პატრიარქის პატრიარქატი?
პატრიარქის პატრიარქატი?
კვირა დღე, მეტწილად, ძილში, ლუდის სმასა და ფილმების ყურებაში გავატარე. საღამოხანს მამასთან ერთად საავადმყოფოში, დედაჩემის მოსანახულებლად წავედი. დედამ ოპერაცია გაიკეთა - ფეხში ხელოვნური სახსარი ჩაუსვეს.

საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ, სახლში მოსულმა, ფეისბუქი შევამოწმე. ჩემი 1,500 "ფრენდლისტის" "ნიუსფიდზე" ერთი თვალის შევლება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი - ჩემი ფეისბუქელი მეგობრების აღშფოთებული, ზოგის ცინიკური, ზოგიერთის კი უცენზურო სტატუსები პატრიარქის საკვირაო ქადაგების გამოძახილი იყო. რამდენიმე სიტყვით, ე.წ. თეგებით რომ შევაჯამო ათეული მეგობრის სტატუსები, დაახლოებით
ასეთ სურათს მივიღებთ:
Tags: პატრიარქი, ქადაგება, ტაშტი, დაბანვა, სექსიზმი, პატრიარქატი...

დღის განმავლობაში ახალი ამბებისთვის არ მიყურებია და თავდაპირველად ბევრს ვერაფერს მივხვდი, სანამ ერთმა ჩემმა მეგობარმა ეს "ნიუსი" არ მომაშველა:
ილია მეორემ მრევლ ქალებს მოუწოდა "დაფიქრდნენ თავიანთ მოვალეობაზე".

"ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა. მაგალითად,
როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე. დაფიქრდით თქვენს მოვალეობაზე", - განაცხადა პატრიარქმა.
წყარო ამბები.გე

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექსტში საუბარია წყვილებს შორის სიყვარულსა და პატივისცემაზე, პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდმა, როგორც უკვე ავღნიშნე, კრიტიკა დაიმსახურა. იყო ისეთიც, რომელმაც ქილიკით დაწერა, საპატრიარქოს ტაშტების ბიზნესი აქვსო, თუმცა ახლა, ამ პოსტში არა მავანთა, არამედ ჩემს მოსაზრებებზე გიამბობთ...

ჩემი მსჯელობა მსურს ორი, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გავშალო: - ერთში დავეთანხმო მათ, ვინც ამ ფრაზამ განარისხა, მეორეთი კი შევეცდები, ამ სიტყვებს სხვა, რელიგიური კუთხით შეგახედოთ. არა იმიტომ, რომ ორი კურდღლის დაჭერას ვლამობ, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, ყველაზე დამღუპველი კატეგორიული აზროვნებაა. მე მაინც ვფიქრობ, უმჯობესია, მედალს ორივე მხრიდან შევხედოთ და დასკვნები ამის ამის შემდეგ გავაკეთოთ.

ერთი შეხედვით, თუ პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდს სიტყვა-სიტყვით, ყოველ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით მივიღებთ, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ  ის შეიცავს სექსისტურ, კონკრეტულად კი პატრიარქატულ მიდგომას ცხოვრებისადმი. მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენს ეპოქაში წარმოუდგენელი და სრულიად არაბუნებრივია პატრიარქატი, ანუ ოჯახური სისტემა, რომელშიც ქალური მამაკაცს არის დამორჩილებული.

პატრიარქისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ წარმომიდგენია, რომ სახლში მისულს, ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ფეხი დამბანოს;
ვერც ის წარმომიდგენია, რომ, ჩვენს დროში, შესაძლოა, ისეთი ქალის მოძებნა, რომელიც ჩემდამი, როგორც ქმრისადმი პატივისცემას ფეხის დაბანვით დამიდასტურებს;
ისიც რომ დავუშვა, რომ ჩემი მეუღლე თანახმა იყოს, ფეხი დამბანოს, ამ შემთხვევაში მე თავად ვერ წარმომიდგენია, რომ ამან რაიმე სიამოვნება მომანიჭოს. პირიქით, ალბათ ეს ძალიან უხერხული და უსიამოვნო იქნება.

ასევე, შესაძლოა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ ზემოთ ნათქვამში (სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით გაგების შემთხვევაში) არის სექსისტური დამოკიდებულებაც, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის...

