პატრიარქის პატრიარქატი?
პატრიარქის პატრიარქატი?
კვირა დღე, მეტწილად, ძილში, ლუდის სმასა და ფილმების ყურებაში გავატარე. საღამოხანს მამასთან ერთად საავადმყოფოში, დედაჩემის მოსანახულებლად წავედი. დედამ ოპერაცია გაიკეთა - ფეხში ხელოვნური სახსარი ჩაუსვეს.

საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ, სახლში მოსულმა, ფეისბუქი შევამოწმე. ჩემი 1,500 "ფრენდლისტის" "ნიუსფიდზე" ერთი თვალის შევლება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი - ჩემი ფეისბუქელი მეგობრების აღშფოთებული, ზოგის ცინიკური, ზოგიერთის კი უცენზურო სტატუსები პატრიარქის საკვირაო ქადაგების გამოძახილი იყო. რამდენიმე სიტყვით, ე.წ. თეგებით რომ შევაჯამო ათეული მეგობრის სტატუსები, დაახლოებით
ასეთ სურათს მივიღებთ:
Tags: პატრიარქი, ქადაგება, ტაშტი, დაბანვა, სექსიზმი, პატრიარქატი...

დღის განმავლობაში ახალი ამბებისთვის არ მიყურებია და თავდაპირველად ბევრს ვერაფერს მივხვდი, სანამ ერთმა ჩემმა მეგობარმა ეს "ნიუსი" არ მომაშველა:
ილია მეორემ მრევლ ქალებს მოუწოდა "დაფიქრდნენ თავიანთ მოვალეობაზე".

"ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა. მაგალითად,
როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე. დაფიქრდით თქვენს მოვალეობაზე", - განაცხადა პატრიარქმა.
წყარო ამბები.გე

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექსტში საუბარია წყვილებს შორის სიყვარულსა და პატივისცემაზე, პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდმა, როგორც უკვე ავღნიშნე, კრიტიკა დაიმსახურა. იყო ისეთიც, რომელმაც ქილიკით დაწერა, საპატრიარქოს ტაშტების ბიზნესი აქვსო, თუმცა ახლა, ამ პოსტში არა მავანთა, არამედ ჩემს მოსაზრებებზე გიამბობთ...

ჩემი მსჯელობა მსურს ორი, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გავშალო: - ერთში დავეთანხმო მათ, ვინც ამ ფრაზამ განარისხა, მეორეთი კი შევეცდები, ამ სიტყვებს სხვა, რელიგიური კუთხით შეგახედოთ. არა იმიტომ, რომ ორი კურდღლის დაჭერას ვლამობ, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, ყველაზე დამღუპველი კატეგორიული აზროვნებაა. მე მაინც ვფიქრობ, უმჯობესია, მედალს ორივე მხრიდან შევხედოთ და დასკვნები ამის ამის შემდეგ გავაკეთოთ.

ერთი შეხედვით, თუ პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდს სიტყვა-სიტყვით, ყოველ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით მივიღებთ, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ  ის შეიცავს სექსისტურ, კონკრეტულად კი პატრიარქატულ მიდგომას ცხოვრებისადმი. მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენს ეპოქაში წარმოუდგენელი და სრულიად არაბუნებრივია პატრიარქატი, ანუ ოჯახური სისტემა, რომელშიც ქალური მამაკაცს არის დამორჩილებული.

პატრიარქისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ წარმომიდგენია, რომ სახლში მისულს, ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ფეხი დამბანოს;
ვერც ის წარმომიდგენია, რომ, ჩვენს დროში, შესაძლოა, ისეთი ქალის მოძებნა, რომელიც ჩემდამი, როგორც ქმრისადმი პატივისცემას ფეხის დაბანვით დამიდასტურებს;
ისიც რომ დავუშვა, რომ ჩემი მეუღლე თანახმა იყოს, ფეხი დამბანოს, ამ შემთხვევაში მე თავად ვერ წარმომიდგენია, რომ ამან რაიმე სიამოვნება მომანიჭოს. პირიქით, ალბათ ეს ძალიან უხერხული და უსიამოვნო იქნება.

ასევე, შესაძლოა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ ზემოთ ნათქვამში (სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით გაგების შემთხვევაში) არის სექსისტური დამოკიდებულებაც, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის...

