ხშირად მსმენია, რომ წიგნის წაკითხვას დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებენ.
არ ვიცი, ამით თავს იმართლებენ, თუ მართლა ძნელია, აქტიური სამუშაო დღის შემდეგ წიგნის ხელში აღება და რაღაც პერიოდი განტვირთვისათვის, სრულიად სხვა სამყაროში გადასვლა. სამყაროში, სადაც შენს თვალწინ ვითარდება ისტორია, რომლის მიმართ ინტერესი ხშირ შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ შეუმჩნევლად გადადიხარ ფურცლიდან ფურცელზე. ამ დროს სრულიად ეთიშები გარე სამყაროს და რჩები მხოლოდ წიგნის გმირებთან ერთად.

ახლა ისევ, ასე ვთვათ, წიგნის კითვის სეზონს, ზაფხულს დავუბრუნდები.
წელიწადის ამ დროს თითოეული ჩვენგანი ჩვეული გარემოს შეცვლას ცდილობს, რაც ხშირ შემთხვევაში ახალ კონტაქტებს, ახალ მეგობრებს გვძენს. და თუ თქვენ ამ ზაფხულს ადამიანებთან ერთად ახალ წიგნებსაც დაუმეგობრდით, შეგიძლიათ ბლოგის მკითხველსაც მოუყვეთ მათზე. წიგნებზე, რომელიც ზაფხულში გაიცანით.
რა წაიკითხეთ?
ვისი რეკომენდაციით წაიკითხეთ?
მოგეწონათ წაკითხული? თუ მოგეწონათ და მასთან დამეგობრებულმა სიამოვნებით მიუჩინეთ საუკეთესო ადგილი თაროზე, ამაზეც მოყევით.
პ.ს. ხშირად მახსენდება ერთი ბრიტანული წიგნის მაღაზიათა ქსელის სლოგანი: No inspiration, No future! ასეა, თუ არ არის შთაგონება, არ არის მომავალი. წიგნი კი უდავოდ შთაგონების წყაროა. შთაგონებისა, რომლის გარეშე, რასაც არ უნდა ვსაქმიანობდეთ, წინ ვერ წავალთ.
მოდით, მითხარით, რომ წიგნს მხოლოდ ზაფხულში არ კითხულობთ და რომ მისთვის დროის გამონახვა ყველაზე დამღლელი დღის შემდეგაც კი სავსებით შესაძლებელია ისევე, როგორც მეგობრებისთვის!
ჰიუგო - კაცი,რომელიც იცინის
ბერჯესი-მექანიკური ფორთოხალი
ლესინგი -ოქროს რვეული
და ვკითხულობ თეკერეის ამაოების ბაზარს.
განსაკუთრებით სტაიბეკი და ჰიუგო მომეწონა. მე თუ მკითხავთ, დასაწუნი წიგნი არაა,მითუმეტეს ბესტსელერები.:))
ერიხ მარია რემარკი"ტრიუმფალური თაღი"
ე. ბრონტე"ქარიშხლიანი უღელტეხილი"
ფოიხტვანგერი"ესპანური ბალადა"
კიუსაკი"ბერლინის ცხელი ზაფხული"
ცვაიგი "მარიამ სტიუარტი
ჯერ კიდევ ნახევარი ზაფხული წინ მაქვს :)