თუმცა მათ, ვინც ამ სიტყვებმა გააბრაზა, ერთი უმთავრესი რამ ავიწყდებათ -პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლური მრევლის წინამძღოლია. შესაბამისად, პატრიარქი ხელმძღვანელობს მართლმადიდებლური მოძღვრებით, რომლის თანახმად ფეხთბანვა ერთგვარი რიტუალია. სახარებაში ნათქვამია, რომ ფეხთბანვის წესი მაცხოვარმა დაადგინა. მან თორმეტივე მოწაფეს ფეხი დაბანა, რათა მათთვის ეჩვენებინა, როგორც ის იმდაბლებდა თავს, ასე ეპატრონებინათ მათ ერთმანეთისთვის. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხთბანვა გულისხმობს ფილოსოფიას - ვინც გემსახურება, ის არის შენზე უპირატესი და არა პირიქით...

ასე რომ, ვიდრე პატრიარქის მიმართვას, ფეხის ბანვასთან დაკავშირებით, ქილიკს დავუწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ მართლმადიდებლური მოძღვრება, რომელზე დაყრდნობითაც, ამ სიტყვებით პატრიარქმა მართლმადიდებელ მრევლს, ამ შემთხვევაში მეუღლეებს, სიყვარულსა და პატივისცემისკენ, სიმდაბლეზე, ერთმანეთის მიმართ მზრუნველობასა და პატრონობისკენ მოუწოდა.

ხოდა, ჩემო მეგობრებო, როდესაც ამ ფრაზის გაანალიზებას ვიწყებდი და სხვათა მსგავსად, პატრიარქის ნათქვამის სიტყვა-სიტყვით გაგებას შევეცადე, გამიჭირდა წარმომედგინა, თუ როგორ ბანს ჩემი მართლმადიდებელი დედა, ფეხში ხელოვნური სახსრით, სახლში მოსულ მეუღლეს ფეხებს, თუმცა ზემოთ აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფეხთბანვის რიტუალი, როგორც გადატანითი, აგრეთვე პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს ოჯახში მაინც შედგეს, თუმცა იმ მცირედი სხვაობით, რომ მეუღლეს ფეხი არა დედაჩემმა, არამედ მამაჩემმა დაბანოს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დედაჩემს ახლა მეუღლის დახმარება და გვერდში დგომა მართლაც ძალიან სჭირდება.  სჭირდება ბევრ რამეში და მათ შორის ფეხის დაბანვაში და მიმაჩნია, რომ ეს მამაჩემისთვის სულაც არ იქნება დამამცირებელი.
ასე რომ, ვფიქრობ, მეუღლეთა შორის სწორედ ასეთ დამოკიდებულებაზე, ურთიერთპატივისცემასა და დახმარებაზე საუბრობდა პატრიარქი მაშინ, როდესაც თავის საკვირაო ქადაგებაში ფეხთბანვაზე საუბრობდა...
მკითხველის კომენტარი (81)
Tengo Bochorshvili
15 მაისი 2012 17:07
აქ ატეხილ და საერთოდ ამ თემაზე მიმართულ დისკუსიას უაზრობად მივიჩნევ, პატრიარქმა თქვა ის რაც თქვა, ვისთვისაც მისი სიტყვები ანგარიშგასაწევია და მის ქადაგებებს მიყვება ისინი დაუჯერებენ და მიჰყვებიან მის სწავლებას, ვისთვისაც ამას არასოდეს არ ქონია მნიშვნელობა იმას კიდე რაღა ადარდებს გააგრძელოს ისე ცხოვრება როგორც ცხოვრობს, ერთ ყურში შეუშვას და მეორედან გაუშვას პატრიარქის ნაქადაგარი, ეს რომ სახელმწიფოს მეთაურს ეთქვა და კანონპროექტი წარედგინათ პარლამენტში დასამტკიცებლად მაშინ გემსჯელათ და გედავათ, პატრიარქის სიტყვები კი მხოლოდ მოწოდებაა ვისაც უნდა ის გაითვალისწინებს. უბრალოდ რატომღაც მთელი ამ ბაკხანალიის მიზეზი ეკლესიის და მისი წინმძღვრის მიმართ ჩასაფრებული დამოკიდებულების გამო ხდება, აი ეს არის უბედურება და აქ ვინც ასე ხმამაღლა ილაშქრებს პატრიარქზე ყველა სპეციალურად დაქირავებულები მგონიხართ რატომღაც. ცნობისთვის ეკლესიური ცხორებით მაინცადამაინც ვერც მე მოვიწონებ თავს, მაგრამ შენს სარწმუნოებას და მის პატრიარქს პატივს არ ცემდე არ შეიძლება.
PAATA
08 მაისი 2012 17:19
თურმე ზონდერები ეკლესიასაც ყავს!
giga
08 მაისი 2012 13:54
ადმინისტრატორო გთხოვ არ ამომიკლო სიტყვები. ამ ნაძირალა PAATA-ს გინება ღვთისმშობლისადმი და ეკლესიისადმი თავისუფლად დაბეჭდე და ნურც ჩემსას დააკლებ. ამაზე დიდი უხამსობა არ არსებობს და პასუხი იმ ნაძირალამ სრულად უნდა მიიღოს.

