავაზებს და ამხელა სიყვარულს გაგრძნობინებს სახლში მოსულს, , არ ვიცი ეხლა ..
რამდენს ცინიკოსობენ და რამდენ შეურაცხყოფას აყენებენ პატრიარქს, პატრიარქს კი იმისიც არ ეშინია რომ ერთი შეხედვით ასეთი "საბაბები" მისცეს ხოლმე ისეთებს, ვისაც უხარია. პუტინსაც კი მიულოცა პრეზიდენტობა მაგრამ მერე ხომ გავიგეთ რაც ეწერა იმ მილოცვაში? სხვა რამეებსაც გვიან ვიგებთ მგონი, და ამიტომ ჯობია კარგად დავფიქრდეთ ( ვისაც არ ეზარება)
davit
02 მაისი 2012 00:04
პაატა, შენ ხარ 2-უჯრედიანი მოტლიკინე, უნამუსო პროპაგანდისტი და დემაგოგი.მაგ ცბიერი და გველური რიტორიკით ვერავის ვერ წააქეზებ და მოატყუებ, შენნაირი ავადმყოფი ცინიკოსები მარტო ნერვებს გვიშლით, გულს გვიწამლავთ და სულში გვაფურთხებთ ჩვენ, ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ს!!!! თქვენ ოცნებები არ აგიხდებათ და ან თავი დაგვანებეთ ან გ ა დ ა შ ე ნ დ ი თ!!!!
-------------------
პასუხი - Gio Rgashvili (ავტორი)
დავით, მგონი არ ღირს პაატას მიმართ ასეთი აგრესიის გამოხატვა. მას თავისი აზრი აქვს, თქვენ - თქვენი. ვერ ვიტყვი, რომ მის მოსაზრებებს ვეთანხმები, თუმცა მას ისევე აქვს თავისი მოსაზრებების დაფიქსირების უფლება, როგორც თქვენ, როგორც მე...
gogi
01 მაისი 2012 21:39
სტატიის ავტორს თითქოს რაღაცის თქმა უნდა მაგრამ შინაგანი თავისუფლება აკლია, თითქოს ამბობს მაგრამ ვიღაცა ექაჩება. რას იზამ, თავისუფლება ეგრე ადვილი არაა.
giga
01 მაისი 2012 21:21
ან არ მოისმინეთ პატრიარქის ქადაგება ან არ გინდათ მისი გაგება და საკუთარ ფანტაზიების ტყვეობაში ხართ!

პატრიარქმა ბრძანა: ცოლმა შესთავაზოს ქმარსო, საჭმელიო, ფეხების დაბანვაო ან დასვენებაო.

პატრიარქს არ უთქვმამს ცოლმა ფეხები დაბანოს, აჭამოს და დაასვენოს ქმარიო.

შეთავაზება და ქმედება სხვა და სხვა რამეა.

ოჯახის წევრმა საჭმელი ან ბანაობა რომ შემოგთავაზოთ, მაინც და მაინც საკუთარი ხელით უნდა მოგემსახუროს? კოვზი დაიჭიროს ხელში და გაჭამოთ? ცოტა ტვინი დაატანეთ!

ვისაც გაგება სურს გაიგებს. ვურჩევ პირადად მოუსმინოს ვიდეო ქადაგებას.
vah
01 მაისი 2012 19:14
წარმოიდგინეთ ლელა ბანს ფეხს მამულიჩას. წარმოიდგინეთ?

რუბრიკის სხვა სიახლეები