თუმცა მათ, ვინც ამ სიტყვებმა გააბრაზა, ერთი უმთავრესი რამ ავიწყდებათ -პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლური მრევლის წინამძღოლია. შესაბამისად, პატრიარქი ხელმძღვანელობს მართლმადიდებლური მოძღვრებით, რომლის თანახმად ფეხთბანვა ერთგვარი რიტუალია. სახარებაში ნათქვამია, რომ ფეხთბანვის წესი მაცხოვარმა დაადგინა. მან თორმეტივე მოწაფეს ფეხი დაბანა, რათა მათთვის ეჩვენებინა, როგორც ის იმდაბლებდა თავს, ასე ეპატრონებინათ მათ ერთმანეთისთვის. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხთბანვა გულისხმობს ფილოსოფიას - ვინც გემსახურება, ის არის შენზე უპირატესი და არა პირიქით...

ასე რომ, ვიდრე პატრიარქის მიმართვას, ფეხის ბანვასთან დაკავშირებით, ქილიკს დავუწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ მართლმადიდებლური მოძღვრება, რომელზე დაყრდნობითაც, ამ სიტყვებით პატრიარქმა მართლმადიდებელ მრევლს, ამ შემთხვევაში მეუღლეებს, სიყვარულსა და პატივისცემისკენ, სიმდაბლეზე, ერთმანეთის მიმართ მზრუნველობასა და პატრონობისკენ მოუწოდა.

ხოდა, ჩემო მეგობრებო, როდესაც ამ ფრაზის გაანალიზებას ვიწყებდი და სხვათა მსგავსად, პატრიარქის ნათქვამის სიტყვა-სიტყვით გაგებას შევეცადე, გამიჭირდა წარმომედგინა, თუ როგორ ბანს ჩემი მართლმადიდებელი დედა, ფეხში ხელოვნური სახსრით, სახლში მოსულ მეუღლეს ფეხებს, თუმცა ზემოთ აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფეხთბანვის რიტუალი, როგორც გადატანითი, აგრეთვე პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს ოჯახში მაინც შედგეს, თუმცა იმ მცირედი სხვაობით, რომ მეუღლეს ფეხი არა დედაჩემმა, არამედ მამაჩემმა დაბანოს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დედაჩემს ახლა მეუღლის დახმარება და გვერდში დგომა მართლაც ძალიან სჭირდება.  სჭირდება ბევრ რამეში და მათ შორის ფეხის დაბანვაში და მიმაჩნია, რომ ეს მამაჩემისთვის სულაც არ იქნება დამამცირებელი.
ასე რომ, ვფიქრობ, მეუღლეთა შორის სწორედ ასეთ დამოკიდებულებაზე, ურთიერთპატივისცემასა და დახმარებაზე საუბრობდა პატრიარქი მაშინ, როდესაც თავის საკვირაო ქადაგებაში ფეხთბანვაზე საუბრობდა...
მკითხველის კომენტარი (81)
goimi
01 მაისი 2012 18:18
გემუდარებიტ-იმეტყველეტ,იკიტხეტ და წერეტ ქარტულად!ვერ ვხვდები რა ენაზეა დაწერილი ეს სტატია.
-------------
პასუხი - Gio Rgashvili (ავტორი)
გმადლობტ. კარგიტ, გავიტვალისცინებტ :))))))
Mkmkmk
01 მაისი 2012 17:50
სტატია ძალიან მომეწონა.... ყოჩაღ ავტორს.

აქ ბევრი განხილვა რა იგულისხმა პატრიარქმა ამ ნათქვამში, უბრალოდ მიმაჩნია რომ დღევანდელ რეალობაში ურიგო არ იქნებოდა მსგავსი ქადაგება ისევ ეკლესიას განემარტა. ანუ ფეხდაბანვა მართლა რას გულისხმობს. მარტო ცოლს ეხება? თუ ორივეს.