PAATA სანამ შენ ბინძურ ენას ღვთისმშობელზე აუგი წამოცდებოდეს, მანამდე საკუთარ ***** დედას და ოჯახს მიხედე. შე ახვარო ნუ გგონია ყველა შენსავით ,,ვაგზალზე ან ცირკთან'' ჩაისახა. როგორმა **** დედამაც გაგზარდა, ზუსტად ისეთივე ახვარი გამოხვედი. წარმომიდგენია რა ,,ოჯახიც'' გყავს!

PAATA შე პირუტყვო მეტი რა უნდა გელაპარაკო, რაც დავწერე იქიდან აზრი ვერ გამოგაქვს. შენ როგორც საქონელს ჭკუა უკვე წართმეული გაქვს და საკუთარ ბოღმაში იხრჩობი. შე მასხარავ! ვინ აგდიხარ ჭკუას რომ გვასწავლი?! თავში ქვა გიხლია!
მე გაგაფრთხილე ეკლესიის გინებას არ გაპატიებთქო.
თუ საჭირო გახდა ,,ხმალსაც'' ავიღებ ხელში. ჩათვალე, რომ რისი გინებაც შეიძლება ყველაფერს გაგინებ. შე ლაჩარო!

goga ხარ PAATA თუ ის მესამე! თავში ქვა გიხლია! გინდა ათეისტი იყავი და გინდა ტარტაროზი! მაგრამ გაბედავ და ეკლესიას შეურაცყოფ, იცოდე არ დაგინდობ!

კიდევ ერთხელ გიმეორებ ქრისტიანისთვის რწმენის გინება, პირად შეურაცყოფაზე მეტია, ვისთვისაც ასე არ არის ის არც ქრისტიანია.
ჭკუა სად გაქვს? თუ ათეისტი ხარ, მაშინ რაში გაინტერესებს ეკლესიის საქმეები? დროს რატომ კარგავ? და რატომ მასწავლი ჭკუას როგორი ქრისტიანი უნდა ვიყო? მე გასწავლი როგორი ლენინისტი, თუ უმერთო იყო, ან როგორი პირუტყვი? ცოტა ტვინი დაატანე, თუ გაქვს.
t
07 მაისი 2012 21:05
ჩემი კომენტარი ვერ დავასრულე.... ალბათ არ იყო საჭირო....

თუმცა ერთს მაინც ვიტყვი, არ შეიძლება "ლიტერტურაზე წერო", როცა "1 წიგნიც კი არ გაქვს წაკითხული".....

იმედია ავტორი გაიგებს :)
jurxa
07 მაისი 2012 17:50
პაატას და მის კლონებს ვეკითხები.. თქვენ ქრისტიანები ხართ? თუ თავს ქრისტიანებს უწოდებთ მაშინ თქვენთვის სახარებაში ნათქვამი თითოეული სიტყვა ჭეშმარიტება უნდა იყოს. და თუ თქვენთვის ეს ასე არ არის მაშინ თქვენი ფსევდო თავისუფალი აზროვნებით აღიარეთ რო არ ხართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და რო თქვენი ვალია ებრძოლოთ საქართველოს ეკლესიას!. სახარებაში კი ბევრ რამეს ნახავთ. მაგალითად იმასაც რომ ოჯახის თავი არის კაცი და იქ თანასწორობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.. საერთოდ შეუძლებელია იყო ფემინისტი და ამასთანავე ქრისტიანი.. სამწუხაროდ არ იცნობთ ეკლესიის სწავლებას და ამიტომაც მიყვებით ადამიანურ-ცოდვილ იდეოლოგიას რომელსაც მხოლოდ უბედურება მოაქვს. თქვენ ისე ხართ აყოლილი თანამედროვეობის იდეებს, როგორც ჩვენი ახლო წინაპრები ბოლშევიკურს(ისინიც დარწმუნებულნი იყვნენ იმ იდეების სიმართლეში).. თქვენ რო დაგიჯეროთ კაცმა ცოლთან კონტრაკტიც უნდა დაიდოს. ვაი ეგეთ საქართველოს. ბატონო პაატა ასე მგონია რომ ბექა მინდიაშვილი საუბრობს შენი პირით და ამიტომაც არ მსურს გიპასუხო იმ სიბინძურეებზე რომელსაც ქართეულ ეკლესიას აბრალებ. ამაზე თვით უფალი გიპასუხებს თავის დროზე.. ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის და იდეოლოგიები და სისტემები ინგრევა(იმიტომ რომ ადამიანის შექმნილი არ შეიძლება სრულყოფილი იყოს)ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია ყოვლეთვის იქნება თავის სიმაღლეზე.
PAATA
07 მაისი 2012 17:47
კომენტარებში საკმაოდ ბევრი დაიწერა და ბევრი რამ ითქვა. ძალიან სასიამოვნო იყო jordano bruno_ს და goga_ს კომენტარების წაკითხვა. მათი კომენტარებიდან ბევრი ისეთი რამ გავიგე რაც აქამდე არ ვიცოდი. პირადად მე ყოველთვის მჯეროდა დიალოგის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ ერთი მთავარი კომპონენტის და როგორც სოციალური მშვიდობის და სიწყნარის მიღწევის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალების.
აქ ხშირად არგუმენტის არ არსებობის გამო დაიწერა: "ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებსო"!
ე.ი. არსებობენ ადამიანები რომლებსაც მიაჩნიათ რომ თავიანთი პირიდან ამოსული სიტყვა არის მარგალტი ხოლო მათთან ყველა მოდავე არიან ღორები.
დიალოგში არ არსებობს ღორი და მარგალიტსიტყვიანი. უინსოტ ჩერჩილი წერდა: "დემოკრატია ყველაზე ცუდი მმართველობის სისტემაა... თუმცა საუკეთესო და შეუცვლელი არსებულთა შორისო. დემოკრატიულ მმართველობაში ყველაზე მომხიბვლელი ის არის რომ ასეთ საზოგადოებაში გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობსო". მასზე ბევრად უფრო ადრე სოკრატეს მიაჩნდა რომ ბუნებაში, ზოგადად, სოციალური სიმართლე არ არსებობს! ანუ მას მიაჩნდა რომ შეუძლებელია დაიდოს კარგის ან ცუდის განმარტებები როგორც მცნებების და ამ მცნებებმა დროის ცვალებადობას გაუძლოს. თავად ისტორიის პარადოქსი ის არის რომ დროის სხვადასხვა მონაკვეთში ერთი და იგივე ადამიანს განსხვავებული შეფასებები ეძლევა. ყოველივე ზემოთხსენებულში მეტად არ ჩავღრმავდები... ვხედავ კომენტარი ისედაც დიდი გამომდის უბრალოდ ამით დიალოგის მნიშვნელობაზე მინდოდა გამესვა ხაზი.