ანუ ამის ახსნააა საჭირო, რადგან ყველა ადამიანი ისე იღებს, როგორც ესმის და რთულია შემდეგ იკამათო.
ჭიჭიკო
01 მაისი 2012 16:53
სუფთაგასაგები ქართულით ითქვა და ვინც ქართული ვიცით ისე გავიგეთ როგორც თქვა, ყოველგვარი ვარიაციების გარეშე. ეს თქვა და ის იგულისხმა აქ ნეუმესტნა. კაცი არის უფროსი. ქალი კი მას პატივს უნდა ცემდეს თვით ფეხების დაბანით. წერტილი. თქვა მოკლედ და გასაგებად.
იმედია ჩემ ცოლს წაკითხული ექნება ჩემ სახლში მისვლამდე.
giorgi
01 მაისი 2012 16:44
ყველას კომენტარი არ წამიკითხია, არც ვთვლი საჭიროდ, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მე ვიტყვი ზოგადს და წესით ყველასათვის მისაგები უნდა იყოს: პატრიარქის ნათვამი გაიგეთ მხოლოდ იმ 2 კარგი ხედვით რაც აშკარად ჩანს, პირველი ფეხთბანვის რიტუალი და თუ ეს თქვენთვის მიუგებელია გაიგეთ როგორც გადატანითი მნიშვნელობით, პატრიარქი საუბრობს ურთიერთპატივისცემაზე და ერთმანეთის მიმართ კარგ დამოკიდებულებაზე. უფალი იყოს თქვენი შემწე. . .
zura
01 მაისი 2012 16:23
პაატა გულწრფელად მეცოდება - საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა. დამწვარს დამწვრით არჩენენო - ვურჩევდი გამხდარ, ხისჯვრიან მოძღვართან მისვლას და გასაუბრებას- იქნებ გულზე ცოტა მოეშვას. და კიდევ, სახარებაში პირიდან ამომავალი და პირში შემავალი შეურაცხყოფის შესახებ. ადგილს არ მივუთითებ, თვითონ მოძებნოს
lika
01 მაისი 2012 12:50
ეჰ რა სხვანაირია რეალური ცხოვრება.....................................
terine
01 მაისი 2012 11:59
რატომ არ წერია მაგალითად :როცა ქალი მოდის სამსახურიდან..............?
ჩვენ ქალებს ხომ ძალზე დიდი ტვირთი გვადევს დგევანდელ ქართულ სინამდვილეში
----------------------
პასუხი: Gio Rgashvili (ავტორი)
terine, სად, სახარებაში?
nnn
01 მაისი 2012 11:37
ღმეღთო,დიდხანს გვიცოცხლე პატრიარქი!როცა ვკითხულობ ქადაგებას ცოტა ხნით მაინც ვიცვლები,მინდა სულ ასე ვიყო,მაგრამ ალბათ ყოველდღიური პრობლემები გვავიწყებენ მოვალეობებს...მიხარია ოჯახის მსახურება,ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია!
ფეხების დაბანაში მეუღლის სიყვარული იგულისხმება...
გუსშინ მართლა დადებითად იმოქმედა ამ ქადაგების წაკითხვამ,როგორ შეიძლებოდა სხვა აზრი გამჩენოდა,კიდევ ერთხელ შეგვახსენა პატრიარქმა ოჯახის სიყვარულის მნიშვნელობა...სიყვარულზე დიდი ბედნიერება არაფერია...
ყველას ვუსურვებ მოსიყვარულე ოჯახს!!!
და იმასაც,რომ ჯერ ლუდის სმით არ მოეკლათ თავები და მერე არ მისულიყვნენ დედის სანახავად საავადმყოფოში!
--------------
პასუხი - Gio Rgashvili (ავტორი)
გმადლობთ გამოხმაურებისთვის
დღის განმავლობაში მისვლა არ შეიძლებოდა :)
nata
01 მაისი 2012 11:11
ნეტა გვყავდეს ღირსეული მამაკაცები და ჩვენ ქალები მართლა დავბანთ ფეხებს ყოველდღე. საქმე სიყვარულში და სითბოშია , რომელის გაცემაც უკვე ქართველ კაცს აღარ შეუძლია. სამწუხაროდ. ..
------------------------
პასუხი: Gio Rgashvili (ავტორი)
ნატა, მგონი აჭარბებთ, როდესაც ამბობთ, რომ ქართველ მამაკაცებს სიყვარულისა და სითბოს გაცემა აღარ შეუძლიათო... :)
Archil Mindiashvili
30 აპრილი 2012 22:19
PAAტA,დზალიან ცოდო და უსუსური ადამიანი ხარ.საბრალო და უმაქნისი ცოდვა ხარ შეგინდოს უფალმა.

რუბრიკის სხვა სიახლეები