პირადად შეცდომათ მიმაჩნია ადამიანების ღორებად და მარგალიტსიტყვიანებად დაყოფა. არც რომელიმე მეზობელ სახელმწიფოში გადასახლებისკენ მოვუწოდებდი რომელიმე თქვენგანს როგორც ეს ერთ ერთმა ვაი პატრიოტმა მომწერა. ჩემთვის აბსოლიტურად მიუღებელია მათი სეპარატისტული და რაცისტული ლოგიკა! სამწუხაროდ ეკლესია როგორც jordano bruno_ომ უკვე აღნიშნა დიდად უწყობს ხელს ქვეყანაში ეთნოცენტრული და რაცისტული ლოგიკის გაღვივებას.
არ გვინდა! ეს არასწორია! ჩვენ ეს უკვე გავიარეთ. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ საკუთარი შეცდომებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და იგივე შეცდომები აღარ გავიმეოროთ.
მე არ ვოცნებობ საქართველოზე სადაც განსხვავებული აზრის ან ეროვნების ადამიანებს საზოგადოებიდან მოკვეთენ და მეზობელი თუ არამეზობელი სახელმწიფოსკენ მიუთითებენ! საქართველო თქვენი საკუთრება არ არი რომ სადმე წაეთრიეო მიმითითოთ! არც ერთ თქვენგანს ამის უფლება არა აქვს როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩემი აზრი თქვენთვის! მე ერთი სამშობლო მაქვს და არავის საოცნებო საქართველო ჩემ საოცნებო საქართველოზე უკეთესი არ არის! არც რომელიმე თქვენგანს აქვს პატრიოტიზმის ექსკლუზივი რომ საკუთარ თავზე დაიბრალოს და ყველა სხვა დანარჩენი ლანძღოს!
ჩემთვის საქართველო არ იყოფა რელიგიურებად და არარელიგიურებად, ქართველებად და არაქართველებად, პატრიოტებად და არაპატრიოტებად! ჩემთვის უბრალოდ არსებობენ ადამიანები რომლებსაც თავიანთი განსხვავებული აზრი გააჩნიათ. სულ ეს არის!

goga სანამ ათეისტობაზე რაიმეს ვიტყვი დანამდვილებით შემიძლია გითხრა რომ არც ერთ შემთხვევაში არ მჯერა ეკლესიის როგორც ინსტიტუტის იმ სახით რა სახითაც მან ჩვენამდე მოაღწია. გაიხსენე როგორი რეაქცია ქონდა ქრისტეს როცა ის ეკლესიაში შევიდა და შიგ ათასობით მათხოვარი, ვაჭარი თუ მევახშე დაინახა! სწორედ ასეთი სახე აქვს დღეს ჩვენს ეკლესიასაც! დღეს სასულიერო პირები სარგებლობენ გარკვეული ხელშეუხებლობით იმიტომ რომ ყოველგვარი კრიტიკა მათ მიმართ აღიქვება ღმერთის დაგმობათ, არაპატრიოტიზმათ, სატანისტობათ და ა.შ.

ზემოთ მათხოვრები ვახსენე და მინდა ასეთი კითხვა დავსვა: რატომ ხდება ისე რომ სახელმწიფო ყოველ წელს პოულობს ათეულობით მილიონს რომ ახალი ეკლესიები ააშენოს და რატომ ვერ მოხერხდა რომ აშენდეს ქვეყანაში საკმარისი უპატრონო ბავშვთა სახლი, საკმარისი სათნოების სახლი, საკმარისი მოხუცთა და ინვალიდთა სახლი რომ ეს ხალხი რიადებათ, მწკრივ მწკრივად მუდამ ეკლესიის შემოსასვლელში არ იჯდეს.

რა საზიზღარი საყურებელია ეკლესიის შიგნით მღვდელი რომელიც ოქროში იხრჩვება და ეკლესიის გარეთ სულ მცირე მანძილში ადამიანი რომელიც მუხლებზე დავარდნილი ერთი ლუკმისთვის იხვეწება! განა ეს არის ქრისტიანობა?! განა ეს არის ადამიანთა სიყვარული?!
ყოვლათ მიუღებელია რომ ეკლესიების მშენებლობაში ამხელა რესურსები იხარჯება! ყოველი აშენებული ეკლესია არის კიდევ ერთი ხარჯი რომელსაც არაფერი არ მოაქვს გარდა ფუჭი იმედისა... თითქოს ერთ მშვენიერ დღეს "ივერია გაბრწყინდება"... ისე საინტერესოა დანარჩენ საქართველომ რა დააშავა?!
ვფიქრობ დღეის პრიორიტეტი არის სოციალური სფერო და არა ისედაც მდიდარი სასულიერო პირების კიდევ უფრო გამდიდრება!

რაც შეეხება თავად რელიგიას ქრისტიანობა როგორც ასევე სხვა რელიგიები ფილოსოფიური თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესოა. ისე თავად ქრისტეს ქრისტიანობაზე როგორც რელიგიაზე არასოდეს არ უსაუბრია. მეტიც, ვერც ერთ ისტორიულ წყაროში ვერ ნახავთ სიტყვა ქრისტიანობას ქრისტეს პირით თქმულს. ქრისტე გააღმერთა ებრაელმა ხალხმა და ამისათვის იუდამ თავისი როლი ითამაშა... მოდით ნურც ამას ჩაუღრმავდებით და ნურც იმის განსჯას დავიწყებთ თუ რა იქნებოდა რომ არ ყოფილიყო იუდა და იარსებებდა თუ არა ქრისტიანიზმი როგორც რელიგია ქრისტე რომ ჯვარს არ ეცვათ! ეს დიდი განსჯის საგანია... შეგვიძლია ეს საუბრები ამ ელ - ფოსტაზე: kviris.palitra.paata@gmail.com განვაგრძოთ ( jordano bruno შენც ასევე შეგიძლია შემოგვიერთდე).

ათეიზმს რაც შეეხება, ათეიზმი ბერძნული სიტყვაა და უღმერთოს ნიშნავს! მე პირადად ვუარყოფ ყოველგვარ რელიგიას და ვუარყოფ ეკლესიის როლს საზოგადოების კეთილდღეობაში! მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი დანამდვილებით არსებობს ღმერთი თუ არა! დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ არსებობს რაღაც ზეადამიანური რაღაც ქაოტური რასაც ვერცერთი ადამიანის სიბრძნე ვერ წვდება... მოკლედ ყოველივე ეს რთული განსასჯელია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ ყოველივე ამის გასაღები რელიგიაში ან ეკლესიაში არ დევს!
როგორ უნდა იწამო ხალხის რომელიც ღარიბ ხალხს სამკურნალოდ მამა გაბრიელის საფლავზე უშვებს ხოლო მის პატრიარქს მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში! ეს დაცინვაა! ეს უბრალოდ ხალხის დაცინვაა და მეტი არაფერი!

giga
მე jordano bruno და goga ისე ვართ ერთი და იგივე პიროვნება როგორც "ღვთის"მშობელი იყო უმწიკლო!
nino
07 მაისი 2012 12:41
ამ პოსტის წამკითხველს ყველას ვულოცავ წმინდა გიორგი დღესასწაულს.გფარავდეთ და გწყალობდეთ.
ერთი რამ ძალიან მაინტერესებს პირადი შეურაცხყოფის გარეშე აზრის გამოთქმა აკრძალულია?
goga
07 მაისი 2012 10:58
Giga–ს და მისნაირებს
რამდენადაც ვიცი ქრისტიანობა იდეაში სიყვარულს,მოთბინებას და სხვათა აზრების პატივისცემას გულისხმობს (სხვა საქმეა როგორ გასწავლიან თქვენი „მოძრვრები“). მე რაღაც ვერ დავინახე თქვენს კომენტარებში ვერაფერი მსგავსი.
რაც შეეხება იმას რომ ჩვენ სამივე პიროვნება თურმე ერთი და იგივე ვყოფილვართ: როგორც jordano bruno აღნიშნავს ის მართლმადიდებლური აღმსარებლობის მიმდევარია მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს იყოს კრიტიკული საეკლესიო დოგმატიკისადმი, ანუ შეუძლია იაზროვნოს და იფიქროს ისე როგორც მას მიაჩნია საჭიროდ და არა ისე როგორც მამაოებს სურთ. სიმართლე გითხრათ PAATA–ს რელიგიური აღმსარებლობის შესახებ არაფერი ვიცი მაგრამ ის უდაოდ იმსახურებს ჩემს პატივისცემას, იმიტომ რომ გაბედა და ხმა ამოიღო თუნდაც ანონიმურად იმ უმსგავსობის წინაამღდეგ რაც ზოგადად დღევანდელ ეკლესიაში ხდება და ეს გააკეთა არა უაზრო სიტყვების რახარუხით არამედ არგუმენტირებულად და დასაბუთებულად
მე ჩემო კარგებო თავს ათეისტად ვთვლი და მიმაჩნია არავიზე ნაკლებად არ ვარ ჩემს სამშობლოზე შეყვარებული. პატივს ვცემ ყველა მართლმადიდებელსაც,კათოლიკესაც,იეოვას მოწმესაც,მუსულმანსაც და იუდეველსაც. პატივს ვცემ ყველას ვინც მართლა მორწმუნეა და ვინც თავის რწმენის სახელით არ ცდილობს სხვისი განსხვავებული აზრის დევნას,არ მიაჩნია რომ თუ მასავით არ ფიქრეობ ე.ი. მისი მტერი ხარ.
თქვენ კი GIGA-ებო არათუ პატივისცემის არამედ შეცოდების ღირსები ხართ თქვე უბედურებო. მზად ხართ ყელი გამოსჭრათ ადამიანს თუ ამას არა მხოლოდ პატრიარქი არამედ წერაკითხვის უცოდინარი „პუსტა–პუსტა“ მამაოც გიბრძანებთ. თქვენთვის უცხოა მარჯვენა–მარცხენა ლოყის შეგონება.თქვენ ჩაქოლე–გადაწვის პრინციპით ცხოვრობთ და ამით არამარტო ჩვენ გვაყენებთ შეურაცხყოფას არამედ პირველ რიგში ყველა ნამდვილ მორწმუნეს
Shoda
07 მაისი 2012 00:56
ამ პაატასა და გოგას რომ წაუგრძელებიათ ენები. ერთი მიპასუხონ რიონი მტკვარს უერთდება თუ ალაზანს? დარწმუნებული ვარ არ იციან. სამაგიეროდ უზნეოთა დავალებას, რომ რაც შეიძლება ენა მეტად წაიგრძელონ, "წარმატებით" ასრულებენ!!!!
giga
06 მაისი 2012 20:11
jordano bruno ხარ, PAATA თუ goga ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. თქვენი კომენტარები იდენტურია.

მაკვირვებს შენი ცინიზმი ,,უხამს კომენტარებზე''. კაცო იმ ,,ორმა'' რჯული შეგიგინა, ეკლესია დაგმო და მშვიდად შეხვდი, ,,საკუთარი აზრი გამოთქვესო''. ვიღაცამ დედა რომ შეგაგინოს და გლანძღოს, რას იტყვი ,,საკუთარი თავისუფალი აზრი გამოთქვაო''? თუ შენ რწმენის ლანძღვას შეურაცყოფად არ თვლი, მაშინ იცოდე რომ, ადამიანების დიდი ჯგუფი ასე თვლის.

შენი ,,ქრისტიანობა'' მაშინ გაბათილდა, როცა ერთის წინა კომენტარში ღმერთი დაგმე. ვგულისხმობ სამებასთან შედარებას.

კაცს რომელსაც ეკლესია სძულს და შესაბამისად ღმერთი, შეუძლებელია ეკლესიაში ვინმე მიიყვანოს. ვისთვისაც ეკლესია დედა არაა, იმისთვის ვერ გახდება ღმერთი მამა. შენი შემხდვარე საკვირველი იქნებოდა რომ არ დაბრკოლებულიყვნენ.

სასაცილოა შენი მხრიდან ქრისტიანობაზე საუბარი, მაშინ როცა იდეურად ეთანხმები (PAATA თუ goga)-ს ლანძღვას ეკლესიისადმი. (თუმცა მიმტკიცებ ,,ერთნი'' არ ვართო) მათ ,,კრიტიკაზე'' პასუხები ბიბლიაშია (დამწყესვაზე, სამღვდელო იერარქიაზე, ეკლესიებზე და სხვა მრავალი). აქაც გამოიაშკარავე თავი.

ლენინთან და მებრძოლ უღმერთოთა კავშირთან შედარება ნამეტანი ,,გწყენია'' რა ვუყოთ ერთი-ერთზე მსგავსებას? მივჩქმალოთ?

ილია ჭავჭავაძე პირველ რიგში წმინდანია და ქართული იდენტობის დამცველი. პატრიარქი ფსევდოლიბერალიზმს აკრიტიკებს. არც ილია მართალი იყო ამ საკითხთან გულგრილი. იხილე ქვათა ღაღადი და სხვა წერილები.

რომ ამბობ ,,მიკამათიაო'' სხვა აღმსარებლობის ხალხთანო, აბა გაგელანძღა მათი სარწმუნოება და სამღვდელო დასი და ნახავდი რა ჩიტსაც დაიჭერდი.

სასაცილოა შენგან შენი ,,სიმართლის'' დასამტკიცებლად სასულიერო პირის დამოწმება.

მომავლისთვის გირჩევ სარწმუნოებაზე საუბრისას სიტყვები შეარჩიო, თორემ ისევ ,,უსიამოვნებაში'' გაეხვევი.

გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები